20.12.2023

იაპონია, ქვეყანა სადაც ტრადიცია, სულიერება და რიტუალი ერთიანდება. დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება, გლობალიზაციისა და ტექნიზაციის ამ „ველურ“ პირობებში, როგორ ახერხებს ეს ქვეყანა და ერი სამყაროს ჰოლისტურ აღქმას, ახლის შექმნას, არსებულის დახვეწას…
ინოვაციურობა იაპონური სამყაროს მუდმივი თანმდევია და ამ მხრივ არც სილამაზის ინდუსტრიაა გამონაკლისი. ჯერ კიდევ ისტორიულ წარსულში ამოუხსნელ საიდუმლოს წარმოადგენდა იაპონელი ქალების თავის მოვლის საიდუმლო რიტუალები. ეს უნიკალური გამოცდილება, ტრადიცია და ინოვაცია დღეს იაპონური ესთეტიკისა და სილამაზის დელუქს ბრენდ – Shiseido-ში ერთიანდება. ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ტოკიოში, გინზას ქუჩაზე შეიქმნა და დღემდე არ თმობს პოზიციებს სილამაზის ინდუსტრიის დასავლურ სივრცეში.

მართალია, აღმოსავლური ახალი წელი ქართულს არასდროს ემთხვევა, მაგრამ ისი- პარიმ 18 დეკემბერს ნამდვილი  წინასაახალწლო დღესასწაული მოაწყო და საზოგადოებას Shiseido-ს კანის მოვლის ახალი პროდუქტი Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate წარუდგინა.

იაპონური კულტურის კონცეფციით  ინსპირირებული საღამო  მედიის, პრესისა ინფლუენსერებისთვის რესტორან ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. სასიამოვნო მუსიკა, კოქტეილები, ნეონებით განათებული ბანერი, რომელთანაც მოწვეულმა სტუმრებმა პრეზენტაციის დაწყებამდე ფოტოსესია მოიწყვეს – ეს ყველაფერი ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. ახალი წელი  ჯადოსნობასა და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება,  სწორედ ამიტომ  საღამოს დრამატურგიის ლოგიკურ გაგრძელებას ორიგინალური ნატვრის ხე წარმოადგენდა, რომელზეც ტკბილეულის ყუთები იყო განთავსებული. სტუმრებმა მათ ნაცვლად ხეზე საკუთარი საახალწლო სურვილები  ჩამოკიდეს.

საღამოს კულმინაციური ნაწილი Shiseido-ს ახალი ღამის შრატის Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate-ის პრეზენტაცია იყო, რომელსაც  ისი-პარის პიარისა და კონტენტის მენეჯერი ლინა ქალდანი წარუძღვა. მან აუდიტორიას ბრენდის ისტორია გააცნო, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია.

დასავლური კულტურის „ინტერვენცია“ აღმოსავლურ სივრცეში  1872 წელს დაიწყო და  Shiseido-მ იაპონიაში პირველი დასავლური სტილის აფთიაქი გახსნა. 1897 წელს კი კანის მოვლის პირველი პროდუქტი შექმნა, რომელიც სრულად მეცნიერულ მიდგომებზე იყო დაფუძნებული. მეოცე საუკუნის 60-იან წლებში Shiseido წარმოებაში იაპონურ ესთეტიკას აბრუნებს და პირველ  სუნამოს ქმნის, სახელწოდებით Zen. 1978 წელს Moisture Mist იქმნება, Shiseido-ს პირველი მაკიაჟის გლობალური ხაზი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ქართველმა მომხმარებელმა Shiseido, სწორედ ისი-პარის მაღაზიათა ქსელის მეშვეობით გაიცნო და შეიყვარა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ბრენდი მათ ინოვაციური და რევოლუციური პროდუქტებით ანებივრებს. 2014 წლის  „გმირი პროდუქტი“ Ultimune, პირველი  თავის მოვლის საშუალება გახდა, რომელიც კანის ბუნებრივ იმუნიტეტს აღადგენს.  2019 წლის Benefiance-ის ხაზში, Shiseido-ს ლაბორატორიის მეცნიერებმა  პირველად გამოიყენეს Reneura ტექნოლოგია, რომელიც სწრაფად ებრძვის დაბერების ნიშნებს. 2020 წელს Shiseido-მ Vital Perfection-ის ხაზი შექმნა, ნერვული უჯრედების კომუნიკაციის ახალი აღმოჩენებით. 2022 წელს შექმნილი BOP Skin Filler ინოვაციური მიდგომის გამოხატულებაა, პროდუქტი პირველად იძლევა ჰიალურონის მჟავით მანიპულირების საშუალებას. სილამაზისა და ესთეტიკის ათწლიანი, ინოვაციური დრამატურგიის ლოგიკური გაგრძელებაა 2023 წელს შექმნილი Vital Perfection-ის ხაზი, რომელიც 18 დეკემბრის სადღესასწაულო საღამოზე აუდიტორიას Shiseido-ს  ტრენინგ მენეჯერმა ამიერკავკასიაში მაია მოშიაშვილმა წარუდგინა.  პოტენციალს არ აქვს ასაკი – ეს დეფინიცია სრულად გამოხატავს ახალი ინოვაციური ქმნილების LiftDefine Radiance Night Concentrante-ის არსს.  ახალმა შრატმა კიდევ უფრო გააძლიერა და გაამდიდრა Vital Perfection-ის ხაზი, ეს ის  პროდუქტია რომელთან ერთადაც ისურვებდა დაძინებას თითოეული ქალბატონი. ის მიზანმიმართულად ებრძვის კანის მოდუნებას ღამის პერიოდში და სრულიად ინოვაციური,  გრავიტაციის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

სადღესასწაულო  საღამოზე, Shiseido-ს ინოვაციური პროდუქტის გაცნობის შემდეგ, სახალისო გათამაშების დროც დადგა. ბრენდის შესახებ ლინა ქალდანმა აუდიტორიას რამდენიმე კითხვა დაუსვა და  გამოცნობის შემდეგ, გამარჯვებულ ხუთ სტუმარს სპეციალური საჩუქარიც გადასცა. ამ ყველაფრის ლოგიკური, ვიზუალური  ფინალი კი აღმოსავლური ესთეტიკით შექმნილი  Shiseido-ს სენტიმენტალური და მრავლისმეტყველი  ვიდეო იყო. ამის შემდეგ სტუმრებმა იაპონური კერძები და ნუგბარი დააგემოვნეს.

საღამო  აღმოსავლური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ფენომენით – იაპონური ცეკვით გაგრძელდა. მოცეკვავეებმა კოსტიუმებისა და ქორეოგრაფიის მეშვეობით სრულად წარმოაჩინეს ამ უნიკალური კულტურის სილამაზე. ცეკვის შემდეგ სადღესასწაულო საღამოს ყველაზე ტკბილი ნაწილის – საჩუქრების გადაცემის დრო დადგა. სადღესასწაულო სივრცეში მყოფ სტუმრებს Shiseido-ს შთამბეჭდავი საჩუქრები გადაეცათ, საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. სილამაზე იწყება შიგნიდან! ეს Shiseido-ს ბრენდის ფილოსოფიაა. აღმოსავლური ესთეტიკისა და სილამაზის გამომხატველი დელუქს ბრენდი, იაპონელი ერის სილამაზის საიდუმლოს თავის მოვლის ჯადოსნურ პროდუქტებში მალავს. გამონაკლისი არც Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate-ია, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, ინოვაციური-ანტიგრავიტაციული ტექნოლოგია  და სილამაზის სრულყოფილი ფორმულა ერთიანდება.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top