
20.03.2025
დამეთანხმებით, რომ ონლაინ შოპინგი განსაკუთრებით კომფორტულია. დამღლელი დღის შემდეგ, პიჟამოში, სავარძელში გემრიელად მოკალათებულმა, ყოველგვარი სტრესისა თუ სიჩქარის გარეშე შეგიძლია შეარჩიო სასურველი ნივთები, მოათავსო ვირტუალურ კალათაში და განათავსო შეკვეთა, თუმცა მისი სასურველ ლოკაციაზე მიღება? გამოტანა? – დღეიდან არც ამაზე მოგიწევთ ბევრი ფიქრი, რადგან PSP-მ, როგორც მუდმივ ინოვაციაზე ორიენტირებულმა სააფთიაქო ქსელმა სასიამოვნო სიახლე დანერგა. გაიცანით PSP ლოქერი – სერვისი, რომელსაც ინდუსტრია მართლაც რომ ახალ დონეზე აჰყავს.
რა არის PSP ლოქერი?
თანამედროვე თვითმომსახურების სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეკვეთილი პროდუქცია აფთიაქში რიგში დგომის გარეშე მიიღოთ.
როგორ მუშაობს?
პირველ რიგში, სასურველი ნივთები PSP.GE-ზე უნდა შეარჩიოთ, ჩააგდოთ კალათაში, შეკვეთის დასრულების ეტაპზე კი ლოქერიდან გატანა მიუთითოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია – თავად ირჩევთ ლოქერის ლოკაციას, რის შემდეგაც SMS-ის სახით ბარკოდს მიიღებთ. ადგილზე მისული დაასკანერებთ ან შეიყვანთ მიღებულ კოდს და გაიტანთ თქვენს შეკვეთას.
რა დრო დამჭირდება?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლოქერის მთავარი დანიშნულება თქვენი დროის ეკონომიაა, ამიტომ ოპერაციის შესასრულებლად 10 წამია საჭირო.

რატომ ლოქერი?
ჩემთვის, როგორც უკონტაქტო სერვისების მოყვარული ადამიანისთვის, გაციფრულების ერაში ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ სერვისების უმრავლესობის მიღება დამოუკიდებლად, სხვა ადამიანების ჩართულობის გარეშე შემიძლია. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ ლოქერით სარგებლობა განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არც კურიერის და არც ფარმაცევტის დახმარებას არ საჭიროებს. ამავდროულად, მოსახერხებელია მათთვისაც, ვისაც აფთიაქში მისვლისთვის კონკრეტული დრო არ აქვს განსაზღვრული, შესაძლოა სასურველი შეკვეთის მიღება სამუშაო საათებში არც შეუძლია და ურჩევნია სერვისით მოგვიანებით ისარგებლოს.
კიდევ რა უნდა ვიცოდე?
ის, რომ PSP-ს ლოქერით სარგებლობა სრულიად უფასოა! შესაბამისად, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ პროდუქტის შექმნისას მიზანი საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში სიახლის დანერგვა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება იყო.
ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები ახალისებს ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროს გაციფრულებას.
ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი