TEAOLOGY და მისი ჯადოსნური შრატები

10.04.2025

დღეს რაღაც საინტერესოზე თხრობის დღეა, ისეთზე, რაც შესაძლოა ისედაც იცოდი, მაგრამ არ გჯეროდა, ან უფრო მეტის გაგებისკენ გიბიძგებდა. მაგალითად, მე ბავშვობაში მზის მცირედ დამწვრობაზე, გაღიზიანებულ კანზე თუ შესიებულ თვალებზე ბებია ჩაის ფერს მადებდა და მეუბნებოდა, რომ იდეალური ანტისეპტიკი გვაჩუქა ბუნებამ. რა თქმა უნდა, ისედაც სჯეროდა რომ ბუნებაშია სილამაზის და ჯანმრთელობის საიდუმლო. სავარაუდოდ სიტუაცია ნაცნობია, ამიტომ სწორედ ჩაიზე, მის კეთილ თვისებებზე და დერმატო-კოსმეტოლოგიურ გამოყენებაზე გიყვებით.

ლეგენდის თანახმად, ჩინეთის ყვითელი იმპერატორის ცოლმა, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 2700 წელს აღმოაჩინა ჩაის სასარგებლო თვისებები და აბაზანის მიღებაც სწორედ ჩაით გაჯერებულ წყალში დაიწყო. ისტორიულად მის სახელს უკავშირდება აბრეშუმის გამოჩენაც, შესაბამისად, ლეი ზუ ნამდვილად იყო ის ქალი, რომელსაც სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ მითები დაუკავშირდებოდა. სამეფო კარზე სჯეროდათ, რომ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო მწვანე ჩაის ფოთლებში იყო, ამიტომ ყველა რიტუალისას მას განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებდნენ.

თანამედროვე ბრენდები წამყვან ლაბორატორიებთან თანამშრომლობენ, ისმენენ და ამუშავებენ ექსპერტულ მოსაზრებებს, თუმცა არც დროში გამოცდილ პრაქტიკას უარყოფენ.

Teaology იტალიური თავის მოვლის ბრენდია, რომელიც 2015 წელს დააარსეს სესილია გაროფანომ და პაოლო ბევენიმ. კომპანია გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიების სიყვარულით, შესაბამისად, პროდუქტებში გამხსნელად ტრადიციული წყლის ნაცვლად 100%-იან ჩაის ინფუზიას იყენებს. აღნიშნულის წყალობით პროდუქტებს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნიათ. Teaology-ს პროდუქცია მოიცავს სხვადასხვა სახის კანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის ნაზ გამწმენდებს, ყოველდღიურ დამატენიანებლებსა და დეტოქსიკაციურ სამკურნალო საშუალებებს

Teaology. Bakuchiol ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი

ბაკუჩიოლზე გსმენიათ? აიურვედა ბაბჩის მცენარის თესლიდან მიღებული ინგრედიენტი რეტინოლის კლინიკურად დადასტურებულ ალტერნატივად ითვლება და განსხვავებით A ვიტამინის დერივატივისგან, არ არის აკრძალული ორსულობის და ლაქტაციისას.

ბაკუჩიოლი იმავე ბიოლოგიური მექანიზმით მუშაობს, როგორითაც რეტინოლი, შესაბამისად, რეტინოიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით კოლეგენის სინთეზს ასტიმულირებს, უჯრედების განახლებას და ოქსიდაციური სტრესისგან დაცვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ასაკობრივ ნიშნებს, მიმიკურ და მცირე ნაოჭებს, ფოტოდაბერების ნიშნებს. კლინიკურად დადგენილი შედეგების გამო, მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. თიოლოჯის ნაოჭსაწინააღმდეგო შრატი 100%-ით ბუნებრივი შემადგენლობისაა, რადგან თეთრი ჩაის და ბაკუჩიოლის ანტიოქსიდანტურ კომბინაციას შეიცავს. დელიკატური სერუმი შეგიძლიათ ყოველდღიურად ჩასვათ დღის ან ღამის რუტინაში, რადგან არ არის პრობლემატური სხვა საცხებთან მიმართებით, არამედ პირიქით, აძლიერებს მათ ანტიასაკობრივ მოქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წვეთი გადაინაწილოთ სახესა და დეკოლტეზე და არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის აქტიური გამოყენება.

Teaology. Vitamin C შრატი 15 მლ

მეორე პროდუქტი, რომელზეც თქვენი ყურადღების გამახვილება გვსურს – კანის ბზინვარების საიდუმლო, ანუ ვიტამინ C-ს შრატია.  ალბათ გსმენიათ, რომ ასკორბინის მჟავას ახალგაზრდობის მოლეკულასაც უწოდებენ, რადგან არა მხოლოდ კოლაგენის სინთეზს უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვნად ათანაბრებს კანის ფერს და აუფერულებს ულტრა იისფერი სხივებისგან გაჩენილ ლაქებს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი არ არის ფოტოსენსიტიური, მისი გამოყენება საღამოს რუტინაშია რეკომენდებული, რა თქმა უნდა, მეორე დილას – SPF საცხის აუცილებლობაზე ყურადღებას აღარც ვამახვილებთ.

ყველაფერი ახალი ან კარგად დავიწყებული, ან კარგად განვითარებული ძველია. გასაკვირი არ არის, რომ საუკუნეების გამოცდილი რეცეპტები და ინგრედიენტები დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ენდეთ ბუნების ძალას, კლინიკურ შედეგებს და აღმოაჩინეთ თიოლოჯი PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top