პირველი OUTLET VILLAGE კავკასიურ გზაჯვარედინზე

ანუ   ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის  წლის მომავლის პროექტი

26.10.2021

თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კავკასიურ გზაჯვარედინზე, იქ, სადაც ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციები ხვდებიან ერთმანეთს, მომავლის fashion ქალაქი შენდება – OUTLET VILLAGE.  ეს  GEORGIAN OUTLETS & RESORTS GROUP -ის გამორჩეულად მასშტაბური, სოლიდური და ამბიციური ბიზნეს პროექტია  თავისი გამართული ბიზნეს სტრატეგიით თუ ინდუსტრიული შინაარსით, რომლის მთავარი კონცეფცია ამიერკავკასიის რეგიონში პირველ შოპინგ ქალაქის მოდელს გულისხმობს. 

OUTLET VILLAGE-ის  ოფიციალური მისამართია: თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორია.

ზუსტად აქ, ერთ წელიწადში 10 ჰექტარზე  22 000 კვ.მ ფართობის კომერციული სივრცე აშენდება, სადაც 110 საერთაშორისო ბრენდის აუთლეტ მაღაზია განთავსდება. გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, სტრატეგიული გათვლებით მოსალოდნელია, რომ  OUTLET VILLAGE-ის სივრცე გახსნიდან სამ წელიწადში 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს მოსაზღვრე ქვეყნებიდან;  აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან  და სხვა მრავალი ქვეყნიდან წამოსული ტურისტული ნაკადები ქვეყანაში შოპინგ ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს დაუკავშირდება. 

მსოფლიო მოდის დემოკრატიზაციამ, აუთლეტ არხების უპირობო მიმზიდველობამ და ახლა უკვე პოსტ პანდემიურმა გარემომ, მნიშვნელოვნად გაზარდა დაინტერესება მსგავსი შოპინგ დანიშნულების ობიექტებში, როგორც მსოფლიო ბრენდების მხრიდან, ასევე მომხმარებლების კუთხითაც. ამიტომ თბილისი „აუთლეტ ვილიჯი“, რომელიც  მთლიანობაში 70 მილიონიანი საინვესტიციო პროექტია,  ქვეყნის ეკონომიკური ლანდშაფტისთვის განიხილება როგორც აქტუალური, რეგიონში ინოვაციური, მეტიც, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგა პროექტი, რომლის  წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონიან აშშ დოლარზეა გათვლილი. მოდის ინდუსტრიის დიდი კომპანიებისთვის მსოფლიო კლასის ეს სავაჭრო სივრცე კავკასიის ისტორიულ გზაჯვარედინზე, გლამურის მიღმა, სანდო და რეგიონში უკონკურენტო ბიზნეს ცენტრია, კარდინალურად ცვალებადი და ამავდროულად სტაბილურად დინამიური, ისევე, როგორც თავად მოდა. 

გურამ (გუგა) ცანავა, Georgian Outlets & Reports Group – ის მმართველი პარტნიორი

რა იქნება ის ძირითადი ფაქტორები, რაც განაპირობებს მეგაპროექტის  OUTLET VILLAGE-ის  წარმატებას?  

