გამორჩეულად გემრიელი და ნატურალური ყავა

FILICORI ZECCHINI საქართველოშია

07.12.2021

ის, რომ გემრიელი ყავის წარმოება ხელოვნებაა, ცნობილი იტალიური ყავის მწარმოებელი კომპანია FILICORI ZECCHINI საუკუნეზე მეტია ამტკიცებს. 1919 წლიდან, ის ხარისხიანი ყავის, ბოლონიური ისტორიის, დიდი გამოცდილებისა და ოჯახური ტრადიციების ნაზავის სიმბოლოდ იქცა. პირველი მსოფლიო ომი, ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ალდო ფილიკორიმ (Aldo Filicori) და ლუიჯი ძეკინიმ (Luigi Zecchini) იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ახალი კომერციული საქმიანობის წამოწყება დააპირეს, რომელიც მათი ზედამხედველობის ქვეშ, ყავის წარმოების მთელ ქსელს მოიცავდა.

კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია. მალევე, Filicori Zecchini-ს ყავის ფინჯანის გარშემო ღირებულებათა რეალური სამყარო აშენდა, რომელიც უტყუარი პროდუქტის მისაღებად, დღემდე აერთიანებს ტრადიციულ მიდგომებსა და ტექნოლოგიური ინოვაციებისადმი ლტოლვას. სწორედ ამიტომ ჰგავს Filicori Zecchini-ს ყავის დაგემოვნება უნიკალურ მოგზაურობას სივრცესა და დროში, ის ხომ საუკუნოვან ისტორიაზე გვიამბობს…

ბოლონიიდან დაწყებული ეს უსასრულო მოგზაურობა უკვე 43 ქვეყანას ითვლის. საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ახლად მოხალული ყავის განსაკუთრებული არომატი ბოლონიის ქუჩებში დატრიალდა და უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური Filicori Zecchini-ს ყავა მსოფლიოს მოედო. თუმცა ერთ პატარა ყავის მაღაზიაში დაწყებული საქმის წარმატების დასტურად, ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ თავის დროზე მისი გემოთი სავოიას სამეფო ოჯახიც კი მოინუსხა და მისი სტაბილური მომხმარებელი გახდა.

ყავის გემოს ერთ მესამედს ქმნის მწვანე მარცვლის წარმომავლობა/ჯიში, დარჩენილი ორი მესამედი კი დამოკიდებულია მის მოხალვასა და მოდუღებაზე. ამბობენ, რომ საუკეთესო ყავა იწარმოება სწორედ იქ, სადაც ის არ მოდის. Filicori Zecchini-ს მწვანე ყავის სწორად შერჩეული და ხარისხზე მომუშავე მომწოდებლები ყავდა; თუმცა, მეორე მსოფლიო ომმა რთული პერიოდი მოიტანა – ძვირფასი ყავის მარცვლების შოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა, მაგრამ ამან არ შეაჩერა ბოლონიელი ოჯახების გადაწყვეტილება, რომლებიც ისტორიულ ყავის მაღაზიაში მუშაობას არ წყვეტდნენ.

მალე მშვიდობის მოსვლასთან ერთად, ყავა ეკონომიკის აღორძინების და მომავლის იმედის სიმბოლოდ იქცა. ჯოვანი ფილიკორიმ (Giovanni Filicori), რომელმაც 1964 წლიდან კომპანიის სადავეები ხელში აიღო, ალდოსა და ლუიჯის ოცნებებს ფრთები შეასხა. ბიზნესისადმი ეს მტკიცე ვალდებულება განახლდეს და აღორძინდეს კომპანია, დამფუძნებლების ერთგული შთამომავლების კოსტანცა ფილიკორის (Costanza Filicori), ლუკა ფილიკორისა (Luca Filicori) და ლუიჯი ძეკინი უმცროსის (Luigi Zecchini Jr.) იდეებისა და საერთო ხედვის წყალობით გრძელდება.

Filicori Zecchini საქართველოშიც ჩამოვიდა. სასიხარულოა, რომ მისი უნიკალური არომატის დაგემოვნება ქართველებსაც ხვდა წილად – ყავის, რომლის განსხვავებული გემო და მახასიათებლები საუკუნეს ითვლის.

საქართველოში, Filicori Zecchini-ს ქართულ ბაზარზე ახლად შემოსული ოჯახური კომპანია შპს „ტიტა“ წარმოადგენს. მიზანი ერთია – ქართველ მომხმარებლებს გააცნოს ამ ყავის ხავერდოვანი, ბალანსირებული და მდიდარი გემოები. ჯერჯერობით ეს სიამოვნება მხოლოდ თბილისელებს ერგოთ, თუმცა მალე ის საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

სინამდვილეში, ამბავი და ოცნება, რა თქმა უნდა, აქ არ მთავრდება. მაშინაც კი, როცა ამას კითხულობთ, ახალი იდეები ყალიბდება და ახალი პროექტები ცოცხლდება, რომლებიც დაფუძნებულია მუდმივ რწმენაზე, რომ ტრადიციისადმი გატაცება და ტექნოლოგიური ინოვაციები სრულყოფილად ავსებენ ერთმანეთს.

Tita.ge

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top