ყველაფერი ის, რაც მზისგან დამცავზე უნდა იცოდე

30.04.2024

კანის მოვლის ენთუზიასტებისთვის ალბათ ახალს არაფერს ვიტყვით,  თუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლების ნამდვილი ტრენდი SPF-ზე საუბარია. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, გაიზარდა ჩვენი სურვილიც ვიყოთ ულტრაიისფერი სხივებისგან იდეალურად დაცულები წელიწადის 365 დღის მანძილზე. დღეს ერთი ამოსუნთქვით შეგახსენებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ.

რა არის SPF?

  • გარეგანი მოხმარების პროდუქტი, რომელიც UV ანუ ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან გვიცავს.

როგორ მოქმედებს?

  • როგორც ცნობილია, შემადგენლობის მიხედვით ფიზიკური ან ქიმიური სახის მზისგან დამცავი საცხები არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ერთი მეორეზე უმჯობესია. უბრალოდ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი გააჩნიათ. ქიმიური – სხივებს შთანთქავს, ფიზიკური კი – აირეკლავს.

და მაინც, რატომ SPF?

  • მარტივად რომ ვთქვათ, ულტრაიისფერი სხივების რადიაცია კანის სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის, 80%-ით აჩქარებს დაბერებას და სამწუხაროდ, კანის კიბოს მთავარ რისკ-ფაქტორადაც მოიაზრება.

მართლა 365 დღის მანძილზე უნდა გამოვიყენო?

  • ალბათ შეგიმჩნევია წარწერები UV(A) ან UV(B). ეს ორი სხვადასხვა სიგრძის და მოქმედების სხივია, რომელსაც მომენტალური ან დაგროვებითი ზიანის მოყენება შეუძლია. მაგალითად, A ტიპის სხივი უფრო გრძელია და უჯრედულ დონეზე შეძლებს კანის დაზიანებას, ამიტომ მასთან ფოტოდაბერება ასოცირდება, ხოლო დამწვრობასა და სხვა ტრავმებს B ტიპის სხივებს მიაწერენ. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს რომელი სეზონია, მათგან დაცვა ყოველთვის რეკომენდებულია.

როგორ განვიახლო?

  • ახლა, ზაფხულის გრძელ და ნათელ დღეებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SPF-ის დღის მანძილზე განახლება, რისთვისაც საცხი, სტიკი ან სპრეი შეგიძლია გამოიყენო.

#ამარტაგირჩევთ:

CAUDALIE VINOSUN მზისგან დამცავი ზეთი SPF50+

ფრანგული ბრენდის „კოდალის“ ვინოსანის გამა დამზადებულია პოლიფენოლის ბაზაზე. ეს ყურძნის წიპწის ექსტრაქტია, რომელიც 100%-ით ბლოკავს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას. გარდა ამისა, ბრენდის მიზანი იყო შეექმნა პროდუქცია, რომელიც ერთის მხრივ, მთელი ოჯახისთვის იქნებოდა განკუთვნილი, მეორეს მხრივ, არ დააზიანებდა გარემოს. სწორედ ამიტომ, ვინოსანის შეფუთვა ბიოდეგრადირებადია, ფორმულა კი, არ აბინძურებს ზღვის

წყალს.

ორფაზიანი დამცავი ხავერდოვნების შეგრძნებას და ფრანგული პარფიუმის სურნელს ტოვებს კანზე. გამოყენებამდე მისი შენჯღრევაა საჭირო, რის შემდეგაც, გულუხვად უნდა იპკუროთ სხეულსა და სახეზე. გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ვეგანურია, არ შეიცავს ალერგენებს და ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი რეკომენდებულია, არ უნდა მოგიხვდეთ თვალის ზონაზე.

SVR SUN BLUR SPF 50+

მათ, ვისაც მზისგან განსაკუთრებით მაღალი დაცვა უყვართ, ეს პროდუქტი ალბათ ეცნობათ. SVR-ის მზისგან დამცავი საშუალებების ფორმულებიც ეთიკურია, არ აზიანებს გარემოს და გამოყენებისას არც ფიზიკურ და არც მორალურ დისკომფორტს არ შეგიქმნით. კონკრეტულად ეს საცხი ყოველდღიური გამოყენებისთვისაც იდეალური გადაწყვეტილებაა, რადგან იცავს UV A, B უხილავი და ინფრაწითელი გამოსხივებისგანაც კი, რასაც ყოველდღიურად, ჩვენი გაჯეტები გამოსცემენ. რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, არის მსუბუქი, გამოდგება მაკიაჟის ბაზადაც, რადგან არ ტოვებს თეთრ კვალსა და ცხიმიანობის შეგრძნებას. დღის მანძილზე განიახლეთ სურვილისამებრ.

MIZON CICALURONIC

და რა თქმა უნდა, ჟანრის კლასიკა. ვინ თუ არა – კორეელებმა ზუსტად იციან როგორ უნდა დავიცვათ თავი მზისგან. თავიდანვე შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ თუ SPF – SUN PROTECTION FACTOR -ს ნიშნავს, აზიური წარმოების პროდუქტებში PA – PROTECTION GRADE-ს.

CICALURONIC სერია ფორმულირებულია 8 სახეობის ჰიალურონის მჟავით, რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და ელასტიურობას. შემადგენლობა უმეტესად ნატურალურია, თუმცა, ინგრედიენტებში გამორჩეული „ვარსკვლავი“ – ალოეს აზიური ცენტელაა. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ცენტელა ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი მოქმედებისაა. შესაბამისად, მისი გამოყენებისას გარანტირებულია, როგორც დამატენიანებელი, ასევე სამკურნალო ეფექტი.

ეს კონკრეტული დამცავი NON-NANO SUNBLOCK  SPF 50+ PA+++ ბლოკავს UVA/UVB სხივებს და უზრუნველყოფს მაღალ დაცვას. იშვიათად შეხვდებით დახლებზე საშუალებას, რომელიც ასეთი ინოვაციური ფორმულითაა წარმოდგენილი, ამავდროულად წყალგამძლე და ჰიპოალერგულია. 

და ბოლოს, კიდევ ერთი კეთილი შეხსენება, რომ მზისგან სრულფასოვანი დაცვა არა მხოლოდ სილამაზეზე, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top