რჩევები, SPF-ის სწორად შერჩევისთვის

SVR

29.04.2022

მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან დერმატოლოგს თუ ჰკითხავთ, რა წარმატებას მიაღწია მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაში, აუცილებლად გიპასუხებთ – ფოტოდაბერების მნიშვნელობის გაზრდას. ასევე, მთელი ენთუზიაზმით მოგიყვებათ ულტრაიისფერი სხივების მავნებლობის შესახებ და გაგიზიარებთ რჩევებს SPF-ის სწორად შერჩევისთვის. საკითხი ნამდვილად აქტუალურია და რადგან ჰაერში უკვე ზაფხულის სურნელი ტრიალებს #ამარტაგირჩევთ თვალი ადევნოთ სტატიების სერიას, რომელიც მზისგან დაცვას ეხება.

SPF-ის შერჩევისას, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: 

1. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტი რუტინას უმნიშვნელოვანეს საფეხურს განეკუთვნება, ის უნდა  შევარჩიოთ ჩვენი კანის ტიპის მიხედვით.

 2. იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული ჩვენება არ არსებობს, არ გაწუხებთ ჰიპერპიგმენტაციის პრობლემა ან არ მკურნალობთ კონკრეტულ დაავადებას, ყოველდღიური დაცვისთვის SPF 30 სრულიად საკმარისია.

3. მზის აბაზანების ჭარბი მიღებისას, მაგალითად ზღვის სანაპიროზე ან მოლივლივე აუზთან, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი დაცვაა საჭირო. 

4. გააკეთეთ არჩევანი მინერალურ, ქიმიურ და შერეულ დამცავებს შორის. მინერალური შემადგენლობის SPF-ის გამორჩევა გარდა შემადგენლობისა, შეფერილობითაცაა შესაძლებელი. ის ქმნის ერთგვარ დამცავ ფენას კანზე, რისი წყალობითაც აირეკლავს ულტრაიისფერი სხივების ჭარბ რაოდენობას; სწორედ ამიტომ, ის ათეთრებს კანის ზედაპირს და ნაკლებად შეიწოვება.

ქიმიური შემადგენლობის მზისგან დამცავი, მგრძნობიარე კანის მქონე მომხარებელს ნაკლებად გამოადგება. ის იდეალურად შეიწოვება კანში, არ ტოვებს კვალს და არაჩვეულებრივ ბაზას ქმნის მაკიაჟისთვისაც.

5. დარწმუნდით რომ საცხი გიცავთ, როგორც ა, ასევე ბ ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან. ამაზე წარწერა UVA/UVB მოწმობს. ამ სხივებს ერთმანეთისგან სიგრძით განასხვავებენ, შესაბამისად იმ დაზიანების ხარისხითაც, რომელსაც კანს აყენებენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქროსფერი რუჯის მიღებას SPF ხელს არ უშლის. თუ დღის რეკომენდებულ პერიოდში, დოზირებულად მივიღებთ მზის აბაზანებს და პერიოდულად განვიახლებთ დამცავ საშუალებას, აუზსა თუ სანაპიროს ჯანსაღი, უსაფრთხო ნამზეურით დავტოვებთ. 

უკვე შეგვექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რას ვეძებთ, ახლა კი დროა დავფიქრდეთ – სად ვიპოვოთ. უსაფრთხო არჩევანი ფრანგულ ფარმაციაშია. SVR დერმატო-კოსმეტოლოგიური ბრენდი აღნიშნული მიმართულებით არა ერთ პროდუქტს, არამედ მთელ გამას გვთავაზობს.

SVR. Sun Secure SPF 50+

ინოვაციური პროდუქტი UVA+UVB+ ლურჯი გამოსხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს და განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის, მათ შორის  პატარებისთვის ჩვილობის ასაკიდან. საცხი რეკომენდებულია ჰიპერსენსიტიური, ანუ განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვისაც კი. Sun secure patent – ასე ჟღერს დაპატენტებული ფორმულის სახელი, რომელზეც ლაბორატორია SVR-ის მკვლევარები წლების მანძილზე მუშაობდნენ. მათი მთავარი მიზანი იყო მიეღოთ მზისგან დამცავი ეფექტური  საშუალება, რომელიც წყალქვეშა სამყაროს „მარგალიტებით“ იქნებოდა მდიდარი. კონკრეტულად ამ საცხის თავისებურებას წარმოადგენს დერმატოლოგიური საზომით მაღალი დაცვა, ინტეგრირებული დაპატენტებულ ფილტრთან. პროდუქტი არ ტოვებს თეთრ კვალს და წებოვნებას, აქვს საკმაოდ მსუბუქი, აბრეშუმისებრი ტექსტურა და სასიამოვნო ე.წ  ზაფხულის სურნელი. რა თქმა უნდა, ის ოფლის, წყლის და ჩამორეცხვის გამძლეა. შეფუთვა ასევე ითვალისწინებს ეთიკურ მიდგომას გარემოსადმი და სრულად ბიოდეგრადირებადია. 

