30.01.2023
წელიწადის სწორედ ის დროა, თხილამურებით სრიალის თუ მეგობრებთან ერთად თოვლიან მთებში გართობის მსურველები ზამთრის კურორტებისკენ რომ უნდა გავემართოთ. მნიშვნელობა არ აქვს საყვარელ კამპანიაში ჭიქა გლინტვეინით თუ სპორტულად აღჭურვილები – მწველი მზისქვეშ აუცილებლად მოვხვდებით, არც მკაცრი კლიმატი და მისგან შექმნილი „თავის ტკივილები“ უნდა დაგვავიწყდეს. #ამარტაგირჩევთ ყველა აუცილებელ ნივთს, რომელიც ნაქსოვ სვიტერებთან და თბილ ხელთათმანებთან ერთად უნდა დაიმგზავროთ.
BIODERMA. Atoderm Intensive Gel Moussant
დასაბან გელებს შორის ისეთი პროდუქტი უნდა მოვძებნოთ, რომელიც კანის ბუნებრივ მჟავა-ტუტოვან ბალანსს არ დაარღვევს, ფოტოსტრესის ქვეშ მყოფ კანს არ დააზიანებს და ზედმეტად არ დააკარგვინებს მისთვის დამახასიათებელ ცხიმიანობას. დამატენიანებელი ინგრედიენტების შემადგენლობით წარმოდგენილი ატოდერმი იდეალურად შლის მაკიაჟის პროდუქტებსა და მზისგან დამცავ საცხს, ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს. პროდუქტის გამოყენება ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრს შეუძლია.
SVR. SUN/ ნაკრები BRUME /სპრეი და მზის შემდგომი რძე
დაგვეთანხმებით, რომ ზღვის დონიდან ასობით მეტრზე მზის სხივების მწველი მცხუნვარება განსაკუთრებით იგრძნობა. კანის დაზიანებით მთელი წლის რუტინა წყალში რომ არ ჩავყაროთ, ამავდროულად დაბერების პროცესი რომ არ დავაჩქაროთ და მთელი რიგი რისკის წინაშე არ აღმოვჩნდეთ მარტივი გამოყენების SPF გვესაჭიროება. SVR მზისგან დამცავი სპრეი BRUME SPF50 მსუბუქი, ულტრა თხელი ტექსტურით გამოირჩევა, აქვს შეუმჩნეველი, უცხიმო, არაწებოვანი ტექსტურა და ძალიან კომფორტულია დღის მანძილზე, სრიალისას გასაახლებლად.
რაც შეეხება მზის აბაზანების შემდგომ მოვლას, ამავე ნაკრების მეორე პროდუქტს გირჩევთ. მზის შემდგომ წასასმელი რძე გახურებული და ჰიპერმგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი და გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებსა და მოზარდებშიც, სახესა და სხეულზე. გამაგრილებელი, დამატენიანებელი და ულტრა მსუბუქი ტექსტურა სწრაფად ამშვიდებს და აგრილებს მზისგან დამწვარ კანს. ალოე ვერა, ნიაცინამიდთან და მიკრობიოტიკურ ფერმენტებთან ერთად ხელს უწყობს მზის ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის აღდგენას.
ZIAJA. თეთრი ვაზელინი
ინტენსიური დამატენიანებელი საშუალება – ვაზელინი, კანის მოვლის მიმართულებით საუკუნეზე მეტია გამოიყენება. წარმოიდგინეთ, 1 უბრალო შეფუთვა ათამდე დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად: დაიტენიანოთ ტუჩები და დაიცვათ ის გამოშრობისგან, წაისვათ ნუნებზე და სამუდამოდ დაივიწყოთ კუტიკულების აშრევება, შეიზილოთ ტერფებზე და დაიტენიანოთ ქუსლები, დაიამოთ დაზიანებული, დახეთქილი კანი და სხვა.
SVR. Topialyse Levres /ტუჩის ბალზამი
კარგი იქნება თუ ჰიგიენურ ტუჩსაცხსაც დაიხმარებთ. მაგალითად SVR-ის ეს კონკრეტული პროდუქტი 8 საათის განმავლობაში არ საჭიროებს განახლებას, თუ რა თქმა უნდა, შუალედში საკვები არ მიირთვით ან რაიმეს დალევისას არ გადაგშორდათ დამცავი ფენა. ტუჩსაცხის ფორმულა გამდიდრებულია ომეგა 3-6-9, რომელიც აღადგენს დამცავ ბარიერს, ფუტკრის ცვილს და ჟოჟობას ზეთს – რაც ინტენსიურად კვებავს კანს და ვიტამინ E – რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.
LA ROCHE-POSAY. Cicaplast Hands
რა თქმა უნდა, ხელის კანის დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ, განსაკუთრებით მდიდარი დამატენიანებელი ინგრედიენტების მქონე პროდუქტზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ციკაპლასტი დერმატოლოგიურად ტესტირებულია და რეკომენდებულია სენსიტიური კანისთვისაც, რადგან არ შეიცავს პარაბენებს, არომატიზატორებსა და სხვა ალერგენებს. კერამიდებითა და დამამშვიდებელი მოქმედების თერმული წყლით ღრმად ატენიანებს კანს 48 საათის მანძილზე და იცავს მას დეჰიდრატაციისგან.
სრულფასოვანი დასვენება პროდუქტიული წლის იდეალური დასაწყისია. იმისთვის, რომ დამსახურებელი არდადეგების თითოეული წამით ისიამოვნოთ, საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ. სწორედ ამიტომ, თბილ სვიტერთან და საყვარელ ხელთათმანებთან ერთად, სწორად შერჩეული პროდუქტები ყოველთვის თან იქონიეთ.
კონტრიბუტორი; ლალიკო თუმანიშვილი