09.11.2021

შეგნებული ცხოვრების გარკვეული პერიოდი იტალიური ღვინო, მუსიკა და არქიტექტურა გიზიდავს, შემდეგ კი იაზრებ, რომ ამ ხალხის განუზომელი ტემპერამენტი და სიცოცხლის სიყვარული ყველა მიმართულებით პოულობს შთაგონებას და რასაც ეხებიან, განსაკუთრებულს ქმნიან. ახლა ის დროა, იტალიური კანის მოვლის საშუალებები შევიყვაროთ და დავრწმუნდეთ, რომ მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი სულაც არაა საიდუმლო და შესაძლოა ბიონიკეს SKINERGY ხაზშიც კი აღმოვაჩინოთ.

მთავარი გზავნილი ასე ფორმულირდა „გაათავისუფლე კანქვეშა ენერგია“. ინოვაციური ადაპტოგენ კომპლექსი ახდენს უჯრედული ბიოენერგიის აქტივაციას, რაც იცავს კანს სტრესისა და მისგან გამოწვეული დაზიანებებისგან, ბუნებრივია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტი-ასაკობრივი მოქმედებაა.

დაკავებული დღის რეჟიმი, უამრავი საზრუნავი და ის ფაქტი, რომ მუდმივად სადღაც გვეჩქარება, პრიორიტეტების გადანაწილებაში დაუძლეველ წინაღობას ქმნის, რაც საბოლოოდ სტრესად კონვერტირდება. რეალურად კი, სტრესი, ალკოჰოლთან, თამბაქსოთან, ძილის ნაკლებობასა და მზის მავნე მოქმედებასთან ერთად წამყვან პოზიციას იკავებს კანის დაბერების გამომწვევ ფაქტორებში. სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის ჰიპერსეკრეციამ შესაძლოა უჯრედულ დონეზე იმოქმედოს, გამოიწვიოს ჰიალურონის მჟავის განლევა ან საერთოდაც კოლაგენის სინთეზის შეფერხება. ამ დროს ჩნდება ასაკობრივი ნიშნები, იცვლება კანის სტრუქტურა, იწყება მისი გამოშრობა და ფერიც არასახარბიელოდ გვეჩვენება. დაახლოებით ამ გზით ფორმირდება ნაოჭი. სწორედ ამიტომ, რუტინა ასაკობრივი 26 წლიდან ხდება, მაგრამ 30-35 წლის ასაკში სტრესის მატებასთან ერთად, განსაკუთრებული როლი შერჩეულ ფორმულებს ენიჭება.

ასაკზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ჩვენი კანის სასიცოცხლო ციკლს, გვესმოდეს მისი შედარებით მოშვებისა თუ სტრუქტურული ცვლილებების არსი.

20 წლამდე

თინეიჯერობაში კანის ძირითადი პრობლემა გარდატეხის ასაკის თანმდევი აკნეა, რომელიც ჰორმონალური ბალანსის დალაგებასთან ერთად გვემშვიდობება. კანის დამცავი ბარიერი მყარია, უმკლავდება გამაღიზიანებელ ფაქტორებს, სტრუქტურულად გამოხატულია ერთგვაროვნება და საკმარისი ელასტიურობა.

20-30 წელი

კანისთვის უმნიშვნელოვანესი ცილის კოლაგენის სინთეზი შედარებით ფერხდება, ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან თავდაცვის არარსებობის შემთხვევაში ჩნდება/მრავლდება ჭორფლები ან პიგმენტური ლაქები, „ბავშვობის ცხიმის“ გალევის შემდეგ ვიზუალი შედარებით ქალური ხდება. თავს იჩენს მიმიკური ნაოჭების საწყისი ეტაპი – ხაზები. 26 წლიდან კი, რუტინა ასაკობრივი მოვლის რეჟიმზე, საპრევენციო მიმართულებით იცვლება.

30-40 წელი

ახლა უკვე კოსმეტოლოგის კაბინეტში მანიპულაციების ჩატარებაც შესაძლებელია, ასაკობრივი რუტინის მძიმე არტილერიით აღჭურვის პარალელურად. გრავიტაციული ძალის მოქმედება გამოიხატება კანის შედარებით მოშვებით, ანუ სიმკვრივის დაკარგვით. თუმცა კარგი ამბავიც გვაქვს – ჰორმონები ნამდვილად თავის ადგილას უნდა იყვნენ და გამონაყარი სავარაუდოდ აღარასდროს შეგაწუხებთ. კოკო შანელს თუ დავუჯერებთ, ამ ასაკში ქალს ის სახე აქვს, რომელიც ეკუთვნის, ანუ განსაკუთრებით ლამაზი ხართ. ანტი-ასაკობრივმა რუტინამ და მზისგან სათანადოდ დაცვამ არაჩვეულებრივად იმოქმედა, ახლა #ამარტაგირჩევთ  განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები „ბიონიკეს სკინერჯი“ ხაზიდან და შეინარჩუნოთ მარადიული ახალგაზრდობა.

რატომ სკინერჯი?

საიდუმლო ხელოვნების დონეზე აყვანილი ფორმულირება – ადაპტოგენის კომპლექსია. ადაპტოგენის მიღება მცენარეებიდან და სოკოების სამეფოდან ხდება, იმ არსებებიდან, რომლებიც მთებში, უდაბნოებსა და სხვადასხვა უკაცრიელ გარემოში იზრდებიან. მათ გააჩნიათ სტრესისა და გარემო ფაქტორებისადმი დიდი გამძლეობა, ზუსტად ის დამცველობითი ენერგია, რომელიც ჩვენს კანს სჭირდება.

REACTIVATING CREAM

ნორმალური და კომბინირებული კანისთვის

მსუბუქი ტექსტურის აღმდგენი საცხი ადვილად შეიწოვება, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და უფრო მტკიცეს ხდის დამცავ ბარიერს.

REACTIVATING BALM

მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის

ამ სეზონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მსუყე, ბალმისებრი დამატენიანებელი საშუალების სწორად შერჩევა. „ბიონიკეს სკინერჯის“ რეაქტივატორი კანზე შეხებისთანავე დნება, ამცირებს სიმშრალით გამოწვეული დაჭიმულობისა და დისკომფორტის შეგრძნებას. ყველაზე მკაცრი კლიმატური პირობებისასაც კი, დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს კანს ტენიანობას.

REACTIVATING AMPOULES

ნებისმიერი ტიპის კანისთვის

ამპულა ძლიერ კონცენტრირებული, აქტიური ინგრედიენტების მაღალი შემცველობის მქონე შრატია. მოლეკულური ზომიდან გამომდინარე ადვილად გაივლის დამცავ ბარიერს, აღადგენს კანის სტრუქტურასა და სიმტკიცეს.

სკინერჯის ხაზის თითოეული პროდუქტი მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა, ყველაზე სენსიტიური კანის შემთხვევაშიც კი  ტესტირებულია ნიკელზე, არ შეიცავს პრეზერვატივებს, შემნახველ ნივთიერებებს, პარფიუმსა და გლუტებს

შესამჩნევი შედეგები

მეტი დამაჯერობლობისთვის კომპანიამ დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა 35-დან 45-წლამდე ქალებში, რომლებიც უჩიოდნენ კანის უსიცოცხლო ფერს, მიმიკურ ხაზებსა და ასაკობრივ ნაოჭებს. კვლევის შედეგების მიხედვით: 4 კვირის თავზე გამოკითხულთა 90% აღნიშნავდა, რომ კანს მოემატა ტონუსი 92%-ის შემთხვევაში კი, კანის სტრუქტურა  ერთგვაროვანი გახდა.

იტალიელებს ძალიან უყვართ მოდა, გემრიელი საჭმელი, საკუთარ თავზე ზრუნვა, ახალგაზრდული სული, ამიტომ კანის მოვლა თავისუფლად შეგვიძლია ვანდოთ, მითუმეტეს, თუ რუტინა ბიონიკეს, ანუ სიცოცხლის გამარჯვებით დაკომპლექტდება.

კონტრიბუტორი ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap