ახალი ცქრიალა ღვინის დღესასწაული
26.12.2022
მე-18 საუკუნეში შექმნილი სასმელი – ცქრიალა ღვინო, რომელიც უნიკალური და დასამახსოვრებელია თავისი გემოვნური თვისებებით უკვე ორ საუკუნეზე მეტია საახალწლო სუფრის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. მის გემოვნურ თვისებებს განსაზღვრავს ნიადაგი, უნიკალური ჯიში, ყურძნის დაკრეფის და დაწურვის სწორი მეთოდი, კუპაჟირება, ბოთლებში ჩამოსხმა და სხვა უამრავი ტექნოლოგიური დეტალი, რომელიც ცქრიალა ღვინის თითოეულ ბოთლს განსაკუთრებულს ხდის.
ამ ეპოქიდან, 1891 წლიდან იწყება „ვაზისუბნის მამულის” ისტორიაც. მე-19 საუკუნის მიწურულს, საქართველოში სახელგანთქმულმა თავადმა, მეღვინეობის დარგში ინოვატორმა სულხან ჭავჭავაძემ კახეთში იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა. მან ვაზისუბნის მამული საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრად გადააქცია და მისი განვითარებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. დროსთან ერთად ეს ადგილი მუდმივად იცვლიდა იერსახესა და დანიშნულებას.
2013 წლიდან მამულმა თავისი პირვანდელი ფორმა და ფუნქცია აღიდგინა. ტრადიციისა და ინოვაციის საუკეთესო შერწყმით, ვაზისუბნის მამული დღესაც აგრძელებს საუკუნოვან ისტორიას. ქართული ღვინის გამორჩეული ასორტიმენტი, სასახლე, ტრადიციული მარანი, ასწლოვანი ბაღი, რესტორანი და სასტუმრო, სტუმრებს უნიკალურ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.
„ვაზისუბნის მამული“ საახალწლოდ ქართველ მომხმარებელს ახალ ცქრიალა ღვინოს სთავაზობს. პრემიუმ ხარისხის, ნახევრად მშრალი ცქრიალა ღვინო დამზადებულია ციცქას ჯიშის ყურძნისაგან, რომლის ელეგანტური ხილის არომატი დელიკატურად ერწყმის ნაღების ტონებს; როცა ცოცხალი ბუშტები ჭიქაში დასხმისთანავე, მოძრაობას იწყებენ, სწორედ ეს არის ხარისხიანი, ცქრიალა ღვინის ერთ-ერთი ინდიკატორი. ფსკერიდან, მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ, ზევით მიმართულ შუშხუნა ბუშტების ჯაჭვს, პოზიტიური განწყობის შექმნა შეუძლია.
„ვაზისუბნის მამული“ აგრძელებს, მე-19 საუკუნეში დაწყებულ ორსაუკუნოვან ტრადიციას და ახალ 2023 წელს, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ახალ, ლიმიტირებულ ცქრიალა ღვინოს გვთავაზობს.