15.12.2024
გავეცანით ამინდის პროგნოზს, ჩავიცვით ყველაზე თბილი ტანისამოსი, კიდევ უფრო თბილი აქსესუარებით მოვიკაზმეთ და გონებაში სტატიის სათაურიც გადაწყდა. წელს მართლა უჩვეულოდ ცივი ზამთარია, რამდენი წელია რაც დეკემბერში მინუსი და თოვლი არ გვინახავს, რაც კიდევ უფრო მეტ სიახლეს ითხოვს ყოველდღიურ რუტინაში.
სუსხი მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, შედარებით ნაცრისფერი დღეებისას თითქოს თავის მოვლაც პრიორიტეტების რიგში შედარებით უკან გადადის; სახლში დაბრუნებულს გინდა, რაც შეიძლება სწრაფად მოიმზადო ჩაი, კომფორტულად მოკალათდე და საყვარელი სერიალის ყურება დაიწყო. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე სიახლეზე მოგიყვებით, რომელმაც შესაძლოა თქვენი ინტერესიც დაიმსახუროს და რუტინა გაგიხალისოთ.
Missha. კუშონი Glow Lay N23 0089
კორეელებმა ტრადიციული ტონალურისა და BB კრემის ჰიბრიდული ფორმულა – კომპაქტური კუშონი შექმნეს. პროდუქტი დამატენიანებელი მოქმედებისაა, ანიჭებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას და რაც არ უნდა უცნაური იყოს, იდეალურად მაღალი დაფარვით გამოირჩევა. Missha-ს გლოუ კუშონი არ ახშობს ფორებს, ათანაბრებს კანის ფერს და ბონუსად ძალიან კომფორტულია ყოველდღიური მოხმარებისას. თუ დილით განსაკუთრებული მაკიაჟისთვის ენთუზიაზმი ან დრო არ გყოფნით, Missha-ს კუშონისა და თვალის სტიკის კომბინაციით იდეალურ ყოველდღიურ, მსუბუქ მაკიაჟს შექმნით. თვალის ჩრდილები როგორც მატ, ასევე მბზინავ ტონებშია წარმოდგენილი და ქუთუთოზე ადვილად ნაწილდება.
ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო რომ კანია, მარტივი ჭეშმარიტებაა. ასევე ცნობილია, რომ გამორჩეულად თხელი კანით დაფარული – ტუჩის ზონაა. საქმეს კიდევ უფრო ართულებს მისი მუდმივი შეხება ლორწოვანთან, აორთქლება, გამოშრომა, დახეთქვა და უარეს შემთხვევაში — სისხლდენაც კი. ფრანგული ბრენდის SVR-ის პროდუქტებს შორის გამორჩეულ ადგილს ტუჩის ბალზამი იკავებს, რომელსაც ორმაგი მოქმედება აქვს. ფორმულა გამდიდრებულია ომეგა 3-6-9-ით და ვიტამინი E-თი, ეს იმას იშნავს, რომ პროდუქტი ერთის მხრივ აღადგენს დახეთქილ კანს, მეორეს მხრივ კი, ატენიანებს მას და იცავს გარე ფაქტორებისგან, მათ შორის: სიცივის, სითბოს, გამომშრალი ჰაერის, ქარისა თუ სხვა გამაღიზიანებლებისგან. ეს დაცვა 8 საათის მანძილზეა აქტიური.
ზამთარში თავს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს, დაბალი ტემპერატურისას ჩვენი კანი ტენიანობას ნაკლებად ინარჩუნებს, მითუმეტეს რთულდება ეს პროცესი გამათბობლების ფონზე. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- მიიღოთ სითხის დღიური ნორმა
- გაამდიდროთ რაციონი ჯანსაღი ცხიმებით
- მოერიდოთ კოფეინსა და ალკოჰოლს
- შეიმუშაოთ კანის მოვლის ახალი რუტინა, ან გაამდიდროთ ძველი
- მოერიდეთ ალკოჰოლის შემცველ საშუალებებს
- მიუხედავად ცდუნებისა, ნუ იბანავებთ ძალიან ცხელ წყალში
- გაზარდეთ ექსფოლიაცია, რადგან სიმშრალე მკვდარი უჯრედებისთვის იდეალური პირობაა
- მოერიდეთ პარაბენებს
SVR-ის TOPIALYSE კრემი მულტიფუნქციურია, გამოიყენება როგორც სახეზე, ასევე ტანზე და აძლიერებს კანის დამცველობით ბარიერს. ადვილად ნაწილდება, არ არის წებოვანი და სხეულის დატენიანებას 48 საათით უზრუნველყოფს. მისი ეკონომიურობა განპირორებულია იმითაც, რომ ოჯახის ყველა წევრს შეუძლია გამოიყენოს (ჩვილიდან-დიდამდე). ფორმულა გაჯერებულია დამატენიანებელი ინგრედიენტებით და მომენტალურად ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. მისი ულტრა დნობადი, უცხიმო და არაწებოვანი ტექსტურა შრება მომენტალურად. ახალი, კიდევ უფრო სუფთა ფორმულა 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებითაა გამდიდრებული, მაგალითად: შის კარაქით, ბაბასუს კარაქით და მცენარეული ზეთებით.
იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა კიდევ უფრო ინტენსიურია, საჭიროა შარდოვანას ჩართვაც, რისთვისაც SVR-ის XERIAL ურეა რძე. პროდუქტი სუფთა სახის ურეას შეიცავს 10%-ით, პანთენოლთან კომბინაციით ამშვიდებს კანს, პირველივე გამოყენებისას თრგუნავს ქავილის შეგრძნებას. რძე ადვილად დაიტანება და ნაწილდება სხეულზე, აქვს მსუბუქი სტრუქტურა და გლუვი ფინიში.
ამ მართლაც უჩვეულო ზამთარს, საკუთარი რუტინის გახალისების თუ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენის მიზნით, PSP-ს სააფთიაქო ქსელს შეგიძლიათ ეწვიოთ, თუმცა თუ სუსხიან ამინდში ონლაინ შოპინგი გირჩევნიათ, PSP.GE-ზე როგორც ზემოთ ჩამოთვლით, ასევე თქვენთვის სასურველ სხვა პროდუქტებსაც აღმოაჩენთ.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი