აღმოაჩინეთ თიბისი კონცეპტის კოლექცია Vol.2

აქცენტები

15.05.2022

მარჯანიშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში თიბისი კონცეპტის Flagship-ის ტიპის მულტიფუნქციური სივრცე სტუმარს ერთბაშად მრავალმხრივ გამოცდილებას სთავაზობს და თავს უყრის ყოველდღიურად აუცილებელ ელემენტებს. შენობის ოთხ სართულზე, თერთმეტ ზონაში ნაწილდება სიმბიოტური ფუნქციური ერთეულები, როგორიცაა საერთო სამუშაო სივრცე, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო სივრცე, კაფე, თვითმომსახურების ან პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები და მაღაზია კოლექცია. თიბისი კონცეპტის პირველ სართულზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხეში ქართული და უცხოური გამორჩეული ბრენდების ნაწარმია წარმოდგენილი, რომელებსაც სერიულად გაგაცნობთ. ამ სტატიაში თავმოყრილი პროდუქცია თემატურად ერთიანდება იმ კითხვის ქვეშ, თუ რა დაგვეხმარება შთაგონება და სიმშვიდე შევმატოთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინას. შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის ბარათის მომხმარებლებზე მაღაზიაში არსებულ სრულ ასორტიმენტზე 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

SUPEREDITIONS

ფოტოგრაფ მარი დე კრესის მიერ 2009 წელს პარიზში დაფუძნებული Supereditions არის არაშაბლონური, დამოუკიდებელი გამომცემლობა, რომელიც გვთავაზობს უნაკლო გრაფიკული დიზაინით გაფორმებული მაღალი ხარისხის ქაღალდის პროდუქციის ფართო სპექტრს – საკანცელარიო ნივთებს, ინტერაქციულ წიგნებს და თამაშებს. რაც გამოარჩევს Supereditions-ს არის უამრავი ცარიელი სივრცე თითოეულ გამოცემაში, რათა პატარა თუ ზრდასრულ მომხმარებელში წაახალისოს საკუთარი თავის გამოხატვა, ემოციური მოგონებების დაარქივება და მეხსიერების ვარჯიში. თიბისი კონცეპტის სივრცეში წარმოდგენილია გამომცელობის სამი სახის პროდუქტი – ბლოკნოტები, სამოგზაურო დღიურები და სათამაშო ბარათების დასტა „მეხსირების თამაში”. კაშკაშა ფერის ყდა ორნაირი კონფიგურაციული გამოსახულებით (ჭადრაკული/ზოლიანი), მაღალი ხარისხის ცარიელ ფურცლებს ინახავს, რათა შეგეძლოთ გამოიყენოთ ის არა მარტო ჩანიშვნებისთვის, არამედ სახატავად ან სხვა სახის საილუსტრაციო ტექნიკით სამუშაოდ. დღეს უკვე მასშტაბურად საუბრობენ დღიურის წარმოების მნიშვნელობაზე და მის ფსიქოლოგიურ ბენეფიტებზე ადამიანის ქაოტურ ყოველდღიურობაში, რისთვისაც Supereditions-ის პროდუქცია ზედგამოჭრილია. 13 ბიძგის მომცემი წინადადება ოქროსფრად არის ჩაბეჭდილი სამოგზაურო დღიურის ცარიელი ფურცლების ქვეშ, რათა დაგეხმაროთ დაუვიწყარი მოგზაურობის ილუსტრაციაში. პირადი მოგზაურობის დღიური შესანიშნავი სამახსოვრო საჩუქარია საყვარელი ადამიანის სამოგზაუროდ გასაცილებლად. აწ-ნახსენები ფურცლის ხარისხი კი ითვალისწინებს  და ხელს უწყობს სხვადასხვა მედიუმში მუშაობას, იქნება ეს კოლაჟი, ნახატი თუ ფერწერა. სამოგზაურო დღიური ფერის მიხედვით სამ ალტერნატივას გვთავაზობს –  ღვინისფერში, ჭაობისფერში და ნაცრისფეშრი. ხატვითი უნარების დახვეწისკენ და, რაც მთავარია, მეხსიერების გავარჯიშებისკენ მოგვიწოდებს Supereditions-ის კლასიკური თამაში – „მეხსირების თამაში”, ის 18 გეომეტრიულ ნახატს მოიცავს, რომელთა მოთამაშეების მიერ მანუალური გადამრავლებით ივსება სათამაშო ბარათების დასტა.  შემდეგ ისღა დაგრჩენიათ გაშლილი ბარათებიდან გონებაში სხარტად დააწყვილოთ რეპლიკური გამოსახულებები და მათი ადგილმდებარეობა დაიმახსოვროთ. თამაში სახალისოა როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის 5 წლის ასაკიდან.

