VINOCLEAN BY CAUDALIE

21.07.2021

გიფიქრიათ, რატომ ვერ მოხვდა მასლოუს პირამიდაზე ჰიგიენა?! დიახ, ასე პირდაპირ – ჰიგიენა და არაფერი სხვა. ადამიანის საჭიროებებში ესთეტიკა და სისუფთავე ხომ ძალიან ადრე გაჩნდა. მაგალითად რომაულ აბანოებსა და ბერძნულ რიტუალებს რომ შევეშვათ, ძველი წელთაღრიცხვით 2800 წლით თარიღდება პირველი საპონი (ან საპნის მსგავსი) ბაბილონიდან. ლოგიკური იქნება მივუბრუნდეთ ჩვენს შეკითხვას და კიდევ ერთხელ შევშფოთდეთ, რომ საჭიროებების პირამიდაზე ასე მნიშვნელოვანი საკითხი წაგვართვეს. 

მიუხედავად ამისა, გაცილებით საინტერესოა რა პოზიციას იკავებს სხეულის, უფრო მეტად კი სახის კანის სისუფთავე ახლა, ჩვენს ყოველდღიურობაში? დილა-საღამოს რუტინა ცხადყოფს, რომ არსებობს ორი საფეხური, რომელსაც ვერაფრით გამოტოვებთ, მაშინაც კი, თუ ძალიან გეჩქარებათ, ბავშვი ბაღშია მისაყვანი, სამსახურში გაგვიანდებათ და გზად საყვარელი ყავის აღებაც უნდა მოასწროთ. არა მეგობრებო, გაწმენდისა და დატენიანების ნაბიჯებს ვერაფრით გამოვტოვებთ, ამიტომ ვიმეორებთ მშვიდად და აუღელვებლად, რომ ეს უნდა მოვასწროთ!

#Caudalie-ს ნარატივი 

ყოველთვის, როცა ვთვლით, რომ უკეთესი შეუძლებელია – Caudalie ანახლებს დიდი ხნის საყვარელ ფორმულებს, ან საერთოდ ახალ გამას გვთავაზობს. ბრენდის ფილოსოფია ფრანგული შარმის შენარჩუნება, ვინოთერაპიული სიკეთეების ათვისება და მუდმივი ინოვაციებია. სწორედ ამ ნარატივით შეიქმნა Vinoclean,  ყველაზე სუფთა კანის საიდუმლო.

გაწმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ეტაპია. გრძნობთ, რომ საკუთარი კანი მადლობას გიხდით, სუფთავდება, თანაბრდება ფერი, ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევი ხდება ფორები. მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისას აუცილებელია შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გამწმენდი საშუალება. კოდალის Vinoclean ხაზის შემქმნელებმა ბევრი იფიქრეს მომხარებლის სურვილებზე და ამ საფეხურს არა ერთი პროდუქტი, არამედ მთლიანი ხაზი მიუძღვნეს. 

ორგანული ყურძნის წყალი, ყურძნის ექსტრაქტი, ვარდის წყალი, გვირილის ექსტრაქტი, ტკბილი ნუში – ეს იმ ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორმულის 97% ქმნის. 

Mixology by Caudalie

ხელები, შეხება, გაღვიძებული სენსორული შეგრძნებები.. კოდალიმ გადაწყვიტა, რომ სპა თერაპიულ გამოცდილებას ყოველდღიურად ვიმსახურებთ და ამისთვის აუცილებელი არ არის ვეწვიოთ სპეციალიზირებულ ცენტრებს. გადაღლილ, რუტინულ ყოფაში ხშირად გვენატრება ადგილები, სადაც არ ვართ.. გრძნობები, რომელსაც ვეღარ განვიცდით.. სიმშვიდე, რომელიც იკარგება.. საკუთარი თავის პოვნა შეიძლება სულ მცირე დეტალებში, გაღვიძებულ შეგრძნებებში შევძლოთ..

სწორედ ამიტომ იქცა გაწმენდის ფაზა ნამდვილ რიტუალად.. დაივიწყეთ მომაბეზრებელი რუტინა და ისიამოვნეთ თითოეული შეხებით საყვარელ პროდუქტთან.. 

Mixology by Caudalie-ის წყალობით თავს ნამდვილ ალქიმიკოსად იგრძნობთ. გარდა იმისა, რომ ქაფისებრი გამწმენდის, ზეთის, რძის გამოყენება დამოუკიდებლად, საკუთარი კანის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ, საშუალება გეძლევათ თავად გახდეთ კოსმეტოლოგი საკუთარ სააბაზანოში და კიდევ უფრო მეტად ისიამოვნოთ პროცესით. 

ქაფისებრი გამწმენდისა და ამავე ხაზის სხვა საშუალებების შერევით იღებთ გაწმენდის ან ნაზი ექსფოლიაციის რიტუალებს. პირობითად, თუ მშრალი კანი გაქვთ და გსურთ არა მხოლოდ გაწმენდა, არამედ მისი დამშვიდება, დატენიანება, სტრუქტურის ვიზუალური გამოსწორება, ხელის გულზე შეურევთ INSTANT FOAMING CLEANSER -სა და Make-up Removing Cleansing Oil-ს, იტყვით რამდენიმე მაგიურ სიტყვას (თუმცა საჭირო არც არის) და ისიამოვნებთ საკუთარი შემოქმედებით. სუფთა, ნაზი, მბზინავი კანის მიღება ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა.

იმ შემთხვვევაში, თუ ეფექტურ, ყველა კანის ტიპთან თავსებად, უალკჰოლო ტონერს ეძებთ,  ამავე ხაზის CDL Vinoclean გამწმენდი ტონერის გამოყენება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროდუქტი რეკომენდებულია დერმატოლოგების და ოფთალმოლოგების მიერ, რაც მის გამოყენებას უსაფრთხოს ხდის თვალის ზონაზეც კი. 

#GreenPlanet

იცოდით, რომ კანის მოვლის ინდუსტრია ყოველწლიურად 120 მილიარდ შეფუთვას აგენერირებს? სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი ვერ გადამუშავდება.. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული კომპანიები ცდილობენ zero waste პოლიტიკის დანერგვას, რაც  გულისხმობს შეფუთვაში მეტალის ჩანაცვლებას და ბიოდეგრადირებად  შეფუთვის.

კოდალი არის ბრენდი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკით, რომლის მიზანიც მუდმივად #კოსმ-ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაა. სწორედ ამიტომ, პლანეტაზე ზრუნვისა და მდგრადობის იდეა გამოხატულია პროდუქციის შექმნის თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტების მოყვანა, მათზე ზრუნვა საკუთარ შატოში თუ #კოსმეთიკური შეფუთვა, ბრენდის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი მკაფიოა: Vinoclean ხაზი იქმნება უფრო მწვანე დედამიწისთვის, ყველა შეფუთვა 100% პასუხობს პლანეტაზე ზრუნვის გამოწვევებს და ბიოდეგრადირებადია, მათ შორის ფამფიც!

თუ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა კოდალის პროდუქციის ცდა, მე გეტყვით, რომ რთულია იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ არ უნდა სცადოთ… ფრანგული, ნატურალური ინგრედიენტებით ფორმულირებული პროდუქცია ადამიანის და ბუნების სიყვარულის იდეალური ნაზავია. აღვიძებს მიძინებულ სენსორულ შეგრძნებებს, გთავაზობთ სპა-თერაპიას საკუთარ სააბაზანოში და ზუსტად იცის, რა სჭირდება თქვენს კანს! 

#სიყვარულით #შექმნილი

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top