ნანატრი გაზაფხული სასაჩუქრე შენაძენებით

27.02.2022

როგორც იქნა ნანატრი გაზაფხული დგება და ტემპერატურის მატებასთან ერთად უმჯობესდება ჩვენი განწყობაც. ახლა მეტია ხალისი დავუთმოთ დრო საკუთარ თავს და გავანებივროთ ის ახალი პროდუქტებით. გაზაფხულის დღესასწაულები იდეალური პერიოდია სასაჩუქრე შენაძენებისთვის.  #ამარტაგირჩევთ:

მნიშვნელობა არ აქვს თავის მოვლის საშუალებას თქვენთვის თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის არჩევთ – ბრენდი, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს – Caudalie-ა. ფრანგული ხარისხი, მინიმალისტური, დახვეწილი, ხარისხიანი შეფუთვა და ეფექტური ფორმულა – რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად 

სასურველი? 

CAUDALIE

Your Anti-dark spot solution

ფოტოდაბერება თანამედროვე სილამაზისა და კანის მოვლის ინდუსტრიის ყველაზე ტრენდულ ტერმინად შეგვიძლია დავასახელოთ. ბოლო წლებია, რაც განსაკუთრებით გაიზარდა ცნობიერება ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისა და მათ მიერ გამოწვეული პრობლემების შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია შავი, ყავისფერი ან სულაც უფერული ლაქების სახით იჩენს თავს. მელანინის ნორმალური რაოდენობის გამომუშავების უნარდაკარგული უჯრედები კვდება და ქმნის დეპიგმენტაციას თქვენს კანზე, რის მოსაგვარებლადაც აქტიური კომპონენტები – მჟავები გამოიყენება. ის რაც თქვენს კანს სჭირდება მსუბუქი აქერცვლა და ახალი, ჯანმრთელი უჯრედების გაჩენაა. ვინოპერფექტის ნაკრების სამივე პროდუქტი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული. მსუბუქი, ნახევრად გამჭვირვალე ესენცია იდეალურად ჩაანაცვლებს ტონერს, შრატი კი გაამდიდრებს კანს 98% ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებით. სერუმის გამოყენება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ მიდრეკილი ხართ ლაქებისკენ, თუმცა მოცემულ მომენტში არ გაწუხებთ მათი არსებობა. ვინიფერინი ფორმულის დაპატენტებული ინგრედიენტია, რომელიც მზისგან დეპიგმენტირებული უბნების, აკნეს ნაწიბურების, შრამებისა და მელაზმის საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. პროდუქტები არ არის ფოტოსენსიტიური და გამოიყენება ლაქტაციის პერიოდშიც კი. მათი გამოყენება ადრესატს მთელი წლის განმავლობაში შეეძლება. 

CAUDALIE

Your Anti-Blemish solution

რა ხდება მაშინ, თუ გამონაყარი გაწუხებთ და რუტინის სრულად განახლებაზე ფიქრობთ? კოდალი 3 საფეხუროვან ნაკრებს გთავაზობთ. Vinopure ზრდასრული ადამიანის კანის 4 ძირითად პრობლემას ებრძვის; ეს არის: ცხიმიანობა, გამონაყარი, ფორები და  არაერთგვაროვანი სტრუქტურა. ინგრედიენტების სწორი კომბინაცია ქმნის არაკომოდოგენურ პროდუქტებს. 

დასაბანი გელი ნაზად მოგაშორებთ კანიდან მაკიაჟს, მტვერსა და ჭუჭყს, ასევე აკნეს გამომწვევ ბაქტერიას და სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს. ვინოპურის ტონერი მდიდარია სალიცილით, პოპულარული და ხშირად გამოყენებული ბეტა-ჰიდროქსი მჟავით, რომელიც ფორმულის ნამდვილი ვარსკვლავია. შეგახსენებთ, რომ სალიცლი ებრძვის შავ წერტილებს, ფორებს, ამცირებს მათ ვიზუალურ შეხედულებას და არეგულირებს ცხიმიანობას. საინტერესო თავისებურება აქვს შრატს, რომლის ინსტრუქციაშიც ვკითხულობთ, რომ შველის ასაკობრივ აკნესაც კი და ამიტომ აქტიურად გამოიყენება გარდატეხის ასაკში, 12+ მოზარდებში. მის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ნიაცინამიდთან ერთად აგლუვებს კანის ზედაპირს, ხდის მას ერთგვაროვანსა და მბზინვარეს. ბუნებრივი სალიცილის მჟავა მოპოვებულია მარადმწვანე მცენარეებისგან და წარმოადგენს იდეალურ ექსფოლიატორს აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

MISSHA

Dear Body

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ადრესატის კანის ტიპი არ იცით, თუმცა მისთვის სასურველი საჩუქრის გაკეთება გსურთ, Missha-ს ნაკრები ნამდვილ გაზაფხულს მოიყვანს მთელს სხეულზე. Dear Body სერია ყვავილების ნაზ სურნელს და ძლიერ, თუმცა მსუბუქ დამატენიანებელ კომპონენტებს შეიცავს, რაც ესიამოვნება ყველაზე სენსიტიურ კანსაც კი. ზამთრის შემდგომ გამომშრალი კანისთვის ეს იდეალური გადაწყვეტილებაა! 

MISSHA

Time Revolution Red Algae ნაკრები

სასაჩუქრე შეფუთვა მთლიან რუტინას აერთიანებს 3 ძირითადი და 4 მინი პროდუქტის სახით. ხაზი შეიცავს წითელი წყალმცენარის – ირლანდიური ხავსის ექსტრაქტს, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური, მკვებავი, დამატენიანებელი და ასაკის საწინააღმდეგო მოქმედება. 

CAUDALIE

Your Firming Solution

რესვერატროლი – ლეგენდარული ხაზი, რომელიც ეფუძნება ყურძნის უნიკალური თვისებებისა და გამძლეობის სრულად ათვისების იდეას. გარემო პირობებისადმი განსაკუთრებით შეუპოვარ მცენარეზე არ მოქმედებს არც მზე, არც ქარი და მითუმეტეს არც წვიმა, ის მაქსიმალურად დიდხანს ინარჩუნებს საკუთარ ფორმასა და მდგრადობას. სწორედ ამიტომ, რესვერატროლის ხაზში აღნიშნულ ინგრედიენტს დიდი დოზებით შეხვდებით. თვალის საცხი მსუბუქი, ადვილად შეწოვადი სტრუქტურისაა. აღადგენს წვრილ ნაოჭებს, ავსებს მიმიკურ ხაზებს და უბრალოდ კარგად ატენიანებს კანს. ღამის საცხის დანიშნულებაზე დიდხანს არ შევჩერდებით, სერუმზე კი ორი სიტყვა ნამდვილად უნდა ვთქვათ. დახვეწილ შეფუთვაში წარმოდგენილი ფორმულა ლიფტინგის ეფექტს იძლევა, არის ერთდროულად დახვეწილი, მდიდრული და ყველასთვის სასიამოვნოდ მოსახმარი. ვფიქრობ ეს ნაკრები იდეალური საჩუქარი იქნება დედისთვის, რადგან გაზაფხულისფერ შეფუთვაში მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოა მოთავსებული. 

ამ და სხვა ნაკრებების შეძენა, როგორც ონლაინ, ასევე  მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ PSP-ს ფილიალებში შეგიძლიათ. თქვენ კი, ბედნიერ უქმეებსა და გაზაფხულის დღესასწაულებს გისურვებთ. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top