 PANTONE

როდესაც კრეატიული განწყობის შექმნაზე, ანდაც რუტინის გადახალისებაზე ვსაუბრობთ, რა არის პასუხი თუ არა საყვარელი ფერის შემოტანა თვალსაწიერში ან ერთი ფინჯანი საყვარელი სასმელი. თიბისი კონცეპტში დაგხვდებათ Pantone-ის სტანდარტული ჭიქა, თან-წასაღები ჭიქა და ტრიტანის სასმელი ბოთლი, მათ საფირმო მონოქრომულ გადაწყვეტაში, თანდართული სანოტაციო ბარათით: წითელი – 2035, ლურჯი – 2150, ყვითელი – 012, მწვანე – 15-0343, შავი – 419. ამერიკული კომპანია Pantone, ინოვაციური ტექნოლოგიით 1963 წლიდან აწესრიგებს ფერებს, მიკუთვნებული ნუმერაციის სისტემისა და ჩიპის ფორმატის მეშვეობით, რაც ბრენდის მთავარი ვიზუალური სახე გახდა და შენარჩუნდა პანტონის საყოფაცხოვრებო ნივთების სერიის დიზაინშიც. Pantone Lifestyle განყოფილება, თანამოაზრე დიზაინერებთან თანამშრომლობით, მისდევს თანამედროვე დიზაინის ესთეტიკას და ფერის თამამ გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს. დანიური დიზაინის კომპანია Copenhagen Design-ის მიდგომა არ განსხვავდება ამ სერიაში, და პროდუქცია კურირებულია შემოქმედი ადამიანებისთვის და უბრალოდ ფერთა ენთუზიასტებისთვის. „დაიწყეთ ყოველი დღე თქვენი საყვარელი ფერით!” –  Pantone-ის მოტო განსაკუთრებულად ერგება ფერადი სასმელი ჭურჭლის დანიშნულებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თან ვატაროთ სასურველი ატმოსფერო სახლში, გზაში, ოფისში თუ სხვაგან.

MOOD.O

Mood.o სახლის დეკორის მწარმოებელი ქართული ბრენდია. ქართული ქსოვილის (ქარგვის/ქსოვის) ტრადიციით შთაგონებული თანამედროვე ბრენდი, დეკორის ელემენტებს ფაქტურულად დახვეწილ  და მინიმალისტურ გადაწყვეტას უძებნის. ახლად-ამწვანებულ ქალაქში თუ ქალაქგარეთ, პიკნიკის სეზონის გახსნა შეგიძლიათ თიბისი კონცეპტში წარმოდგენილი Mood.o-ს ხალიჩით აღნიშნოთ. ღია ვარდისფერი ან ცისფერი პიკნიკის ხალიჩა 230×160სმ მოცულობისაა, შესაბამისად თავისუფლად შეუძლია რამდენიმე ადამიანს კომფორტულად მოკალათდეს და პიკნიკი გამართოს. ბუნებრივი ქსოვილის ხალიჩა ქსოვილისვე ჩასადებში მოდის, თავისი ლენტისებრი საკიდით, რომელიც ტალავარის ბრტყელ და ზოლიან არშიას მოგვაგონებს მოტივით.

IZIPIZI:  გაზახფული-ზაფხული 2022 (კოლექცია Oasis)

Izipizi-ს ოაზისის კოლექციის სათვალეები, რომელიც საგაზაფხულო და საზაფხულო ხასიათს ითავისებს, საუკეთესო საშუალებაა მომენტალური პიროვნული გარდაქმნისთვის, საკუთარი იმიჯის გადახალისებისთვის. აღარ არის საჭირო პოტენციურად დასანანი ვარცხნილობის ცვლილება, ან გარდერობის სრული განახლება, ოაზისის კოლექციიდან შეგიძლიათ მოირგოთ ის სათვალე, რომელიც სარკეში სასურველ ადამიანს გაპოვნინებთ.  სათვალეები #E ტიპის ჩარჩოში და ოთხ ფერშია წარმოდგენილი – მათი შეძენა შეიძლება, როგორც გამჭვირვალე (ლურჯი გამოსხივებისგან დამცავი) და დაბურული ტიპის ლინზით. ზაფხულის ცხელ დღეს ნოტიო ნიავის გამაჯანსაღებელი შეგრძნება გახდა ოაზისის კოლექციის შთაგონების წყარო. განახლების სეზონს Izipizi ხალისიანი და ვიბრაციული ფერებით ხვდება, რომლებიც ბავშვობის ფერად წყლის ბუშტებს მოგვაგონებენ, ესენია ‘უდაბნოს ვარდი და ჰიბისკუსი’, ‘არიზონას ყავისფერი’, ‘ლურჯი მირაჟი’ და ‘მხიარული ღრუბელი და ვაშლის მწვანე’.  პოზიტიური ვიბრაციის შესანიშნავი განსახიერებაა ‘უდაბნოს ვარდი და ჰიბისკუსი’, სადაც ინტენსიური და თბილი ვარდისფრის ფორთოხლისფერში გრადაცია ჩარჩოს მოტკბო, რძიან გამჭვირვალობას სძენს. ‘არიზონას ყავისფერი’ – ეს მზის მწველი სხივების ქვეშ გატარებული მომენტის რეტრო სტილში გადმოთარგმნაა. ‘ლურჯი მირაჟი’, რომელიც საფეთქლისკენ მწვანე ტონალობაში გადადის, ენერგიულ განწყობას და კამკამა წყლის ანარეკლს ასხივებს. ‘მხიარული ღრუბელი და ვაშლის მწვანე’ ნახევრად გამჭვირვალე კოპლიანი ჩარჩოა, რომელიც მოწმენდილ ცაში ხანგრძლივი ყურებით გამოწვეულ მხედველობის აჭრელების შეგრძნებას მოგვაგონებს.

CHUBIKA CANDLE

თანამედროვე ხელოვანის და დიზაინერის, ნინო ჩუბინიშვილის  ბრენდი  Chubika, არტისტის ქანდაკებების თაყვანისმცემლებს „ქრობად საგნებს” – სკულპტურული სანთლების კოლექციას სთავაზობს,  რომლებიც ავტორის სახელწერო ფიგურებს იმეორებს. 

KAVEULI

თიბისი კონცეპტის სივრცეში ‘ნიშ’ პარფიუმერიის პირველი ქართული წარმომადგენლის Kaveuli-ს გაზიარებას შეძლებთ. Kaveuli Parfum ქართველი და იტალიელი პარფიუმერების – თამარა ქაფიანიძისა და Bottega Malatini-ს კოლაბორაციის შედეგია. დღეს ბრენდი ორ არომატს აერთიანებს, Kaveuli Parfum-სა და Venera-ს. კავკასიური სოჭის, ფიჭვის, წითელი კედრის და ლურჯი ნაძვის ხის ტონები Kaveuli Parfum-ში ერწყმის ციტრუსის,  ბერგამოტის, ცისფერი ხავსის – კვიპაროსის, ჩინური ღვიას, იაპონური ვეტივერის, ვარდისფერი წიწაკის და მსუბუქი საკმეველის ნოტებს, რაც იდეალურ ბალანსს ქმნის ცივი უნისექსი არომატისთვის. წიწვოვან ტყეში შებიჟების და ნაძვის კევის არომატის შეგრძნების მომენტს საინტერესოდ აკაფსულებს პარფიუმერი და სამკაულის დიზაინერი თამარა ქაფიანიძე, რომელიც თავდაპირველად სწორედ სამკაულის დიზაინზე მუშაობდა  „კავეულის” სახელწოდების ქვეშ, რაც ქართული სიტყვაა რკინის პატარა ნივთის აღსანიშნავად. Kaveuli Parfum-ის ყუთი სუნამოსთან ერთად 5 მლ მოცულობის ვერცხლის გულსაკიდ-საპკურებელს ინახავს, რომელიც ფორმით საქართველოში აღმოჩენილ სანელსაცხებლებს და ვილენდორფის ვენერას მაგონებს. აქვე ავღნიშნავ, რომ ბრენდმა მეორე სუნამოც გამოუშვა, სახელწოდებით VENERA. ალუბლისა და თამბაქოს ნოტებით გაჯერებული აფროდიზიაკი მხატვარ სანდრო გუნიას აპლიკაციით იყო შთაგონებული, როგორც ლაღი და გამბედავი ქალის პორტრეტი.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top