მზისგან დაცვა და ფოტოდაბერების პრევენცია

PHARMACERIS

10.05.2022

გადავიმეოროთ ყველასთვის ნაცნობი ჭეშმარიტება „მზისგან დაცვა და ფოტოდაბერების პრევენცია აუცილებლობას წარმოადგენს“,  თუმცა აფთიაქის დახლზე ჩამწკრივებულ პროდუქტებს თუ გადაავლებთ თვალს მიხვდებით, რომ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და თქვენი საჭიროებებისთვის პროდუქტის სწორად შერჩევა არც თუ ისე მარტივი დავალებაა. დაპირებისამებრ, ჩვენ ვაგრძელებთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას და როგორც ყოველთვის, #ამარტაგირჩევთ მაქსიმალურად დაიცვათ თავი ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან. 

რეალურად, მზისგან დამცავის შემთხვევაში არა მხოლოდ პროდუქტის სწორად შერჩევაა მნიშვნელოვანი, არამედ მისი დოზირების განსაზღვრაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ SPF ჩვენი რუტინის ერთ-ერთი ყველაზე „არაეკონომიური“ კომპონენტია. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 1 ჩაის კოვზის მოცულობის საცხი გადავინაწილოთ მთელს სახეზე და შეძლებისდაგვარად განვიახლოთ ყოველ 2 საათში. ოქროსფერ სეზონზე, ფრიალა კაბებისა და კანის სიშიშვლის პერიოდში სხეულის სხვა ნაწილებიც არ უნდა დავივიწყოთ და მაქსიმალურად ვცადოთ 1 გოლფის ბურთის მოცულობის საცხით დავიფაროთ სახე, კიდურები და დეკოლტეს ზონა. 

მეორე, არა ნაკლებ აქტუალური საკითხი SPF-ის მოქმედების სიძლიერეა. შევთანხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში, რაც მეტია მზისგან დამცავი ფაქტორის რიცხვი, მით უფრო ეფექტურია მისგან მიღებული შედეგი. SPF 30 – 97%, SPF 50 -98%, SPF 100 – 99% გვიცავს UVB სხივებისგან. დერმატოლოგები გვირჩევენ არჩევანი მაღალ პროცენტულობაზე გავაკეთოთ. 

აქვე ერთი მარკეტინგული ხრიკიც უნდა ვახსენოთ. ხშირად, პროდუქტი მაღალი დამცველობითი ინდექსითაა წარმოდგენილი, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება ფორმულაც, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სადღაც, შეფუთვის სულ ყველაზე შეუმჩნეველ ადგილას UVA წარწერას აღმოაჩენთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული საშუალება ულტრაიისფერი სხივების A კატეგორიისგან გიცავთ, ჩვენ კი Broad Spectrum მოქმედება გვესაჭიროება, რაც UVA და UVB სხივებისგან დაცვას გულისხმობს. 

PHARMACERIS A

SPECIAL PROTECTION CREAM

SPF 100+ FOR FACE AND BODY

ექიმ ირენე ერისის ბრენდი ფარმაცერისი უნიკალურ საცხს სთავაზობს მომხარებელს. SPF 100+ შეიცავს UVA, UVB, HEV, IR დამცავ ფილტრებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ანეიტრალებს ფაქტობრივად ნებისმიერი ტიპის ულტრაიისფერი თუ ლურჯი სხივების მავნე მოქმედებას. მაღალი გამოსხივების მქონე გაჯეტების აქტიური მოხმარება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, სწორედ ამიტომ, თანამედროვე მედიცინა კიდევ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას მისი მავნე ზეგავლენის შემსუბუქებაზე.

მოქმედება

  • საცხი უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დაცვას მთელი წლის განმავლობაში;
  • ხელს უშლის: ულტრაიისფერი სხივებისგან გამოწვეულ დამწვრობას, ალერგიას, კანის მგრძნობელობის მომატებასა და ანთებით პროცესებს, ასევე გამონაყარისა და პიგმენტური ლაქების ფორმირებას; 
  • მნიშვნელოვნად ამცირებს ფოტოდაბერების და კანის კიბოს რისკს, ასევე ოქსიდაციურ სტრესსა და დნმ-ის მუტაციას (გამოწვეულს სხვადასხვა ტიპის სხივებით);
  • ნატურალური კანოლას ზეთისა და ცხიმოვანი წყალმცენარეების ექსტრაქტის წყალობით, კრემი ხელს უწყობს კანის ოპტიმალური ტენიანობისა და ბუნებრივი ლიპიდების დონის შენარჩუნებას, რაც იდეალური მოქმედებაა სიწითლის პრევენციისთვის;
  • ფორმულა წყალგამძლეა;
  • პროდუქტი  უსაფრთხოა კანის კიბოს მომატებული რისკის მქონე, მაგალითად იმუნოსუპრესიული პაციენტებისთვის;
  • რეკომენდებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტოზური მკურნალობის პროცესში იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მზისგან განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ.

DERMO-PROTECTIVE MINERAL CREAM SPF 50+
VERY HIGH PROTECTION TO MINIMIZE SKIN IRRITATION 75 ML

მინერალური დამცავი საცხი SPF 50+ უსაფრთხო ინგრედიენტებითაა ფორმულირებული. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ბავშვებისა და ჩვილებისთვის 1 დღის ასაკიდან. მცირეწლოვნებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია დაცვა გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან, როგორებიცაა მზის სხივების ჭარბი კონცენტრაცია, ქარი და მკაცრი კლიმატური პირობები. აღნიშნული საცხი ქმნის ერთგვარ ბარიერს დერმაზე, რაც სასიამოვნოა ატიპიური, გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილი, ალერგიული  კანისთვისაც კი. 

PHARMACERIS T
MOISTURIZING AND SOOTHING FACE CREAM SPF 30
FOR USE DURING AND AFTER ANTI-ACNE TREATMENTS

ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანის მკურნალობისა თუ პოსტ-სამკურნალო პერიოდში მზისგან დაცვა პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, კანთან მაღალი ტოლერანტობის ინდექსით გამორჩეული საცხი ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს რუტინაში. პროდუქტი შეიცავს პრებიოტიკებს, ელემენტებს რომლებიც უზრუნველყოფენ გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აღადგენენ დერმას დარღვეულ მიკროფლორას და აძლიერებენ დამცავ ბარიერს. ფორმულა მდიდარია ანტიბაქტერიული აგენტებით და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. 

PHARMACERIS V
PROTECTIVE DAY CREAM
FOR VITILIGO SKIN
FOR FACE AND BODY
VITI-MELO DAY

საცხი რეკომენდებულია, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან. მზისგან დამცავი საშუალება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აწუხებს დეპიგმენტაცია ან ვიტილიგო. მეტიც, უნიკალური სინერგიის მქონე როზმარინის მჟავითა და თიოპროლინით ფორმულირებული პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ვიტილიგოს ვიზუალურ ნიშნებს. აღნიშნული კომპლექსი ანტიოქსიდანტურ დაცვას განაპირობებს, რაც იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან.

კალენდარზე 10 მაისია, ნანატრი ზაფხული, ან უფრო სწორად – გაზაფხულიც კი,  ჯერ არსად ჩანს. მიუხედავად ამისა მზისგან დამცავი საშუალების ყოველდღიური გამოყენება არ უნდა დაგვავიწყდეს. გახსოვდეთ, ამ ერთი შეხედვით სულ მცირე ნაბიჯით დიდ ინვესტიციას ვდებთ ჩვენს ჯანმრთელობასა და მარადიულ ახალგაზრდობაში. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top