აავსე შენი ზაფხული განსაკუთრებული მომენტებით

ქუთაისსა და ბათუმში მეამა ქოლექთის ემოციების შეგროვების კამპანია გრძელდება

02.08.2021

შეაგროვე ემოციების ნაკრები, მოიარე შენი საყვარელი ადგილები ქუთაისსა და ბათუმში და გაუზიარე განსაკუთრებული მომენტები სხვებს – მეამა ქოლექთის საინტერესო, საზაფხულო კამპანია გრძელდება.

ზაფხულის განმავლობაში, ორ ქალაქში: ბათუმსა და ქუთაისში არომატული ყავის მოყვარულებს, „მეამა ქოლექთის” ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ემოციების შეგროვება ორიგინალურ ფორმატში შეუძლიათ. 

„მეამა ქოლექთში” მომზადებული უნიკალური გემოს ყავისა და ჩაის კოქტეილები  ქუჩაში სეირნობის დროს ადამიანის საუკეთესო თანამგზავრია. სწორედ სეირნობას და განსაკუთრებული ემოციების შეგროვებას უკავშირდება მეამა ქოლექთის საზაფხულო კამპანიაც. 

ჩვენს ცხოვრებაში არის ბევრი პატარა მომენტი, რომელსაც შეუძლია დიდი ემოციები მოგვანიჭოს. ამ მომენტებს განვიცდით სხვადასხვა უნიკალურ ლოკაციებზე, რომლებიც ჩვენს ქალაქებში ყოველდღიურად გვხვდება. ბათუმსა და ქუთაისშიც უამრავი ასეთი საინტერესო ადგილია, რომელიც ყოველდღიურ ქაოტურ რეჟიმში შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს და სრულფასოვნად ვერ დავაფასოთ. სწორედ ამ ადგილებში უნიკალური ემოციების შეგროვება გახდა მეამა ქოლექთის საზაფხულო კამპანიის შთაგონების წყარო. სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი ვებ გვერდის მეშვეობით, დადებითი ემოციების განცდა, საინტერესო ადგილების აღმოჩენა და განსაკუთრებული მომენტების სხვებისთვის გაზიარება „მეამა ქოლექთთან” ერთად არის შესაძლებელი.  

მეამა ქოლექთში მისულ ადამიანებს, სასმლის შეძენისას შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი ემოციის შესაბამისი სტიკერი. ასევე, მომხმარებელი ჭიქაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით აღმოაჩენს უნიკალური ემოციების ნაკრებს, რის შემდეგაც მათ შეგროვებას ქუთაისსა და ბათუმში დაიწყებს. ვებპლატფორმაზე გადასვლისას მომხმარებელი თავად ირჩევს რომელი ემოციის შეგროვება სურს, ქალაქის რომელ წერტილში და შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს, როგორც უკვე შემოთავაზებული ლოკაციებით, ასევე თავადაც ესტუმროს სხვადასხვა ადგილს, შეაგროვოს უნიკალური ემოციების ნაკრები, გადაიღოს ფოტოები და გაუზიაროს სხვებს. 

კამპანიის ფარგლებში „მეამა ქოლექთმა”, როგორც სიახლეების მოყვარულმა და ორიგინალური გადაწყვეტებით ცნობილმა ბრენდმა, არასტანდარტული ფორმატის ვიდეო რგოლებიც შემოგვთავაზა. ამ ვიდეოებში ვეცნობით ისტორიებს ახალგაზრდებზე, რომლებიც მეამა ქოლექთის კოქტეილებთან ერთად მშობლიურ ქალაქში თავდავიწყებით ატარებენ დროს და განსაკუთრებული ემოციების ნაკრებს აგროვებენ. ვიდეო რგოლებისთვის შეიქმნა ორი ახალი სიმღერა, რომლებიც ბათუმისა და ქუთაისის ინდივიდუალურ ხასიათს იდეალურად გადმოსცემს. მუსიკის შექმნაზე „მეამა ქოლექთმა” ქართველ მუსიკოსებთან – ნინი ნუცუბიძესთან, გიორგი გიგაშვილთან და მარიამ ჯანჯღავასთან ერთად იმუშავა. ბათუმსა და ქუთაისზე შექმნილი ახალი სიმღერების მოსმენას „მეამას„ YouTube  არხზე შეძლებ.

მეამა ქოლექთის საზაფხულო კამპანიისთვის შეიქმნა უნიკალური ტიპოგრაფიაც, რომელიც მომრგვალებული ფორმებით და ჰაეროვნებით გამოირჩევა. ახალი ტიპოგრაფიის შექმნის მიზანი სწორედ „მეამა ქოლექთის” საზაფხულო კამპანიის იდენტობისა და ხასიათის გადმოცემა იყო. 

შეგროვებული ემოციების გაზიარება როგორც კამპანიის ვებგვერდზე, ასევე საკუთარ Facebook და Instagram „სთორიშიც“ შეგიძლია. ვიდეოებისა თუ ფოტოების გასაფორმებლად მეამა ქოლექთის სტიკერების ნაკრებს და ორ ახალ სიმღერასაც აღმოაჩენ. მოკლედ, ქუთაისსა და ბათუმში ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ განსაკუთრებული ემოციები შეაგროვო, მივიწყებული ან ჯერ კიდევ შენთვის უცნობი ადგილები თავიდან აღმოაჩინო და შეიქმნა ამაღლებული საზაფხულო განწყობა.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top