WHITE MUSK PERFUME OIL ROLL – ON

28.04.2021

თეთრი მუშკის ზეთოვანი სუნამო ყვავილების ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ. ეს არის სიძლიერის, თავდაჯერებულობის, შეუჩერებლობის არომატი, რომელიც მთელი დღის მანძილზე ინარჩუნებს მდგრადობას.

პატარა, თუმცა გამორჩეულად თავბრუდამხვევი, ბურთულიანი სუნამო გაჯერებულია თეთრი მუშკის, სუფთა ალდეჰიდის, მგრძნობიარე და საოცრად მიმზიდველი ჟასმინის ნოტებით.. პროდუქტის ფორმულა, რა თქმა უნდა, იმეორებს ბოდიშოპის ფილოსოფიას და cruelty-free გახლავთ. სამოგზაურო ზომის შეფუთვის გამო, იდეალურია ჩანთით სატარებლად.

ზეთოვანი ფორმულა, ტრადიციული სუნამოებისგან განსხვავებით გაცილებით ხანგრძლივი მდგრადობისაა .. ასე რომ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჰაეროვანი სურნელით, სიმსუბუქის განუმეორებელი შეგრძნებითა და მომაჯადოვებელი არომატით მთელი დღის მანძილზე, სუნამოს განახლების გარეშე.

დროა აღმოაჩინოთ ახალი ემოციები „ბოდი შოპ“-თან ერთად!

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top