ზაფხული დისკომფორტის გარეშე

30.07.2025

გიფიქრიათ, რომ დაჩქარებული რეალობის პირობებში საკუთარი თავისთვის სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება? ზედმეტია საუბარი რელაქსაციასა და ყოველდღიურ, თუნდაც ეპიზოდურ განტვირთვაზე. 21-ე საუკუნემ ბევრ სიკეთესთან ერთად ისიც მოიტანა, რომ Burn out ოფიციალურად დამკვიდრდა დიაგნოზებში, როგორც სიცარიელის შეგრძნების, მენტალური გადატვირთვისა და გადაწვის სიმბოლო. და რა ხდება მაშინ, როცა გამოსავალი გვჭირდება? – ვუბრუნდებით დროში გამოცდილ მეთოდებს და ტრადიციებს, რომელთაც საუკუნეებს გაუძლეს.

სწორედ ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა „არომათერაპია“ – ჰოლისტიკური მიდგომა, რომელიც ალტერნატიული მედიცინის საფუძველს წარმოადგენს. ეს არის ხელოვნება, რომლითაც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სხეულისა და გონების მხნეობისთვის, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის მცენარეული ზეთები გამოიყენება.

არომათერაპია სიახლე არ არის – ის ანტიკური ეპოქის განუყოფელი ნაწილია. ეგვიპტელები სურნელოვან ფისებს რელიგიურ რიტუალებში იყენებდნენ. ბერძენი ექიმები წერდნენ თიამისა და როზმარინის სამკურნალო თვისებების შესახებ, სხვათა შორის, მითოლოგიის მიხედვით ღმერთების საჩუქრად ლავანდა ითვლებოდა, რადგან ის სულისა და გონების დასამშვიდებლად გამოგზავნეს.  მოკლედ, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დღეს Puressentiel – ფიურესენშელს, ფრანგულ ბრენდს გაგაცნობთ.

Puressentiel 2005 წელს და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია არომათერაპიის მიმართულებით, ის ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი ეთერზეთების და მეცნიერების შესაძლებლობებს ჯანმრთელობის და ყოველდღიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებისა და მცენარეულ ექსტრაქტებზე. პროდუქცია არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს.

Puressentiel. ცირკულაციის სპრეი 17 ეთერზეთი

როგორც პროდუქტის დასახელებიდანაც მიხვდით, 100%-ით ბუნებრივი ეთერზეთების 17 სახეობის შემცველი სპრეი სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს.

მისი გამოყენების ჩვენება შეიძლება იყოს:

  • ზაფხულის სიცხისას შეშუპება
  • ფეხების სიმძიმე
  • ფიზიკური დატვირთვა
  • მგზავრობა
  • ხანგრძლივი ჯდომა/დგომა

სპრეი გამაგრილებელი, გამაჯანსაღებელი მოქმედებისაა. შემადგენლობა – 100% სუფთა და ნატურალური პროდუქტი, შეიცავს: ატლასის კედარის, ლაბდანუმის, ლიმონის, კვიპაროსის ღვიის, გერანიუმის, იტალიური უკვდავას, ლავანდის (lavandin grosso), დანამასტაკის ხის, პიტნის, ტკბილი ფორთოხლის, შოტლანდიური ფიჭვის, როზმარინის, სამკურნალო სალბის, ბეგქონდარას, ვეტივერიის ეთერზეთებს.

მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი

ზაფხულის პერიოდის განუყოფელი დისკომფორტი – მწერები! მათი ნაკბენის საწინააღმდეგო საიმედო დაცვა კი – პრევენციაა, რის შესაძლებლობასაც ფიურესენშელის სპრეი იძლევა. პიტნის, ნიაულის, ჩაის ხის, ლავანდის, ციტრონელას ეთერზეთებით, ასევე ევკალიპტით და ლიმონით გაჯერებული პროდუქტის რამდენიმე შესხურება საკმარისია კოღოების თუ სხვა მწერების მოსარიდებლად. სხეულზე დაახლოებით 6, სახეზე კი 1 გაპკურებაა საჭირო. არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტი ჯეროვნად უნდა გადაინაწილოთ კანზე და ცურვის შემდგომ განიახლოთ. სპრეი ხელმისაწვდომია საბავშვო ვერსიის სახითაც.

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი

და თუ მაინც გიკბინათ მწერმა და დამამშვიდებელ საშუალებას ეძებთ, 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტების შემადგენლობით როლერს გირჩევთ, რომელიც შეგიძლიათ ჩანთაში ჩაიგდოთ და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. პროდუქტი შეგიმცირებთ მწერების ნაკბენის შედეგად გამოწვეული ქავილის, გაღიზიანების შეგრძნებას და სიწითლეს. შეიცავს 11 ეთერზეთს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. მოსახერხებელი ფორმა უზრუნველყოფს წერტილოვან და ჰიგიენურ გამოყენებას ნებისმიერ დროს. 

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი 40მლ ფიურესენშელი

თუ მეტად მოსახერხებელი კრემის ფორმაა, ბრენდი არა მხოლოდ დიდების, არამედ ბავშვების ვერსიას გთავაზობთ. საცხიც მდიდარია მცენარეული ზეთებით, რომელიც ატენიანებს და აღადგენს  კანის სტრუქტურას, ამცირებს ადგილობრივ სიწითლეს და შეშუპებას, ბუნებრივი წარმოშობის მენთოლი უზრუნველყოფს გამაგრილებელ და დამამშვიდებელ ეფექტს.

ეთერზეთი ორგანული ლავანდა

ბუნებრივი ეთერზეთების მრავალფეროვან არჩევანში, ერთ-ერთი გამორჩეული ლავანდაა. ის დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებითაა წარმოდგენილი და იდეალურია სტრესის, უძილობის, ნერვული დაძაბულობისას. სხვათა შორის, მზისგან დამწვრობისას ლავანდის ეთერზეთის კანზე შეზელა მოგიხსნით დისკომფორტს, ასევე რეკომენდებულია გაღიზიანებისა და ქავილისას.

ფიურესენშელი ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, მათ შორის: ISO 9001 და ISO 13485 – ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოების, ასევე ISO 14021 –  ბრენდის გამჭირვალობის ქარტიის მიმართულებით. 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტები არის ვეგანური და არ იტესტება ცხოველებზე.

გაეცანით არომათერაპიის ხელოვნებას და იზრუნეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ფიურესენშელის შეძენა PSP.GE-ზე ან PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებში შეგიძლიათ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top