SVR. Sun Secure SPF50+ Extreme Multi-Resistant Cream

განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის მულტი-რეზისტენტული პროდუქტია ფორმულირებული, რომელიც მიზნად ისახავს დაცვას ყველა ტიპის სხივებისგან:

• იცავს კანს  UVA და UVB სხივებისგან მაღალი ხარისხის ფოტოსტაბილური ორგანული ფილტრების კომბინაციით, რომლებიც ქმნიან ფიზიკურ ბარიერს კანის ზედაპირზე;

• იცავს ინფრაწითელი სინათლისგან ანტიოქსიდანტური ლიპოსომური კომპლექსით, რომელიც ქმნის უჯრედულ ფარს;

• ნიაცინამიდის წყალობით აღადგენს უჯრედულ დაზიანებას.

პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მთელი ოჯახისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. 

SVR. Antioxidant Ampoule Protect SPF30

არა, ეს პროდუქტი არასწორად შერჩეული არ არის. მისი ადგილი სწორედ ფოტოდაბერებასთან ბრძოლისა და მზისგან დაცვის სერიაშია. SVR გვთავაზობს anti-age შრატს, რომელიც პიგმენტური ლაქების გაღიავების, თავისუფალი რადიკალების განეიტრალებისა და ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებისაა; ამავდროულად, შეიცავს მზისგან დაცვის ფილტრს, რაც მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის უჯრედულ დონეზე მოქმედებისას. 

SVR. Sun Secure Fluid SPF50+

ზაფხულში განსაკუთრებით იმატებს დისკომფორტი საცხის გამოყენებისას – ეს კონსისტენცია ხუთავს კანს, ის კონსისტენცია – გვემძიმება. როგორ უნდა შევარჩიოთ იდეალური ფორმულა, რომელსაც ფაქტობრივად ვერ ვიგრძნობთ სახეზე მაშინაც კი, თუ დღეში რამდენჯერმე განვიახლებთ? როგორც დერმატოლოგები გვირჩევენ, მზის აბაზანების მიღებამდე 20 წუთით ადრე SPF-ის ჩაის კოვზის მოცულობის საცხი უნდა წავისვათ, რომელსაც ყოველ 2 საათში დავიმატებთ და გადავინაწილებთ. ფლუიდი ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალია. გელზე უფრო თხელი, ადვილად შეწოვადი პროდუქტი არ ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას; პირიქით, ის ფაქტობრივად არ იგრძნობა კანზე. რეკომენდებულია სენსიტიური და ალერგიული კანისთვის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც – ბავშვებისთვისაც. 

SVR.  Sun Secure  SPF30

და ბოლოს, მათთვის ვისთვისაც ყოველდღიურად განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის მზისგან დაცვა საჭიროებას არ წარმოადგენს, SPF30 ნაზი საცხია ფორმულირებული. SUN SECURE Cream SPF30 გთავაზობთ მაღალ დერმატოლოგიურ დაცვას. მისი ხავერდოვანი ტექსტურა დნება კანზე და ინტენსიურად ატენიანებს მას. დახვეწილი საზაფხულო სურნელი ნებისმიერ სეზონზე მოგიტანთ მონატრებული ზღვის სანაპიროს შეგრძნებებს. 

პლუს! SUN SECURE ხაზის თითოეული პროდუქტი პატივს სცემს ზღვის გარემოს, გაიარა ეკოტოქსიკურობის ტესტები წყალმცენარეებზე (ISO 10253) და წყლის უხერხემლოებზე (ISO 14669). ეს ორი სახეობა ეკუთვნის ზოოპლანქტონისა და ფიტოპლანქტონის ოჯახებს, რომლებიც აუცილებელია მარჯნების ჯანსაღი ზრდისთვის.

გახსოვდეთ,  რომ SPF 30 UVB სხივების 97, ხოლო SPF 50 98%-გან გვიცავს. ასე რომ, პროდუქტის სწორად შერჩევა მნიშვნელოვნად შეამცირებს ულტრაიისფერი სხივების მაღალი კონცენტრაციისგან მიღებული დაზიანების რისკს და მოგცემთ საშუალებას ისიამოვნოთ მზის უსაფრთხო აბაზანებით.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap