27.02.2023

წარმოიდგინეთ დამღლელი დღის ბოლოს სარკის წინ მაკიაჟის მოსაშორებლად ემზადებით და გეღიმებათ, რადგან ხელში თქვენი  საყვარელი ღამის ნიღაბი გიჭირავთ, რომელსაც პანდას ფორმა აქვს, ტუჩზე ბანანის ფორმის ბალმი უნდა გადაისვათ და მაქსიმალური ეფექტისთვის კურდღლის ვიზუალის ტუბიდან მისტი დაამატოთ. სწორად მიხვდით, ეს სამხრეთ კორეული საკულტო ბრენდი -TonyMoly-ია, რომელიც ყოველდღიურობის გახალისების დაპირებით შეიქმნა და 2006 წლიდან დღემდე არ ღალატობს საკუთარ პოლიტიკას.

TonyMoly “putting style into packaging”-ს ანუ ორიგინალური სტილის შეფუთვას ნიშნავს და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში იყიდება, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. თვეებია, რაც ბრენდი პსპ-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე გამოჩნდა და ფაიფურის კანის მოყვარულების უპირობო სიყვარული დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ კორეული ლავმარქი აქცენტს დიზაინზე ამახვილებს, არანაკლებ საინტერესო მისი ორგანული, სუფთა და ეფექტური ფორმულებია, რომელთა უმეტესობაც დაპატენტებულია და გამოყენებიდან რამდენიმე კვირაში იძლევა შესამჩნევ შედეგს. საინტერესო ფაქტია, რომ კომპანია PETA-ს მიერ არის სერტიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროდუქცია ძალადობისგან თავისუფალი „Cruelty Free”-ია და არ იტესტეტება ცხოველებზე, რაც მის პოლიტიკას კიდევ უფრო ეთიკურს ხდის.

#ამარტაგირჩევთ TonyMoly-ს პროდუქტებს, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

I Am Sheet Mask

საკულტო პროდუქტი, რომელმაც ტონიმოლის აღიარება მოუტანა – ნაჭრის ნიღბებია. ინგრედიენტი თავად გეცნობა და გეუბნება „გამარჯობა, მე თაფლი, თიხა, კიტრი, ქოქოსი, ყავა ან სხვა გემრიელი პროდუქტი ვარ და შენი კანისთვის ამა თუ იმ სიკეთის მოტანა შემიძლია“. განსხვავებით ანალოგებისგან, ნიღაბი სამშრიანია, რაც ესენციით კიდევ უფრო გაჯერებულს ხდის. აქვე, შეგახსენებთ მის სწორად გამოყენების წესს: ნაჭრის ნიღაბი არაჩამოსაბან პროდუქტებს მიეკუთვნება, ამიტომ ის უკვე გასუფთავებულ, დატენიანების ფაზისთვის მზადყოფნაში არსებულ კანზე უნდა მოვირგოთ. კარგად დავიფიქსიროთ მისი თითოეული მხარე, რადგან მთავარი უპირატესობა კანის მჭიდრო დაფარვაა, რის გამოც ნაკლებია პროდუქტის აორთქლების პროცენტულობა და შრატი ჯეროვნად შეიწოვება კანის ზედა ფენებში. დაახლოებით 20 წუთში ნიღბის მოხსნა და ჯეროვანი მასაჟია საჭირო, რასაც დამატენიანებლის წასმა მოყვება. ტონიმოლის ნიღბები დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, გამომაფხიზლებელი, ფერის გამათანაბრებელი, შეშუპების მომხსნელი და ელასტიურობის აღმდგენი დანიშნულებისაა. ასე რომ, შეარჩიეთ ის თქვენი საჭიროების მიხედვით.

კვერცხის ფორმის ბალმი

მაკიაჟისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბაზა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწორედ ამიტომ, ტონიმოლის კვერცხის ფორმის ბალმი შეუცვლელია მათთვის, ვისაც გლუვი, აბრეშუმისებრი ეფექტის მიღება სურს. დღის დამატენიანებელი საცხის ფუნქციის მქონე პრაიმერი თვალით ნაკლებად შესამჩნევს ხდის ფორებს და ათანაბრებს კანის სრუქტურას, მის ინგრედიენტებში შემავალი კვერცხის ცილა, მცენარეულ კომპლექსთან ერთად არეგულირებს ცხიმიანობას მთელი დღის მანძილზე.

Chok გამწმენდი ქაფი

გლობალური გაყიდვების ლიდერი ჩოკ ხაზია, რომელიც 100% სუფთა მწვანე ჩაის ექსტრაქტს შეიცავს. ცნობილია, რომ აზიურ მედიცინაში, შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოში, მწვანე ჩაის სამკურნალო, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული დანიშნულებით იყენებდნენ. ტონიმოლის ჩოკ გამწმენდი აშორებს კანს ჭუჭყსა და მკვდარ უჯრედებს, ასევე ზედმეტ ცხიმს, რომელიც დღის მანძილზე გამოიყოფა და ხშირად გამონაყარის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია. სუფთა, ფერმენტირებული ჩაის ექსტრაქტი მშრალ, მგრძნობიარე და გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს და ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო გადაწყვეტას სთავაზობს. სწორედ ამიტომ, პროდუქტი გამოიყენება როგორც აკნესკენ მიდრეკილ, ასევე როზაცეისა თუ დერმატიტის მქონე მომხარებლების მიერ.

Panda ღამის ნიღაბი

წარმოიდგინეთ, თქვენ გძინავთ, თუმცა პროდუქტი აქტიურად მუშაობს, რომ მომავალი დღე ყველაზე მბზინავი კანით დაიწყოთ. სწორედ ამ იდეითაა შთაგონებული Panda ღამის ნიღაბი, რომელიც ერთ ღამეში იძლევა სასიამოვნო და შესამჩნევ შედეგს. პროდუქტი შეიცავს ნიაცინამიდს, ლავანდის, როზმარინის, ბამბუკის ყლორტების და კენკრის ექსტრაქტებს, რის გამოც კანი გაბრწყინებული, განათებული, გამკვრივებული და დატენიანებულია. ნიღაბს აქვს მსუბუქი ტექსტურა და სწრაფად შეიწოვება.  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ყველანაირ გაღიზიანებას. ათანაბრებს კანის ტონს და აფერმკრთალებს პიგმენტურ ლაქებს. 

Panda ღამის ნიღაბი

ზაფხულსა თუ ზამთარში ტუჩის დატენიანება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან ლორწოვან გარსთან ახლოს არსებული ზედაპირი თხელი კანით არის დაფარული და ადვილად შრება. ტონიმოლის ტუჩის ბალმი მყისიერად ატენიანებს მას, რადგან ბანანის ექსტრაქტსა და ქოქოსის ცხიმს შეიცავს, აქვს სასიამოვნო სუნი და კომპაქტური, მოსახერხებელი შეფუთვა, რის გამოც სახალისო სატარებელია.

თუ ათობით ერთნაირი შეფუთვის მქონე პროდუქტების გამოყენება მოგბეზრდათ და სიახლეს ეძებთ. ტონიმოლი თქვენს გულს ადვილად მოიგებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ერთი შეხედვით საყვარელი, სახალისო და ორიგინალური დიზაინების უკან, კორეული ბაზრის ნამდვილი ლიდერი, მსოფლიოს რჩეული, ეფექტური ფორმულებია.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top