15.08.2025
თავის მოვლის ენთუზიასტები დაგვეთანხმებიან, რომ პროდუქტის შერჩევა, შემადგენლობის წაკითხვა და ქიმიკოსად, ან ბიოლოგად თავის შეცნობა თითქმის ანალოგიურ შეგრძნებებს აღძრავს. დიდი ხანია, რაც თაროდან თვალდახუჭულები აღარ ვიღებთ საცხებს და უფრო გათვიცნობიერებულ არჩევანს ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ, დღეს კიდევ ერთ საინტერესო აქტიურ ელემენტს გაგაცნობთ, რომელიც კორეულ კოსმეტიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. #ამარტაგირჩევთ
პეპტიდები
დავიწყოთ ბიოლოგიური განმარტებით: პეპტიდები – ამინომჟავების მოკლე ჯაჭვებია, ამინომჟავებთან მათი კოვალენტური ბმა კი პეპტიდურ ჯაჭვს, ცილის საშენ მასალას წარმოადგენს. წარმოდგენისთვის, ასეთი სურათი დავხატოთ, პეპტიდები პატარა, მაგრამ ძლიერი მესენჯერებია, რომლებიც ჩვენს კანსა და სხეულს ეუბნებიან, თუ როგორ მოიქცნენ. მცირე ზომის გამო, ძალიან მარტივად გადალახავენ დამცავ ბარიერს და მყისიერი ეფექტი აქვთ.
პეპტიდები კანის მოვლის საშუალებებში
სილამაზისა და კანის მოვლის საშუალებებში პეპტიდები ხშირად გამოიყენება:
- კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებისთვის – უფრო მკვრივი, გლუვი კანისთვის.
- კანის ბარიერის გასაუმჯობესებლად – უფრო ძლიერი, ჯანსაღი ვიზუალისთვის.
- წვრილი ხაზებისა და ნაოჭების შესამცირებლად – დაბერების საწინააღმდეგო სუპერგმირი? ნამდვილად, ოღონდ რეტინოლთან და მზისგან დამცავთან ერთად.
კიდევ რა უნდა ვიცოდე?
კანის მოვლის გარდა, სიტყვა პეპტიდს ალბათ ხშირად წააწყდებით იმუნური სისტემის მხარდაჭერაზე არსებულ სტატიებში, ამიტომ არ გაგიკვირდეთ. მათი როლი დიდია კუნთების აღდგენის, მიკროცირკულაციის თუ კუნთების აღდგენის პროცესშიც. შესაბამისად, პეპტიდები სხვადასხვა ტიპებად მათი მოქმედების მექანიზმისა და დანიშნულების მიხედვით იყოფა. ჩვენი დღევანდელი ინტერესი კი, კონკრეტულად კანის მოვლის პროდუქტებში მათი ეფექტურობისადმია მიმართული.

DERMAFIRM. შავი წრეების კრემი Pepteyed 15 გ
დავიწყოთ იმ ზონაზე ზრუნვა, რომელსაც ყველაზე მეტად ეტყობა უძილობა, დაღლილობა და სტრესი. კორეული ბრენდის, დერმაფირმის შავი უპეების კრემი 90% თვალის მკვებავ კრემს და 10% პიგმენტს დაფარვისთვის განკუთვნილ საშუალებას შეიცავს. საცხი არ ტოვებს დისკომფორტს, ადვილად შეიწოვება და ყველაზე მგრძნობიარე თვალებსაც კი არ გააღიზიანებს. ეფექტი პირველივე გამოყენებიდან უნდა შეამჩნიოთ, ხოლო რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, თვალების სიშავე ეტაპობრივად ქრება. ფორმულის სუპერგმირები პეპტიდებია და 12-საათიანი მდგრადობით გამოირჩევა.

DERMAFIRM. სახის კრემი Peptide
დერმაფირმს ეკუთვნის საცხიც, რომელიც პეპტიდებთან ერთად, ინკაფსულირებულ ჰიალურონს შეიცავს, შესაბამისად: ატენიანებს კანს, აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება, როგორც პეპტიდებზე საუბრისას აღვნიშნეთ – ზრდის კოლაგენის სინთეზს და აუმჯობესებს ელასტიურობას. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენებაც, რომელთან კომბინაციაშიც საუკეთესო შედეგს მცირე დროში შეამჩნევთ.

საცხის ეფექტის კიდევ უფრო გასაზრდელად – სერუმი კარგი იდეაა. ანტიასაკობრივი სახის შრატი საცხის მსგავსად შეიცავს პეპტიდებს და ინკაფსულირებულ ჰიალურონის მჟავას, ამიტომ რუტინაში მისი ჩასმით გაზრდით საცხის ეფექტს. გაითვალისწინეთ, რომ ეს დუო განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც ანტიასაკობრივი, ასევე პიგმენტური ლაქების შესამცირებელ საშუალებებს ეძებს.

MIZON. სახისბუსტერი-შრატი PEPTIDE
ქართულ ბაზარზე ხმაურიანად გამოჩნდა სახის ბუსტერი-შრატი PEPTIDE – Mizon-გან, რომელიც გამდიდრებულია 7 ვეგანური პეპტიდით და ჰიალურონის მჟავით (Hydrolyzed Hyaluronic Acid). კორეელების ე.წ glass skin-ის მისაღებად ეფექტური ბუსტერი უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, აძლიერებს რუტინის შემდეგი პროდუქტების მოქმედებას, ამავდროულად, ათანაბრებს ფერს და კანს, სძენს ბზინვარებას.
იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი სტატიით ერთით მეტი საინტერესო აქტიური ელემენტი გაიცანით. თუ პეპტიდებით დაინტერესდით და მათი შემცველობის პროდუქტის დატესტვაც გსურთ, PSP-ს სააფთიაქო ქსელში მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი