ვაძლიერებთ იმუნურ სისტემას

30.09.2023

ჩვენი დაკვირვებით, კითხვაზე „რასთან ასოცირდება შემოდგომის მოსვლა შენთვის“, რამდენიმე ტიპის პასუხი ჭარბობს: ზაფხულის დასასრული, ყვითელი ფოთლები, ან საერთოდაც ფოთოლცვენა, გოგრის სურნელი და თბილი ჩაის არომატი, მმ.. სკოლის, ბაღის, უნივერსიტეტის, ახალი სამსახურის და სხვა სიახლეების დასაწყისი.. გაციება, სისუსტე, გრიპი? „მატყუარა ამინდია“ .. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით განსაკუთრებით სასარგებლო ვიყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჭრილში და #ამარტაგირჩევთ საკვებ დანამატებს, რომელთა მიღებაც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

და საერთოდ, რა არის იმუნიტეტი?

თუ ლათინურიდან პირდაპირ ვთარგმნით „იმმუნის“ თავისუფალს, ან ხელშეუხებელს ნიშნავს, რაც გასაკვირი სულაც არ არის. იმუნური სისტემა საკმაოდ რთული, მრავალსტრუქტურიანი ქსოვილების, ორგანოების, უჯრედების და ცილების ერთობლიობაა, რომელთა საბოლოო მიზანი ორგანიზმის დაცვაა სხვადასხვა ბაქტერიების, ვირუსებისა და უცხო ელემენტების მიმართ.

როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია?

ეს ალბათ მთავარი შეკითხვაა, რომელზეც ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. კომპლექსურ სისტემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილის მოწესრიგებული რეჟიმი, სასარგებლო პროდუქტების მდიდარი რაციონი, ფიზიკური აქტივობა და საკვები დანამატები დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში.

რატომ საკვები დანამატები? ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნაწილს ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რაც ასუსტებს მას და არღვევს რიგ ფუნქციებს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მინერალებისა თუ ვიტამინების გარეგანი მიღება ხდება, რაც საკვებ რაციონთან ერთად, დანამატებსაც გულისხმობს.

VITAMIN D3

გსმენიათ ე.წ მზის ვიტამინის, ანუ D3-ის შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღების წყაროები საკმაოდ ბევრია, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1 მილიარდი D ვიტამინის დეფიციტს განიცდის. ისეირნეთ ყოველ დღე 20 წუთის მანძილზე, მზის თუნდაც არაპირდაპირი სხივები მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენი ორგანიზმის მიერ D ვიტამინის სინთეზის პროცესში. ეცადეთ რაციონი რძის პროდუქტებითა და ცხიმიანი თევზით გაიმდიდროთ. ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების ზედმიწევნით დაცვის გარდა სასურველია საპროფილაქტიკო კურსის ჩატარება, რისთვისაც რეკომენდაციას ამერიკული წარმოების პიურის საკვებ დანამატებს გირჩევთ. არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს და რაც მთავარია, დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან.

ZINC

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუთია ის მეტალოფერმენტია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება, თუმცა მას ის არ გამოიმუშავებს, ამიტომ ორალურად მიღება მნიშვნელოვნად ამარტივებს საქმეს. თუთიის ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და სხვა სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი, ის მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში. ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში, გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას. 𝐀𝐌𝐕𝐈𝐋𝐀𝐁 – ნატურალური საკვები დანამატების მწარმოებელი ლიდერი ამერიკული კომპანიაა, მისი თუთიის საკვები დანამატები აერთიანებს ყველა სასარგებლო თვისებას, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.

DOPPELHERZ AKTIV

Doppelherz Aktiv – დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი, შუშხუნა ტაბლეტები ლიმონის არომატითაა წარმოდგენილი. C, D, B12 ვიტამინების, სელენისა და თუთიის კომპლექსით უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თავისუფალი რადიკალები“ იწვევს. ეს აგრესიული, უჯრედების დამაზიანებელი ნივთიერებები,  ჩვენს ორგანიზმში ისეთი წყაროებიდან ხვდება, როგორიცაა მანქანის გამონაბოლქვი, დამაბინძურებლები ან სიგარეტის კვამლი. შესაბამისად, აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემა, რომელიც შეაჩერებს მათ მავნე მოქმედებას. ამავდროულად, გერმანული წარმოების დოპელჰერ აქტივის ფლუ სტოპის ყოველდღიური მიღება ზრდის ორგანიზმის შეუვალობას გაციებისა თუ ვირუსული დაავადებების მიმართ.

SOLGAR ESTER-C

თუმცა თუ იმუნიტეტის გაძლიერებაზე გვსურს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, სოლგარის სპექტრში სპეციალიზირებულ დანამატზე ESTER C-ზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.  ჩეულებრივი ასკორბინის მჟავისგან განსხვავებით Ester C გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობითა და უფრო ხანგრძლივი მოქმედებით. ის სწრაფად აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის ბალანსს. იმუნო კომპლექსის აქტიურ ნივთიერებებში D3, A, B5, B6 და სხვა უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს ვხვდებით, რის გამოც მისი მიღების ჩვენება შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, სტრესი, მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი, დაღლილობა, სისუსტე და რა თქმა უნდა – იმუნიტეტის დაქვეითება.

PILEJE PHYTOSTANDARD

ფიტო ექსტრაქტების მოყვარულთათვის კვიპაროსისა და ექინაცეას სინერგიით შექმნილი ფორმულაა საუკეთესო გამოსავალი. ანტივირუსული იმუნოსტიმულატორი რეკომენდებულია როგორც გაციების პრევენციისთვის, ასევე გრიპისმაგვარი დაავადებების პირველივე ნიშნებიდან. რაც მთავარია, კვიპაროსის გირჩი დიდი რაოდენობით ჰიდროეთანოლის ექსტრაქტს შეიცავს და პირდაპირ მოქმედებს ვირუსებზე, ხელს უშლის მათ უჯრედებში შეჭრას და გამრავლებას, ხოლო ექინაცეას ფესვების ექსტრაქტი აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს, ადვილად გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციებს გაციებისა და გრიპის დროს და ხელს უშლის განმეორებითი ინფექციების განვითარებას. ფრანგული ბრენდი პილეჟე ექსპერტია მიკრობიოტის დარგში.

მოძველებულია წარმოდგენა, რომ ყველა საკვები დანამატის მიღების წინ ექიმთან კონსულტაციის გავლაა საჭირო. თუ ორსულობა, ლაქტაცია ან ჯანმრთელობის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება არ არის გამოხატული, მულტივიტამინების საპროფილაქტიკო კურსი როგორც წესი სრულიად უსაფრთხოა. თუმცა, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი პარამეტრების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია არ მიგიღიათ, კონკრეტული დანამატების მიღებამდე ანალიზების ჩაბარება და თერაპევტთან გასაუბრებაა საჭირო. #იზრუნეთჯანმრთელობაზე.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top