ჩვენი პროექტის წარმატების მთავარი ფორმულა არის ბრენდ-მიქსი, რაც ნიშნავს მომხმარებლისთვის ისეთი ბრენდების შეთავაზებას, რომლებიც რეგიონში ერთად თავმოყრილი ერთ, გამორჩეულ და სასიამოვნო სივრცეში არ არის; თვითონ აუთლეტის კონცეფციას, მომხმარებელმა მაღალი ხარისხის ლიცენზირებული პროდუქცია მისაღებ ფასში შეიძინოს; და  მომსახურებას, რაც მოიცავს  პერსონალურ ბაიერებს, ბრენდ ამბასადორებს, ელ-კომერციას, VIP მომსახურებას, Bus-ტურებს მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ძალიან ბევრი ამბიციური გეგმა გვაქვს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას. საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა  ჩვენს ქვეყანაში კულტურის, ისტორიის, კულინარიის თუ ღვინის გასაცნობად ჩამოსულ ვიზიტორებს შესთავაზოს მსოფლიო კლასის სავაჭრო სივრცე და შოპინგ გამოცდილება – ამით გაახანგრძლივოს მათი საქართველოში ყოფნის პერიოდი და გაზარდოს ტურიზმით მიღებული შემოსავალი – გვესაუბრება ბ-ნი  გურამ (გუგა) ცანავა, Georgian Outlets & Resorts Group-ის მმართველი პარტნიორი, სტენფორდის მსოფლიო ელჩი, რომელსაც სტარტაპებისა და დიდი ჰოლდინგური კომპანიების მართვის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 

ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია  TORG International-ი. საერთაშორისო დიდი ბრენდებიდან, რომელთა შორის ყველას არ აქვს აუთლეტ ხაზი, რომელი შემოვა? საერთაშორისო ბრენდების მენეჯმენტისთვის გარანტირებული უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარდა, რა არის ის ინტერესი, რითაც საქართველოში ოპერირებისთვის თანხმობა განაცხადეს?  

ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი არის ის, რომ „თბილისი აუთლეთ ვილიჯი“ არის პირველი რეგიონალური პროექტი, რომელსაც  ლიზინგში, ბრენდებთან ურთიერთობაში მართავს ძალიან სერიოზული და გამოცდილი მენეჯმენტ კომპანია TORG-ი; რადგანაც ამ კომპანიამ შექმნა საუკეთესო აუთლეტები ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, საერთაშორისო ბრენდებთან არსებობს მათი წლების განმავლობაში გამყარებული საქმიანი და სანდო ურთიერთობები. PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით ბრიტანულ კომპანია INNESCO-სთან ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპზე დაახლოებით 150 ბრენდთან მიმდინარეობს  ძალიან აქტიური მოლაპარაკებები. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესში გქონდეს 55% ხელმოწერილი ფრილიზები, მსგავსი პრეცენდენტი აუთლეტების მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენ ასეთ ეფექტურ შეთანხმებებს მივაღწიეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტენსიური მუშაობის შედეგად. მინდა წინასწარ გითხრათ ისიც, რომ მსგავსი ბრენდ-მიქსი, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში არ არის და ალბათ არც იქნება. 

OUTLET VILLAGE-ის პლატფორმაზე მაინც  რომელი პრემიუმ კლასის ბრენდები შემოდიან, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არიან ოფიციალურად წამოდგენილი და, საინტერესოა, მათი კოლექციების ხაზიდან, რომელი პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი? 

ჩვენთან საშუალო და პრემიუმ კლასის 76 ბრენდი იქნება წარმოდგენილი პირველ ფაზაში, რომელთაც ძალიან მალე კიდევ 34 შეემატება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ისეთ ფაზაში ვართ, რომ უფლება არ მაქვს საერთაშორისო ბრენდები დავასახელო, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ  ამ შემთხვევაში იქნება 9 კატეგორია: სპორტი, ბავშვები, ქალები, მამაკაცები, უნისექსი, პრემიუმი, ლუქსი, new fashion, აქსესუარები და კოსმეტიკა. როგორც იცით, აუთლეტში ბრენდი არ ხსნის მაღაზიას თუ ქვეყანაში ჯერ არ აქვს მთავარი ხაზი წარმოდგენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთან უკვე შემოვიდა ის 10 პრემიუმ კატეგორიის  საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მზად არის  ჩვენთან პარტნიორობის გამო  საქართველოში თავისი პირველი ხაზიც ოფიციალურად წარადგინოს. 

თბილისს, წარმატებული ქართველი დიზაინერების გამო აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქს უწოდებენ.  მნიშვნელოვანია, 110 საერთაშორისო ბრენდის გვერდით, „აუთლეტ ვილიჯ“-ის კომერციულ სივრცეში მათი კოლექციებიც თუ გაიყიდება?  

