მბზინავი და თვალისმომჭრელი თმისთვის
16.07.2021
Tea Tree Purifying & Balancing Shampoo
ჩაის ხის ექსტრაქტზე დამზადებული გამწმენდი და დამაბალანსებელი შამპუნი
განკუთვნილია ცხიმიანი თმისა და სკალპისთვის
The Vegan Society-ის მიერ სერტიფიცირებული შემადგენლობის 93% ნატურალური ინგრედიენტებით არის ფორმულირებული. მათ შორის ნამდვილი ვარსკვლავი, კენიაში ორგანული მეთოდოლოგიით მოყვანილი და საჯარო ვაჭრობით მოპოვებული ჩაის ხის ზეთია.
სუპერ-შამპუნი არა მხოლოდ აჯანსაღებს და ასუფთავებს ცხიმიან თმასა და სკალპს, არამედ ზრუნავს თავის კანის მიკროფლორაზე. ცხიმიანობის რეგულირებისას, სკალპს უნარჩუნდება აუცილებელი ტენიანობა. ვეგანური აბრეშუმის ცილა აძლიერებს და დამყოლს ხდის თმის თითოეულ ღერს.
შამპუნის შეფუთვა დამზადებულია ინდოეთში შეგროვებული, გადამუშავებული პლასტმასასგან, რაც ხაზს უსვამს მდგრადობისა და გარემოზე ზრუნვის იდეას.
Moringa Shine & Protection Shampoo
მორინგას შამპუნი თმის ბზინვარებისა და დაცვისთვის
განკუთვნილია უსიცოცხლო თმისთვის
მორინგას ახალ შამპუნთან ერთად, დაუბრუნეთ თქვენს თმას ბრწყინვალება, რომელსაც იმსახურებს!
ფორმულა სერტიფიცირებულია The Vegan Society-ის მიერ; პროდუქტი დამზადებულია 93% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით. მორანგას თესლის ექსტრაქტი მოპოვებულია რუანდაში, საჯარო ვაჭრობის ფარგლებში.
მორინგას შამპუნი ანიჭებს სიცოცხლეს ყველაზე გამომშრალ, მტვრევად და დაზიანებულ თმასაც კი. მისი სისტემატური გამოყენება იცავს თმას ყოველდღიური დაბინძურებისგან, ხდის მას მეტად მბზინავს, დამყოლსა და ჰაეროვანს.
შამპუნის შეფუთვა დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასასგან, რაც ხაზს უსვამს მდგრადობის და გარემოზე ზრუნვის იდეას.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი