თანამედროვე ინტერიერის ახალი სტანდარტი

30.10.2026

ინტერიერის შექმნა უამრავი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს – მასალის, ფერის, ფაქტურის, და ფორმის შერჩევას. თითოეული მათგანი განსაზღვრავს არა მხოლოდ სივრცის საბოლოო იერსახეს, არამედ იმასაც, რამდენად კომფორტული იქნება მასში ცხოვრება წლების შემდეგ. სწორედ ამ პროცესში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხიანი პროდუქცია, პროფესიონალური კონსულტაცია და არჩევანის თავისუფლება. „კერამიკა საქართველო“ ამ სამ პრინციპს ერთ სივრცეში აერთიანებს.

„კერამიკა საქართველო“-ს ისტორია Nork Group-ს უკავშირდება – კომპანიას, რომელსაც სამშენებლო და სარემონტო მასალების ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე, სამი წლის წინ, შეიქმნა ახალი მიმართულება, რომლის მიზანიც საერთაშორისო ბრენდების, თანამედროვე დიზაინისა და მაღალი ხარისხის მომსახურების ერთ სივრცეში თავმოყრა იყო.

დღეს „კერამიკა საქართველო“ მომხმარებელს ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს – კერამოგრანიტის ფილებით დაწყებული, სანიტარული კერამიკით, სააბაზანო ავეჯით, იატაკის საფარებით, შპალერებითა და სხვა მოსაპირკეთებელი მასალებით დასრულებული. თუმცა კომპანიის მთავარი უპირატესობა მხოლოდ ასორტიმენტის მრავალფეროვნება არ არის. „კერამიკა საქართველო“-ს კონცეფცია ეფუძნება მიდგომას, რომლის თანახმადაც ინტერიერის შექმნა ცალკეული პროდუქტების შეძენაზე გაცილებით მეტია – ეს ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების პროცესია, სადაც ესთეტიკა, ფუნქციონალურობა და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო დიზაინი ერთ სივრცეში

„კერამიკა საქართველო“-ს პორტფელში წარმოდგენილი ბრენდები განსხვავებული დიზაინერული ხელწერით, წარმოების ტრადიციებითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრიტანულ Victoria + Albert-ს, რომლის დიზაინერული აბაზანები და ხელსაბანები თანამედროვე სააბაზანო სივრცის ესთეტიკას ახლებურად განსაზღვრავს. ბრენდისთვის დამახასიათებელი სკულპტურული ფორმები და დახვეწილი პროპორციები ყოველდღიური გამოყენების საგნებს ინტერიერის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ელემენტებად აქცევს.

შვეიცარიული LAUFEN სანიტარული კერამიკის წარმოების მდიდარ ტრადიციას თანამედროვე დიზაინსა და ინოვაციურ მიდგომებთან აერთიანებს. მისი კოლექციები მოიცავს ხელსაბანებს, უნიტაზებს, ბიდეებსა და სააბაზანო ავეჯს, სადაც ფორმის სიზუსტე და ფუნქციონალურობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

პოლონური Deante კი სააბაზანოსა და სამზარეულოს მოწყობის პრაქტიკულ და ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს. შემრევები, საშხაპე სისტემები და აქსესუარები შექმნილია ყოველდღიური კომფორტისა და თანამედროვე ინტერიერის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კერამიკული ზედაპირების მიმართულებით „კერამიკა საქართველო“ იტალიური დიზაინის მრავალფეროვან არჩევანს წარმოადგენს. Imola, რომლის ისტორია 1874 წლიდან იწყება, იტალიური კერამიკული წარმოების გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. Impronta განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი მასალების ტექსტურებს, ქვისა და მარმარილოს ესთეტიკას, ხოლო Bottega Tiles დეკორატიული ზედაპირებისა და განსხვავებული ვიზუალური გადაწყვეტების ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

კომპანიის ასორტიმენტს ავსებს Maverick – იატაკის საფარებისა და მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებით, სადაც პრაქტიკულობა და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთს ერწყმის.

შოურუმში ასევე წარმოდგენილია Tintakol Georgia-ს სარემონტო მასალები, რომლებიც იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. ასორტიმენტი მოიცავს საღებავებს, წებოცემენტებს, გრუნტებს, ჰიდროიზოლაციის მასალებსა და თვითსწორებად იატაკებს. ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც რემონტის პროცესს უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

მომსახურება – ხარისხის გაგრძელება

„კერამიკა საქართველოში“-ში კარგად ესმით, რომ სარემონტო მასალების შერჩევა ხშირად რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება ერთდროულად უნდა პასუხობდეს ესთეტიკურ სურვილებს, ტექნიკურ მოთხოვნებსა და განსაზღვრულ ბიუჯეტს. სწორედ ამიტომ, შოურუმში მომხმარებელს პროფესიონალური კონსულტაციის მიღება შეუძლია. სპეციალისტები ეხმარებიან მასალების მახასიათებლების გაცნობაში, სხვადასხვა პროდუქტის შედარებასა და კონკრეტული სივრცისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევაში. ინდივიდუალური მიდგომა საშუალებას იძლევა, ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალურ მხარეზე, არამედ მის დანიშნულებასა და პრაქტიკულ თვისებებზეც.

განსაკუთრებით საინტერესოა ინტერიერის სწრაფი დიზაინის სერვისი, რომელიც მომხმარებელს შერჩეული მასალების ვიზუალურად წარმოდგენაში ეხმარება. ფერების, ფაქტურებისა და ზედაპირების ურთიერთშეხამების წინასწარ შეფასება მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და ინტერიერის საბოლოო შედეგის უკეთ გააზრების შესაძლებლობას იძლევა.

მომსახურების ეს მიდგომა პროდუქციის შეძენის შემდეგაც გრძელდება. „კერამიკა საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს შეძენილი მასალების მიტანასა და შესაბამის სართულზე ატანას – დეტალს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რემონტის ორგანიზებისას. ამგვარად, კომპანია ცდილობს, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გაამარტივოს მთელი პროცესი – პირველი კონსულტაციიდან პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიღებამდე.

სივრცე არჩევანისთვის

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩის 18 ნომერში მდებარე „კერამიკა საქართველო“-ს შოურუმი აერთიანებს საერთაშორისო დიზაინის განსხვავებულ მიმართულებებსა და ინტერიერის მოწყობის პრაქტიკულ შესაძლებლობებს. აქ მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში გაეცნოს სხვადასხვა მასალას, შეადაროს ტექსტურები, შეარჩიოს სასურველი პროდუქცია და მიიღოს პროფესიონალური დახმარება.

„კერამიკა საქართელო“-ს განვითარების საფუძველს სწორედ ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის ერთიანობა წარმოადგენს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ირჩევს მომხმარებელი დღეს, არამედ ისიც, რამდენად გამართლებული აღმოჩნდება ეს არჩევანი მომავალში. რადგან კარგად შექმნილი ინტერიერის ღირებულება მხოლოდ მისი დასრულების დღეს არ განისაზღვრება – ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, წლების განმავლობაში ვლინდება.

⭱