SVR – გაიმარტივეთ აკნესთან ბრძოლა

30.03.2023

რამდენიმე წლის წინ ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის მიერ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც აკნე ჩვენს კანზე უფრო მეტად და ხშირად – ემოციურ ჯანმრთელობას ვნებს! კვლევაში ვკითხულობთ, რომ პერმანენტული გამონაყარი ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას, შფოთვას, დაბალ თვითშეფასებას, მარტოობის შეგრძნებას, რაც საბოლოოდ აუარესებს ცხოვრების ხარისხს. საინტერესოა, რომ მექანიზმი ორმხრივია, ანუ აკნეს მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა რა უნდა ვქნათ როცა ის ზიანდება და ჩვენს საპირისპიროდ მოქმედებს? სტატიის შეჯამებაში რეკომენდაცია შემდეგი სახისაა – დაიწყეთ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე და გაიმარტივეთ ბრძოლა. #ამარტაგირჩევთ თუ ახლა კანზე სულ რამდენიმე ელემენტს ამჩნევთ და გაწუხებთ მათი არსებობა, შეარჩიეთ მოვლის სწორი საშუალებები და დაიწყეთ მათი მორჯულება.

თინეიჯერების 80%, ხოლო მოზრდილთა 40%-ს რაიმე ფორმით მაინც აწუხებს აკნე, არადა მნიშვნელობა არ აქვს 15 თუ 35 წლის ხარ, უბრალოდ არ გსურს მოცემულობის მიღება და თვლი რომ დროა იმოქმედო. ჩვენ კი, პრობლემის სიმწვავის მიხედვით, სხვადასხვა პროდუქტს გირჩევთ.

გელ-მუსანტი SEBIACLEAR

მოვლის რუტინის საწყისი ეტაპი კანის სრულფასოვანი გასუფთავებაა, რაც ზედმეტი გამოშრობის გარეშე უნდა დასრულდეს. მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სწრაფი აღდგენისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი კრემოვანი, თუმცა აქაფებადი გელ-მუსებია, მათ შორის – ფრანგული ბრენდის  SVR Sebiaclear ხაზიდან. პროდუქტი განკუთვნილია სახისა და ტანისთვის. კრემის ტექსტურის აქაფებადი გელი ნაზად წმენდს კანს, აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს, ისე რომ არ აშრობს მას. წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას აკნეს ლაქებთან ბრძოლისთვის.

SEBIACLEAR Flash Bulb
Anti-blemish, anti-redness, smoothing concentrate

ეს პროდუქტი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის, თუმცა აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, რომელიც სენსიტიურობით იტანჯება. ფორმულირებულია დერმატოლოგიურად აღიარებული ანთების საწინააღმდეგო და კერატოლიზური ინგრედიენტებით – აზელაინის 15%-იანი და სალიცილის მჟავებით. თუთიასთან და ნიაცინამიდთან კომბინაციით, SEBIACLEAR Flash bulb ღრმად წმენდს კანს, შესამჩნევად ამცირებს მის ნაკლოვანებებსა და ებრძვის სიწითლეს რეკორდულად მოკლე დროში.

ეს ულტრაკონცენტრირებული მოვლის პროდუქტი შეიძლება ადვილად იყოს ინტეგრირებული ნებისმიერ მოვლის რუტინაში 10 წლის ასაკიდან.გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. დაიტანეთ საშუალება დილით და/ან საღამოს სუფთა, მშრალ სახეზე ცალკე, ან კანის მოვლის ძირითად საშუალებასთან ერთად.

SEBIACLEAR Sérum
Global corrector for blemishes, marks and wrinkles

Sebiaclear-ის ეს შრატი განსაკუთრებით საინტერესო მექანიზმით მუშაობს, ის ერთის მხრივ, ებრძვის გამონაყარს, მეორეს მხრივ კი – დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, რისი შემჩნევაც 7 დღიანი, ინტენსიური გამოყენების შემდეგაა შესაძლებელი. პროდუქტი დერმატოლოგიურად ტესტირებული, არაკომოდოგენური და ჰიპოალერგიულია.

გამონაყარის საწინააღმდეგო მოქმედება


გლუკონოლაქტონი 14 % + ნიაცინამიდი 4 %-ს გააჩნია გამონაყარის, ლაქების, ფერიმჭამელების, ნარჩენი შრამების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და ვიზუალურად ამცირებს ფორებს.

დაბერების საწინააღმდეგო კომპლექსი


RETINOID-LIKE რეტინოიდი + ჰიალურონის მჟავა ებრძვის დაბერების ნიშნებს. იცავს კანს და უზრუნველყოფს ნაოჭების ვიზუალურ შემცირებას.

დაბინძურების საწინააღმდეგო მოქმედება


მცენარეული ანტიოქსიდანტი + დაბინძურების საწინააღმდეგო შაქარი: იცავს კანს გარე გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან და შემდგომი დაზიანებისგან.

SEBIACLEAR SPF50 + Cream

გამონაყარისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში ყოველთვის სკეპტიკურად უყურებენ მზისგან დამცავის გამოყენებას. პროცესს თან ახლავს ფორების დახშობის და აკნეს მაპროვოცირებელი შიშები, რომელიც „სებიაქლიარ“-ის ხაზის გამოყენებით სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა. ეს პროდუქტი დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და აღმდგენი საშუალებაა, რომელიც ფორმულირებულია, როგორც გამოშრობის საწინააღმდეგო საცხი. რეკომენდებულია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის. ეფექტურია აკნეს მედიკამენტოზური მკურნალობისას, რომელიც კანის სიმშრალეს იწვევს, ღრმად ატენიანებს კანს და ანიჭებს მას კომფორტის შეგრძნებას, ამცირებს გამონაყარს, შეიცავს მზის დამცავ ფილტრს და იცავს კანს ლაქების გაჩენისგან.

SEBIACLEAR mat + pores

ხშირად, მკურნალობის პროცესში კანის დამცავ ბარიერს ვიზიანებთ, რისი წინა პირობაც არა სებორეგულაცია, ანუ ცხიმის გამოყოფის დაბალანსება, არამედ ცხიმოვანი ჯირკვლების დათრგუნვა და კანის გამოშრობაა. SVR სახის კრემი გლუვი ეფექტით რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. არეგულირებს ცხიმის სეკრეციას, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს და ერთგვაროვან სტრუქტურას ანიჭებს კანს. გააჩნია პილინგის ნაზი ეფექტი. ნიაცინამიდი (4%), გლუკონოლაქტორნი (4%) + უზრუნველყოფს კანის სრულფასოვან ჰიგიენას. 

და რადგან სარწმუნო კვლევებითაც დასტურდება, რომ გამონაყარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში, აუცილებელია დროულად შევქმნათ აკნესთვის არასასურველი გარემო და ვებრძოლოთ დროში გამოცდილი, ეფექტური პროდუქტებით.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top