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე სამ ქართველ დიზაინერთან გავაფორმეთ ხელშეკრულება.

როგორ დარეგულირდება გასული სეზონების ლიმიტირებული კოლექციების ფასები? ექნება მომხმარებელს დემოკრატიულ ფასად ლიცენზირებული  და ხარისხიანი პროდუქციის შეძენის საშუალება? 

რა თქმა უნდა. ბრენდებთან პირდაპირ კონტრაქტებშია გაწერილი, რომ ფასდაკლება სავარაუდოდ 30%-დან 80%-მდე იქნება, რაც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მათი საყვარელი ბრენდები შეიძინონ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.  

როგორი იქნება 10 ჰექტარზე  22 000 კვ.მ ფართობის კომერციული სივრცის არქიტექტურული პროექტი, რომელზეც მუშაობს მსოფლიოში ცნობილი ესპანური კომპანია L35?  საქართველოს არქიტექტურული ლანდშაფტის გასაცნობად 2019 წელს სპეციალურად იყო ჩამოსული L35-ის მთავარი არქიტექტორი  ხავიერ ფრამისი (JAVIER FRAMIS). როგორი იყო ამ ურბანულად კონტრასტულ ქალაქში მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები?   

ჩვენი პარტნიორი კომპანიის  TORG International-ის მეშვეობით მოხდა ჩვენი დაკავშირება მსოფლიოს წამყვან ესპანურ არქიტეტურულ კომპანიასთან L35, რომელსაც არაერთი აუთლეტი აქვს დაპროექტებული, მათ შორის ესპანეთის ყველაზე ცნობილი აუთლეტ ვილიჯები – Roca Village ბარსელონას მახლობლად და Las Rozas Village მადრიდთან. დიახ, ხავიერ ფრამისი თავის გუნდთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული. მოიარეს ძველი თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, ბათუმი… ყურადღებით ათვალიერებდნენ ქალაქებს, ფოტოებს იღებდნენ, ისეთი აღფრთოვანებულები დარჩნენ ტრადიციული და კლასიცისტური ქართული არქიტექტურული სტილით, ორნამენტებით,  ძველი უბნების უნიკალური ხასიათით და სულით, რომ მათი დიდი სურვილი გახდა OUTLET VILLAGE-ის არქიტექტურული პროექტის კონცეფციაში თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციებთან  ძველი თბილისის ისტორიული სტილი ყოფილიყო გადამწყვეტი. ამიტომ ყველა მაღაზიის შენობის ფასადი აბსოლუტურად განსხვავებულია თავისი ესთეტიკით. მე ამ არქიტექტურული პროექტით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ და ასევე ყველა საერთაშორისო ბრენდების ის წარმომადგენლები, ვისთანაც გვაქვს ხოლმე წინასწარი პრეზენტაციები. 

მინდა სიამაყით გითხრათ ისიც, რომ „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ (TBILISI OUTLET CENTER – GEORGIAN OUTLETS & RESORT GROUP/TORG GROUP – GEORGIA) ევროპის უძრავი ქონებისა და კომერციის ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ წარადგინა EUROPAPROPERTY CEE INVESTMENT & MANUFACTURING AWARDS-ზე. ჩვენთვის ამ ნომინაციაში მოგება უდიდესი პრესტიჟი და ბედნიერებაა. წარმოიდგინეთ, ჩვენი პროექტი გახდა პირველი უმაღლესი ჯილდოს  მფლობელი საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში, რომელმაც დაიმსახურა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის მომავლის პროექტის სტატუსი. ეს, ვფიქრობ არა მარტო ჩვენთვის არის სასიხარულო, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან წარმატებასა და აღიარებას.

რატომ შეარჩიეთ ამ პროექტისთვის  ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორია?  თუ ესეც სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია  და ოპტიმალური იქნებოდა დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საავტომობილო გზის ღერძთან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის მოგზაურების  მობილიზება?

დიახ, დიახ… TBILISI OUTLET VILLAGE-ის მსგავსი აუთლეტ სოფელი არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ არის. ეს უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრია კავკასიის რეგიონში,  ამიტომ საერთაშორისო პარტნიორები ამ პროექტს ხელს არ მოკიდებდნენ მარტო ქართულ ბაზარზე რომ ყოფილიყო საუბარი.  ცხადია, მათთვის რეგიონალური მასშტაბი იყო საინტერესო. ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მარტო 6 თვე ადგილს ეძებდნენ თუ სად უნდა აგვეშენებინა TBILISI OUTLET VILLAGE-ი. მცხეთაშიც ვფიქრობდით, მაგრამ ზუსტად გეზის გვერდზე არსებულმა ტერიტორიამ, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს და  სტრატეგიულად არის ყველაზე დატვირთული ტრეფიკი, აბსოლუტურად ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა.   

ბაზრის წინასწარი კვლევის შედეგად არსებული გათვლებით, რამდენ მილიონ ტურისტს ელოდებით OUTLET VILLAGE-ში?  

გახსნიდან პირველ წელიწადს ყველაზე პესიმისტური გათვლით 1 800 000 სტუმარი გვეყოლება; ოპტიმისტური გათვლებით – 2 500 000;  თუმცა ეს ციფრი, სავაჭრო ქალაქის გახსნიდან სამი წლის განმავლობაში 7 მილიონი გახდება. 

რადგანაც „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ კავკასიურ გზაჯვარედინზე რეგიონალური მასშტაბის  სოლიდური ბიზნეს პროექტია  თავისი ბიზნეს სტრატეგიით თუ ინდუსტრიული შინაარსით,  ბიზნეს ინფრასტრუქტურაში რა სტილის მმართველობითი ცვლილებებისთვის ემზადებით? ეს მეგა პროექტი რა მხრივ მოახდენს გავლენას რეგიონში მოდის ინდუსტრიის განვითარებაზე? 

ეს პროექტი საქართველოს ხელს შეუწყობს მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, როგორც ერთერთი მიმზიდველი საშოპინგე ადგილი; ამის გარდა, ხელს შეუწყობს დედაქალაქის შემოგარენის განვითარებას, მათ შორის ტურისტულად და ინფრასტრუქტურულადაც. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სტრატეგიული მნიშვნელობა უკავია. აუთლეტის წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას. ამასთანავე, „აუთლეტ ვილიჯი“ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც საცალო გაყიდვების სექტორის განვითარებაზე, ასევე პანდემიის პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევაზე. 

COVID-19 პანდემიის გარდა, რა იყო მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა? 

პანდემიის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდით. პროექტის პრეზენტაციაზე, როდესაც საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ასე ღიად და პირდაპირ მივიღეთ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა განაცხადეს: „თქვენ რაც წელიწადნახევარში შეძელით, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში იმავე სამუშაოს შესრულებას მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდებოდაო“. გარდა სახელმწიფოს თანადგომისა, ამ რეგიონალური პროექტის განხორციელებაში ქართული მხრიდან დიდი და უმნიშვნელოვანესი „დომუს“ ჯგუფის როლია. „დომუს“ ჯგუფის დამფუძნებლებმა თავიდანვე ირწმუნეს ამ პროექტის უნიკალურობა და სიცოცხლისუნარიანობა, შედგა ჩვენი პარტნიორობა და დღეს უკვე ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. აქვე, მინდა ავღნიშნო თიბისი ბანკის თანადგომაც, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პროექტის წარმატებით დაწყებაში. მოხარული ვართ, რომ ქართულ მხარესა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2024 წლის სექტემბერში, შესაძლებლობა გვექნება ვუმასპიძლოთ ყველას, რეგიონის პირველ აუთლეტ ვილიჯ-ში. 

მზეხა მახარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top