თვალის გარშემო კანის მოვლა

22.11.2021

ადამიანები ყველაზე მეტს პოლიტიკაზე, რელიგიასა და გემოვნებაზე დაობდნენ იქამდე, სანამ სილამაზის ინდუსტრიაში თვალის მოვლის საშუალებები გაჩნდებოდა.დღეს აქტუალური მსჯელობის საგანია თვალის კრემი, უბრალოდ მცირე ზომის შეფუთვით წარმოდგენილი დამატენიანებელი საცხია, თუ სპეციალიზირებული საშუალება დელიკატური ზონისთვის? მოკლედ, მარკეტინგსა და რეალობას შორის ბეწვის ხიდი გადის და დღეს სწორედ მასზე

უნდა გავიაროთ.

დავიწყოთ ყველაზე მარტივით.  მაშინაც კი, როცა დღე-ღამეში 4-6 საათი გვძინავს, არ გვსურს თვალის უპეებმა საიდუმლო გათქვან, კიდევ უფრო მწვავედ განვიცდით თუ სათქმელი ჩვენი ასაკის შესახებაც აქვთ. ნაოჭების, მიმიკური ხაზებისა თუ ე.წ ბატის ფეხების პრევენციისთვის შესაბამისი რუტინის შემუშავებაა საჭირო. იქამდე კი რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.

  1. თვალის მუქი წრეები შესაძლოა გენეტიკური ფაქტორით იყოს განპირობებული და საცხებმა თუ კოსმეტიკურმა პროცედურებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღოს;
  2. ასაკის მატებასთან ერთად თვალის გარშემო კანის სტრუქტურა იცვლება და კუნთების ტონუსი იკლებს. სწორედ ამიტომ ე.წ ორბიტის გარშემო არსებული ცხიმი გრავიტაციული მოქმედებით ინაცვლებს თვალის ქვედა ნაწილებისკენ. რეალურად ამ ზონაში ადვილად კავდება სითხეც, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შეშუპებული უპეების ვიზუალს;
  3. კანის ფერსა და ელასტიურობაზე გავლენას ისეთი ფაქტორებიც ახდენს, რომლებზეც ხშირად არც ვფიქრდებით, მაგალითად ე.წ ლურჯი ნათება თანამედროვე გაჯეტებიდან, თამბაქოს მოხმარება თუ ზედმეტად ექსპრესიული მიმიკები.

 სანამ ნეიროტოქსინების, მიკროდერმააბრაზიისა და სხვა რთული სიტყვებით დამახასიათებელი პროცედურების საჭიროება დადგება #ამარტაგირჩევთ თვალის გარშემო კანის მოვლის ეფექტურ პროდუქტებს.

INSTITUT  ESTHEDERM

INTENSIVE  HYALURONIC  EYE  SERUM

 ჩემთვის, აქტივებს შორის გამორჩეულ ადგილს ჰიალურონის მჟავა იკავებს. რეკომენდაციის გაცემისასაც გაცილებით უფრო თამამი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, ალერგიული ალბათობების ყველაზე დაბალი წილი იმ აქტივებზე მოდის, რომელიც ისედაც წარმოდგენილია ჩვენს ორგანიზმში. ჰიალურონის განლევასთან ერთად, იმატებს ნაოჭები, ამიტომ ამ ბუნებრივი შემავსებლის მქონე ფორმულებს „ოქროს ფასი“ აქვს. ფრანგულ ბრენდ „ესტედერმ“-ის ჰიალურონის მჟავის შემცველი თვალის შრატი ინტენსიური მოვლის საშუალებაა,  რომელიც გამოიყენება დილის და საღამოს რუტინაში.  ის ატენიანებს დელიკატურ კანს, მცირე ზომის მოლეკულების გამო ადვილად შეიწოვება და ეფექტურია, როგორც წვრილი ხაზების, ასევე ნაოჭების შემთხვევაში. ჰიალურონს ახასიათებს სითხის „მიზიდვის“ მოქმედება, ამიტომ მისი რეგულარული გამოყენებისას თვალის კონტური მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

INSTITUT  ESTHEDERM

EYE  CONTOUR  EXCELLAGE

ისევ საფრანგეთში, ინსტიტუტ „ესტედერმ“-ის ლაბორატორიაში დავრჩეთ და EXCELLAGE თვალის კრემზე ვისაუბროთ. როგორც ცნობილია, ტექნიკა, რომლითაც აღნიშნული ხაზი მოქმედებს, უჯრედულ დონეზე ცვლილებებს გულისხმობს. მდგრადობა, სრულფასოვანი კვება და ბრწყინვალება – ამ სამ ბენეფიტს მოუტანს აღნიშნული საცხი თქვენს უპეებს. გამოყენებიდან 2-3 კვირის შემდეგ მზერა უფრო დასვენებული, კანი განახლებული და გაბრწყინებული, ხოლო მიმიკური ნაოჭები შემცირებული უნდა იყოს.

MIZON

SNAIL  REPAIR  EYE CREAM

კორეული კოსმეტიკის მოყვარულ მკითხველზეც  ვიზრუნოთ და „მიზონ“-ის მულტიფუნქციური ფორმულა შევუფასოთ. ცოტა შორიდან დავიწყებ, მახსოვს ბავშვობაში ტელევიზიით არაჩვეულებრივი რეკლამა გადიოდა: მსახიობი ლოკოკინის ექსტრაქტის მქონე საცხს გადაისვამდა და იკურნებოდა ყველა იარა, ივსებოდა ყველა ნაოჭი, მთელდებოდა ყველა გატეხილი გული. ამ დროიდან ლოკოკინა ჯადოქარი და მუცინი – სასწაულმოქმედი საშუალება მეგონა. მოკლედ, ამ არაჩვეულებრივი აღმდგენი კომპონენტის  80%-იანი შემცველობა სათქმელს ხმამაღლა ამბობს და „მიზონ“-ის საცხს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად თვალის კრემად აქცევს.

CAUDALIE

PREMIER  CRU  THE  EYE  CREAM

როგორ უნდა იგრძნობოდეს განსაკუთრებული კლასი და ხარისხი შეფუთვიდანაც კი? ეს არის ის, რაც ფარმაციის ლეგენდამ  „კოდალი“-მ ზუსტად იცის. ძალიან ფრანგული სახელის მქონე Premier Cru ულტრა-ეფექტური, ნამდვილად პრემიუმ საშუალებაა ასაკობრივი ნიშნების შესაჩერებლად. ამცირებს შეშუპებას, უპეების სილურჯეს და უკვე წარმოშობილ ნაოჭებს. ამავდროულად პარფიუმის გარეშე, მხოლოდ ექსკლუზიური, დაპატენტებული ინგრედიენტებით არის ფორმულირებული და მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა.

SVR -ის შემთხვევაში თვალის მოვლა ორი მიმართულებით, ღამის და დღის ამპულებად იყოფა.

AMPOULE RELAX

Reviving, regenerating + fortifying eye contour night serum with GABA + postbiotics.

ანტიასაკობრივი მოქმედების თვალის კონტურის აღმდგენი შრატი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და კანის აღდგენის სტიმულირებას, რათა შეამციროს წვრილი ხაზები და ნაოჭები, თვალის ქვეშ ჩანთები და მუქი წრეების ფორმირება ღამით.

AMPOULE REFRESH

Ultra-fresh smoothing, lifting + brightening eye contour day serum with peptides, caffeine + hyaluronic acid.

კოფეინი, ჰიალურონის მჟავა და პეპტიდები – იდეალური ფორმულა დელიკატური კანის მოვლისთვის. თვალის კონტურის მატონიზირებელი-გამაღიავებელი შრატი ხელს უწყობს სისხლის მიკროცირკულაციის სტიმულირებას, რათა შეამციროს წვრილი ხაზები და ნაოჭები, თვალის ქვეშ ჩანთები და მუქი წრეები მთელი დღის მანძილზე.

 დელიკატური კანის შემთხვევაშიც კი.

HORMETA

Global Eye Contour Cream

პრემიუმ ბრენდებსა და პროდუქტებზე საუბრისას წამში გახსენდება შვეიცარია და მისი ხარისხი.  „ჰორმეტა“-ს Global Eye Contour Cream დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი განსაკუთრებით მსუბუქი და ადვილად შეწოვადი ტექსტურითაა წარმოდგენილი.  რეკომენდებულია 25 წლიდან გამოსაყენებლად და ხსნის ყოველგვარ დისკომფორტს, მათ შორის სიმშრალესა თუ დაჭიმულობას. ამავდროულად აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ამცირებს დაღლილობის ნიშნებს და აუფერულებს მუქ წრეებს. მოკლედ, იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც მსუბუქ, მაგრამ ეფექტურ საცხს ეძებს.

და ბოლოს, რისიც ღრმად მწამს ის არის, რომ სილამაზე და თავის მოვლა შესაძლოა ყველაფერი იყოს გარდა შეჯიბრისა (მაშინაც კი, თუ მარათონულ ნებისყოფას და მონდომებას საჭიროებს), მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე რომ იყოს მოიგებდა ის,  ვინც თვალის გარშემო კანის მოვლას უფრო ადრე დაიწყებდა.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top