15.05.2024
გიფიქრიათ, რომ თმა იმდენად მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის გარეგნობაში, რომ მითოლოგიასა თუ მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟის ხასიათსაც ადვილად გვახვედრებს?! მაგალითად, „ბეჭდების მბრძანებელში“ დედოფალ გალადრიელს ოქროსფერი თმა ამშვენებს, მაშინ როცა „ჰარი პოტერის“ სევერუს სნეიპის ვარცხნილობა – რეპუტაციასავით ბინძურია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი გარეგნობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავლისმეტყველი ელემენტი, სწორედ რომ თმა შეიძლება იყოს; ამიტომ, მისი მოვლისთვის 3 პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ:
დაიბანეთ სწორი თანმიმდევრობით
ზედმეტად მარტივად ჟღერს, თუმცა გიფიქრიათ, რომ შამპუნი მხოლოდ თმის ძირებზე, ხოლო ბალზამი/კონდინციონერი – ბოლოებში უნდა დაიტანოთ? შამპუნის შემადგენლობაში სულფატები, ან სხვა ისეთი „გამასუფთავებელი“ ელემენტები შედის, რომელიც ჯეროვნად აშორებს კანს ცხიმს, მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს, შესაბამისად, მისი ბოლოებში მოხვედრა გამოაშრობს ღეროებს და გამოიწვევს მათ მტვრევადობას.
Kaypro. კეიპროშამპუნიცხიმიანითმისთვის
სებომარეგულირებელი შამპუნი ცხიმიანი სკალპისა და თმისთვის დამზადებულია უკვდავას და არყის ხის ექსტრაქტებით.
სხვათა შორის, არყის ხე ახალგაზრდული ენერგიის მთავარ სიმბოლოდ ითვლება, რადგან ვერცერთი ფოთლოვანი ხე ვერ უძლებს სიცივესა და ყინვას ისე, როგორც ის. თავის მოვლის პროდუქტებში მისი შემცველობა საპონინებს და ტანინებს უკავშირდება, რომლის წყალობითაც არა მხოლოდ ჯეროვნად ასუფთავებს კანს, არამედ სამკურნალოდაც გამოიყენება.
შესაბამისად, კეიპროს შამპუნი არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, აღადგენს ბალანსს და დელიკატურ, დამამშვიდებელ მოქმედებას უზრუნველყოფს.
არ გამოტოვოთ დატენიანება
მნიშვნელობა არ აქვს როგორი ტიპის თმა გაქვთ, მას აუცილებლად ესაჭიროება დატენიანება, რადგან თავად აღნიშნულის უზრუნველყოფის დაბალი უნარი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სკალპზე არსებული ფოლიკულებიდან ცხიმის გამოყოფა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს (ზოგ შემთხვევაში ზედმეტად აქტიურადაც კი) აღნიშნული მასით თმა ზედაპირულად იპოხება. ჩვენ კი, ხშირად ვიბანთ, ვიშრობთ ფენით, ვიხვევთ ან ვისწორებთ სპეციალური ხელსაწყოებით, რაც ერთი ორად ზრდის სტრესს რომელსაც ღერები განიცდიან.
გარდა ამისა, ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბალიშისპირის მნიშვნელობაზე, ფაქტზე, რომ მხოლოდ აბრეშუმის ნაჭერს შეუძლია არ დააკარგვინოს თმას სიჯანსაღე, არ დამუხტოს ან აბურდოს ის ღამის განმავლობაში. მიუხედავად პოპულარობისა, აბრეშუმის ბალიშისპირი ძვირი სიამოვნებაა.
მოკლედ, დატენიანება ისევე სჭირდება ჩვენს თმას, როგორც სხეულს, ამიტომ დაბანისას მისი გამოტოვება არ ღირს.
Mizon. თმის ბალზამი
დასახელებაც კი ჩვენი თმის სალონურ მოვლას გვპირდება. აღადგენს დაზიანებულ ღერებს და აძლიერებს მის სტრუქტურას, ამავდროულად, სკალპზე დატოვების შემთხვევაში თმის ფოლიკულებს ასუფთავებს, ავიწროვებს და სებორეგულაციას უზრუნველყოფს.
რაც მთავარია, როგორც ჰეა კლინიკის მომხმარებლები აცხადებენ, მნიშვნელოვნად იცვლება თმის ხარისხი, იმატებს ბზინვარება და აბრეშუმისებრი შეგრძნება.
დაიცავით თმა თერმული დაზიანებისგან
იმდენად მარტივ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობთ, რომ თავის შეწყენა არ ღირს, უბრალოდ გავიმეორებთ, რომ მაღალი ტემპერატურის მქონე ფენით თუ უთოთი თმის შემშრალებისას, მისი ბოჭკოვანი სტრუქტურა ზიანდება, შრევდება, ბოლოები იყოფა და ვიზუალურად უფრო უსიცოცხლო ხდება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი თმის თერმო დამცავია.
REF. თერმოდამცავი სპრეი
თუ კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტის დატესტვას ფიქრობთ, თერმული დაზიანებისგან დამცავ სპრეის გირჩევთ. ის ეფექტურია 230 გრადუსზეც კი და არა მხოლოდ იცავს თმას, არამედ ამზადებს მას სტაილინგისთვის, რაც თვალისმომჭრელ ბრწყინვალებასა და უფრო დამყოლ სტრუქტურაში აისახება.
და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენი თმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდი – ზაფხული მოდის. აუზის ქლორიანი, თუ ზღვის – მარილიანი წყალი, საკმაოდ აუხეშებს მის სტრუქტურას, არანაკლებ სტრესს ქმნის ულტრაიისფერი სხივების მაღალი კონცენტრაცია, რისი წყალობითაც ღერი ბუნებრივ პიგმენტსაც კი კარგავს და ხუნდება. შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით უნდა მივუდგეთ თმის მოვლის რუტინას, შევამციროთ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები და შევარჩიოთ ისეთი საშუალებები, რომელთაც დიდი რაოდენობით დამატენიანებელი ინგრედიენტი აქვთ, მაგალითად: შრატები თუ ზეთები.
მუდამ მბზინავ, ჯანსაღ თმას გისურვებთ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი