Tik-Tok made me buy it – ანუ, რა ვიყიდე რჩევებით

15.03.2024

წლიდან წლამდე ტიკ-ტოკი ერთ-ერთი ყველაზე მზარდად განვითარებადი პლატფორმა ხდება; სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს და საკუთარ გამოცდილებებს – ამას 60 წამში ახერხებენ. ტიკ-ტოკს აქვს შესაძლებლობა ვიზუალურად წარმოადგინოს ეფექტი, გააჩინოს ერთგვარი მოთხოვნა და დახლებიდან სრულად გააქროს კონკრეტული პროდუქტები; მეტიც, რამდენიმე თვის წინ Linked-ზე ასეთი სტატია გამოჩნდა: TikTok Made Me Buy It: How TikTok Has Changed The Game For The Beauty Industry. დღეს გიყვებით ნივთებზე, რომელიც ასე აღმოვაჩინეთ, საქართველოში შევიძინეთ და დამსახურებულ რეკომენდაციას ვუწევთ.

CAUDALIE.  რესვერატროლი

სხვათა შორის, სტატიის დაწერის მთავარი შთაგონება ეს პროდუქტია.. Caudalie-ს რესვერატროლის ხაზი, ბევრ ქვეყანაში სრული ბესტსელერია და გაყიდვების გარკვეულ წილს ტიკ-ტოკსაც მიაწერს. იმდენად ბევრმა აზრის ლიდერმა მოიწონა ეს კონკრეტული შრატი, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელის უახლოეს ფილიალს მივაშურეთ და აქტიურად დავიწყეთ პროდუქტის დატესტვა.

აღსანიშნავია, რომ რესვერატროლი მართლაც უნიკალური ინგრედიენტია. ის ყურძნის წიპწაში გვხვდება და ნაყოფს დაზიანებისგან, გარემო ფაქტორების მოქმედებისგან იცავს. ლოგიკურია, რომ მსგავსი ეფექტი ჩვენს კანსაც სჭირდება. სწორედ ამიტომ, Caudalie-მ მთლიანი გამა შექმნა, რომლის 97% ორგანულია.

ცოტა მეტი უნდა ვისაუბროთ შემადგენლობაზე, რადგან ის ინოვაციურია და ახალ დაპატენტებულ ფორმულას მოიაზრებს. ის შეიცავს ნატურალურ ჰიალურონსა და ვეგანურ კოლაგენის ბუსტერს, რომელიც მიიღება აფრიკული წითელი ხის ფესვებისგან და 5-ჯერ უფრო აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას. კვლევების თანახმად,  2-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე რეტინოლი.

პროდუქტები ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი, რადგან არაკომოდოგენურია და არ დაახშობს ცხიმიანი კანის ფორებს. შრატს აქვს სასიამოვნო, აბრეშუმისებრი და არაცხიმოვანი ტექსტურა, ასევე სასიამოვნო არომატი ბაზილიკის, ციტრონელისა და გვირილის. პროდუქტი ჰიპოალერგიულია. არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსილეთანოლს, ფტალატებს, სილიკონს, მინერალურ ზეთებსა და სინთეტიკურ დანამატებს. და რა თქმა უნდა, რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

SVR.  ვიტამინ A შრატი

ქართველი მომხმარებლების უმრავლესობის ფავორიტ ბრენდებს შორის ფრანგული SVR  ნამდვილად მოწინავეა. პროდუქტი, რომელზეც განსაკუთრებით ხშირად ზიარდება ინფორმაცია, ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებასაც.  ვიტამინი A ძირითადი ინგრედიენტია შრატში და გამოყენებულია ორი ფორმით, სუფთა და კაფსულირებული რეტინოლის სახით. საშუალება მოქმედებს კანის ყველა ფენის უჯრედზე და აუმჯობესებს მას. სათანადოდ შერჩეული ფორმულა 92% ნატურალური წარმოშობის კომპონენტებისგან შედგება. მუდმივი გამოყენების შემთხვევაში, 1 თვეში უნდა შენიშნოთ ნაოჭების გაუმჯობესებული მდგომარეობა, შემცირებული მიმიკური ხაზები, ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევი ფორები და რა თქმა უნდა, ერთგვარი კანის ფერი.

Essence. ტუჩის გლოსი

და ბოლოს, ნამდვილი ლიდერი – პროდუქტი, რომელიც მოლოდინს აჭარბებს და ფაქტობრივად ყველა ბიუთი ენთუზიასტის ნამდვილი სიყვარულია. ხშირად „ესენს“-ის გამჭვირვალე ტუჩაის გლოსს დიორის დიუფად, ანუ შედარებით დაბალფასიან ანალოგადაც მოიხსენიებენ.  პროდუქტს არ აქვს არომატი, ასევე სუნი, ტუჩზე ნაზი ფინიში აქვს და შეგიძლიათ როგორც შეფერილ, ასევე 01 ანუ გამჭვირვალე ვერსიებში შეარჩიოთ. ჩვენი დაკვირვებით, Tik-Tok Made me buy საკმაოდ კარგად წარიმართა. სხვების გამოცდილება გვეხმარება მივიღოთ უფრო გონივრული გადაწყვეტილებები და მარტივად შევარჩიოთ პროდუქტები, რომელსაც შევიყვარებთ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top