ტექნიკა, რომელიც შენი ცხოვრების სტილს ქმნის

MIELE GEORGIA

01.06.2023

როგორია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნები?

რა სჭირდება მას, რომ საცხოვრებელი გარემო კომფორტული და მის საჭიროებებზე მორგებული გახადოს? პასუხი მარტივია: ხარისხიანი და „ჭკვიანი ტექნიკა“, რომელიც რუტინული ოპერაციების შესრულების გარდა, ინტერიერისა და ოჯახის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

სწორედ ასეთია გერმანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკის მწარმოებელი კომპანია მილე (Miele), ბრენდი რომელიც ჯერ კიდევ 1899 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. მილეს სახელი უკავშირდება მსოფლიოში პირველ სარეცხ მანქანას, რომელიც უნიკალურია თავისი დაპატენტებული დოლურით. ოჯახური კომპანია, მსოფლიო ბაზარზე 124 წელია ოპერირებს და ხარისხის და სტატუსის ერთგულია.

მილეს ქართული ისტორია მელიქიშვილის ქუჩაზე დაწყებული მცირე ზომის შოურუმით იწყება. კომპანია ზიგი უკვე მერვე წელია პოზიციონირებს საქართველოს ბაზარზე და არის პრემიუმ ხაზის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი. ამჟამად ქართველ მომხმარებელს ჭავჭავაძის 49-ში საინტერესო კონცეფციის შოურუმს სთავაზობს, რომლის დიზაინზე ნინო ძიძაძემ და ნუმერო სტუდიომ იმუშავა.

შოურუმში მილეს ბრენდთან ერთად წარმოდგენილია ასევე გერმანული პრემიუმ ხაზის ბრენდი ლიბჰერი, რომელიც აწარმოებს როგორც საოჯახო, ისე პროფესიონალური ხაზის მაცივრებს.

რატომ მილე და ლიბჰერი?

პრემიუმ ხარისხის გერმანული ტექნიკა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შენაძენი ხარისხიანად და გონივრულად გამოვიყენოთ. მაგალითად, ლიბჰერის მაცივარი პროდუქტებს ხანგრძლივად უნარჩუნებს სიჯანსაღეს. გურმანებისთვის გამორჩეულია მილეს ორთქლის ღუმელი, რომელსაც გასაოცარი შედეგები აქვს. მისი 150-მდე პროგრამა, ადამიანს სახლის პირობებში მაღალი კლასის რესტორნის სტანდარტის კერძების მომზადების საშუალებას სთავაზობს. დიასახლისების ფავორიტია მილეს უსადენო მტვერსასრუტი Triflex და ასევე რობოტი ვიდეოთვალის ფუნქციით. მილეს ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი ბენეფიტია:მილეს ყავის აპარატი, თავისი ყავის მარცვლებით.

შოურუმში წარმოდგენილი ტექნიკა ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცადოს ტექნიკის მუშაობის ხარისხი.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნინო კომახიძე ამბობს: „შენი ცხოვრების სტილს ქმნი მილესთან ერთად და ეს ტექნიკა მართლაც გიყვარდება! თითოეული მომხმარებლის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი უკუკავშირი ცხადყოფს, თუ როგორი კომფორტული და სასიამოვნოა მათი ტექნიკასთან ურთიერთობა და ის შედეგები, რასაც აღწევენ“.

მილეს ფუნქციურშოურუმში არა მხოლოდ ტექნიკის დათვალიერება, გაცნობა და გამოცდა შეგიძლიათ, არამედ კომპანია სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის საშუალებასაც გაძლევთ. კულინარიული მიმართულება 2018 წელს დაიწყო და  ბრენდ შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე უძღვება, რაც ქართველ მომხმარებელს მილეს ტექნიკასთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს.

მეორე სრულიად ინოვაციური პროექტია ქართული სინამდვილისთვის – მილე და მოდა. ისტორიულ პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, ტექნიკისა და მაღალი მოდის კოლაბორაცია პირველმა სწორედ ჰერმესმა გააცნო მსოფლიოს. აღნიშნული პროექტი მილემ ქართველ დიზაინერებთან ერთად განახორციელა. მილეს და მოდას ქსოვილი აერთიანებს, რადგან ქსოვილის მოვლასა და ხარისხის შენარჩუნებაში მილეს სარეცხი მანქანისა და საუთოო სისტემის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

მილე ეხმარება ადამიანებს, რომ ცხოვრება ბევრად მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გახადონ. ჭავჭავაძის 49-ში კი ყველაფერია იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც ხარისხი, დრო და ფინანსების გონივრული განაწილებაა მნიშვნელოვანი. „ვფიქრობ, რომ შევძელით ოჯახური გარემოს შექმნა ჩვენს შოურუმში და ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლისთვის ვიყოთ ლოიალური და მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ “- ნინო კომახიძე.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top