„ბოდი შოპი“- ს ვეგანური კონცეფცია

18.11.2021

მიუხედავად იმისა, მივირთმევთ თუ არა ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, ჩვენი მხრიდან, ნებისმიერ სფეროში მიღებული  ვეგანური გადაწყვეტილება პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. დიდი ხანია, რაც ვეგანიზმი გასცდა ნუტრიციონოლოგიურ გადაწყვეტილებას და მთელ აქტივიზმად ჩამოყალიბდა. სწორი არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ ფაქტობრივად ნებისმიერი ინდუსტრიის პროდუქტის შერჩევისას, იქნება ეს  სილამაზის, თავის მოვლისა თუ მოდის სფეროები.

მაგალითად, კანის მოვლის საშუალება, რომელიც წარმოდგენილია ლეიბლით „ვეგანური“ არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ასევე, უმეტესად  წარმოებულია  „ძალადობის გარეშე“ ანუ Cruelty free-ია, აღნიშნულ ფაქტს შეფუთვაზე წარმოდგენილი კურდღლის გამოსახულებაც მოწმობს.

თითქმის ყოველ სტატიაში გვიწევს ერთხელ მაინც გავაჟღეროთ ის, რომ ნახევარი საუკუნის წინ, ერთი პატარა ფილიალით დაწყებული, დღეს უკვე გლობალური ბრენდი – „ბოდი შოპი“ პროგრესულობის და აქტივიზმის ნათელი მაგალითია. პლანეტაზე და ცოცხალ ბუნებაზე ზრუნვის იდეით შეპყრობილებმა ჯერ მთელი წარმოება ძალადობისგან გაათავისუფლეს, შემდეგ კი საკუთარი პროდუქტი გამოითხოვეს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოველებზე ტესტირების მოთხოვნით ხელმძღვანელობენ. მაშინ, როდესაც არჩევანი წმინდა ბიზნეს-გადაწყვეტილებებსა და პლანეტაზე ზრუნვას შორის უნდა გაკეთდეს, „ბოდი შოპი“  ამ უკანასკნელს ირჩევს. ბუნებრივია, რომ ბრენდისთვის განსაკუთრებულ ინტერესის საგანს ვეგანური პროდუქტების წარმოება და არჩევნის მაქსიმალური გაფართოება წარმოადგენს.  ეს ერთი შეხედვით რთული გზა თითქმის უკვე გავლილია. დღეს „ბოდი შოპი“-ს თმის და სხეულის მოვლის, ასევე დეკორატიული პროდუქციის ნახევარზე მეტი ვეგანური ფორმულითაა წარმოდგენილი.

რა მოიაზრება ცხოველურ ინგრედიენტებში?

ეს შეიძლება იყოს, როგორც თავად ცოცხალი არსების ქონი, ცხიმი, ძვლის ფქვილი, ასევე მის მიერ წარმოებული პროდუქტი, მაგალითად:

ლანოლინი – ერთ-ერთი გავრცელებული კანის მოვლის ინგრედიენტია. მიიღება ცხიმოვანი ნივთიერებიდან, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ცხვრის მატყლში და ჩვეულებრივ გამოიყენება მისი შესანიშნავი დამატენიანებელი და სამკურნალო თვისებების გამო.

კარმინი – ასევე ცნობილი როგორც კოჩინის ექსტრაქტი ან წითელი 4, ეს არის წითელი პიგმენტი, რომელიც ამოღებულია კოჩინის ხოჭოს მზეზე გაშრობის, დაფქვის და კარმინის მჟავასთან შერევის შემდგომ.

თაფლი – ამ თემის გარშემო კამათი არ წყდება, თუმცა მკაცრი ვეგანები თაფლს არ იღებენ და შესაბამისად არც მის შემცველ თავის მოვლის საშუალებებს ირჩევენ. შეგახსენებთ, რომ თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი, ანტი-ასაკობრივი მოქმედების ბუნებრივი ინგრედიენტია.

საპირწონედ, ვეგანურ ფორმულებში ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტების ბუნებრივი ალტერნატივებია წარმოდგენილი. მიჩნეულია, რომ ჩვენი კანის საკვებად თუ იმავე პროდუქტს გამოვიყენებთ, რომელსაც თავად მივირთმევთ, მოსალოდნელი შედეგების შესახებ მეტ-ნაკლებად უფრო გათვიცნობიერებულები ვიქნებით. მაგალითად, უფროსი თაობის წარმომადგენლები მუდმივად გვახსენებენ, რომ მათი „პაჩები“ თვალზე დალაგებული კიტრის ნაჭრები, ხოლო ანტი-ასაკობრივი საშუალება – კარტოფილის სახამებლის ნიღაბი იყო. მოკლედ, თუ ბებიის რჩევებს მივყვებით, მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ისევ იმ ცოცხალ ბუნებაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ისედაც წარმოადგენს ჩვენს ძირითად საცხოვრებელ გარემოს. ამაზე კამათი შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ ვეგანური პროდუქტები არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, პარფიუმს, ანუ იმ ძირითად ინგრედიენტებს, რომლებიც ქიმიურ ალერგენებად ითვლება.

რას ირჩევთ, როცა ვეგანურ გადაწყვეტილებას იღებთ კანის მოვლისას?

  • მეტად ნატურალურ ან/და ორგანულ ფორმულას
  • პროდუქციას, რომელიც არ არის ტესტირებული ცხოველებზე
  • პროდუქციას, რომლის კომპონენტების მოპოვების ან/და შექმნისასაც ძალადობა არ მომხდარა ცოცხალ არსებებზე
  • ბუნებაზე ზრუნვას
  • სავარაუდოდ (საჭიროებს გადამოწმებას) ბიოდეგრადირებად შეფუთვას

იმის აღსანიშნავად, რომ The body shop-ის პოლიტიკა არა ირიბად, არამედ პირდაპირ ატარებს ვეგანურ, ცოცხალ არსებებზე ზრუნვის ეთიკურ კონცეფციას, შეგვიძლია რამდენიმე ფაქტი მოვიშველიოთ:

კომპანია ახორციელებს მწვანე ინიციატივებს, ზრუნავს საკუთარი „წყლის ნაკვალევის“ დაბალ მაჩვენებელზე, ეკოტოქსიკურობის შემცირებასა და მეტად ბიოდეგრადირებად შეფუთვებზე. სწორედ ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, The Body Shop არის სერტიფიცირებული B კორპორაცია, რაც გულისხმობს სრულ შესაბამისობას სოციალური და გარემოსდაცვითი მუშაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებთან.

წლების წინ, როდესაც The Body Shop-მა პირველი ფილიალი გახსნა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების  მიიღება დაიწყო, გაცილებით დიდი მოძრაობის – დადებითი აქტივიზმის სათავე გახდა. დღეს, ჩვენს მიერ მიღებული თითოეული ვეგანური თუ პლანეტაზე ზრუნვის გადაწყვეტილება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და საბოლოოდ მწვანე ინიციატივებად კონვერტირდება.

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap