სივრცე დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტებისთვის, რომლებიც ლინზის მიღმა იყურებიან

AQUARIUM

11.11.2025

AQUARIUM კურირებული ციფრული პლატფორმაა, რომელიც საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის მდიდარი კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

“ზაჰესი 708”, 2001 (რეჟ. თამუნა ქარუმიძე)
Zahesi 708, 2001 (Tamuna Karumidze)

შეიძლება ითქვას, რომ AQM წარმოადგენს კულტურულ ხიდს, რომელიც რეგიონულ მთხრობელებს გლობალურ აუდიტორიასთან აკავშირებს. მრავალენოვანი ხელმისაწვდომობის, ექსპერტული კურატორობისა და საგანმანათლებლო რესურსების მეშვეობით, პლატფორმა მხარს უჭერს კინომოყვარულებს, მედია-არტისტებს, მკვლევრებსა და დიასპორას, რათა მათ კავკასიის უნიკალური ხმებისა თუ ვიზუალური ნარატივების შესწავლა შეძლონ.

„ბოდიში დაგვიანებისთვის”, 2021 (რეჟ. ლუკა ბერაძე)
Sorry For Being Late, 2021. (Luka Beradze).

„ბუდე“, 2012 (რეჟ. თორნიკე ბზიავა),
Nest, 2012 (Tornike Bziava)

„ანდრო“, 2017 (რეჟ. თორნიკე გოგრიჭიანი)
Andro, 2017 (Tornike Gogrichiani)

ქართველი კინემატოგრაფისტების კულტურულ დიალოგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამხრეთ კავკასიაში არსებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, განსაკუთრებით კი რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტმა. სწორედ ამ დინამიკამ ჩამოაყალიბა ქართული კინოს თემატიკა, თანამშრომლობის ფორმები და საერთაშორისო აღქმა.

„სერგო გოთვერანი“, 2009 (ირაკლი ფანიაშვილი).
Sergo Gotverani, 2009 (Irakli Paniashvili)

„როცა დედამიწა მსუბუქია“, 2015 (თამუნა ქარუმიძე, სალომე მაჩაიძე, დავით მესხი)
When The Earth Seems To Be Light, 2015 (Tamuna Karumidze, Salome Machaidze, David Meskhi)

რთული პოლიტიკური ლანდშაფტი, მათ შორის საქართველოს ნიუანსირებული ურთიერთობა რუსეთთან, მნიშვნელოვნად მოქმედებს კინოს შექმნის გარემოზეც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კინორეჟისორი და არტისტი პოლიტიკური სენსიტიურობის გამო გამოწვევების წინაშე დადგა, AQUARIUM ინარჩუნებს სიმტკიცეს და კინოს გამოხატვისა და დიალოგის საშუალებად იყენებს.

A PLACE FOR THE INDEPENDENT FILMMAKERS WHO SEE BEYOND THE LENS

Aquarium is a curated digital platform dedicated to preserving, showcasing, and promoting the rich cinematic heritage of Georgia and the broader South Caucasus.
AQM serves as a cultural bridge connecting regional storytellers with global audiences. Through multilingual access, expert curation, and educational resources, the platform supports film enthusiasts, media artists, researchers, and the diaspora in exploring the unique voices and visual narratives of the Caucasus.

The cultural dialogue among Georgian filmmakers has been significantly influenced by the geopolitical tensions in the South Caucasus, particularly the ongoing conflict with Russia. These dynamics have shaped the themes, collaborations, and international reception of Georgian cinema.

The complex political landscape, including Georgia’s nuanced relationship with Russia, influences the filmmaking environment. While some filmmakers and artists have faced challenges due to political sensitivities, the AQUARIUM stays resilient, using cinema as a tool for expression and dialogue.

Scroll To Top