იბრჭყვიალეთ The Body Shop-თან ერთად

15.06.2021

არაფერი უხდება ზაფხულს ისე, როგორც შინაგანი და გარეგნული სიბრჭყვიალე. განწყობის ასამაღლებლად ხანდახან ისეთი მცირე დეტალები კმარა, როგორიც მბზინავი კანი და ოქროსფერი რუჯია. ილუმინატორის ეფექტის მქონე პროდუქტები შესაძლოა მზიანი სეზონის MUST HAVE პროდუქტებად ითვლება, თუმცა, როდის არის ბზინვარება ზედმეტი?! 

მაშ ასე, გაიცანით:  

SHIMMER WAVES

სანამ აღნიშნული ტერმინების ქართული შესატყვისები დამკვიდრდება, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა ფერის ილუმინატორის ეფექტი ბოლო წლებში განსაკუთრებით ტრენდულია. ღაწვებსა და ლოყებზე აქცენტის გასაკეთებლად ჰაილაითერი, ან ბრონზერი გამოიყენება. The Body Shop-ის პალეტი Shimmer Waves აერთიანებს ჰაილაითისა და კონტურინგისთვის აუცილებელ შიმერებს სხვადასხვა ფერში, რაც პროდუქტს მულტიფუნქციურს ხდის. სასურველი ეფექტის მისაღებად  აღარ არის საჭირო რამდენიმე საშუალების გამოყენება, გადაისვით ბრჭყვიალა ტალღები ფუნჯის ერთი მოსმით, ან შეარჩიეთ ცალკეული ტონალობა. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია: ქუთუთოებზე, ლოყებზე, ღაწვებზე. 

COCONUT BRONZE GLISTENING GLOW POWDER

გსურთ თქვენი წილი ზაფხული მთელი წლის მანძილზე ატაროთ?!  ეს ფხვიერი გლოუ პროდუქტი თქვენთვისაა. მსუბუქი ბრონზერი კანზე ადვილად ნაწილდება, რაც განსაკუთრებით ამარტივებს მის მოხმარებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაკიაჟის ხელოვნებას სამოყვარულო დონეზე ფლობთ. ჯანსაღი ნამზეურის ეფექტის მიღწევა შესაძლებელია როგორც ჰაილაითერის, ასევე ბრონზერის წილის გამოყენებით. მთავარია ზუსტად შეარჩიოთ სახის ის ნაწილი, რომლის რელიეფის გამოკვეთა ან „ჩავარდნაც“ გსურთ. 

HONEY BRONZE HIGHLIGHTING DOME

თუ ფხვიერზე მეტად კრემოვანი პროდუქტი გხიბლავთ, ეს სინათლის ამრეკლავი შიმერი ნამდვილად შეგიყვარდებათ. თაფლის ექსტრაქტის მქონე პროდუქტი მსუბუქი, სასიამოვნო ტექსტურისაა და სამ მიმზიდველ ფერშია წარმოდგენილი. წაისვით ღაწვებზე ან სახის იმ ნაწილზე, რომელზეც გსურთ აქცენტის გაკეთება. Honey Bronze™ Highlighting Dome ადვილად ნაწილდება კანზე და არ ჭრელდება მთელი დღის მანძილზე.

BAKED-TO-LAST-BRONZER

ვინ თქვა, რომ კანზე ლამაზი ბრწყინვალებისა და ჯანსაღი ნამზეურისთვის მზის სხივებია აუცილებელი? გაიცანით მბზინავი პროდუქტი, რომელიც წელიწადის 365 დღის მანძილზე იზრუნებს თქვენს საზაფხულო განწყობაზე. „გამომცხვარი“ პუდრის მთავარი ბენეფიტი მის ხანგრძლივ ეფექტშია. Baked-To-Last-Bronzer 8 საათის განმავლობაში იზრუნებს თქვენი კანის ბზინვარებაზე!

COCONUT BRONZE SHIMMERING DRY OIL

განსაკუთრებით ტკბილი ლუკმა ნამდვილად ბოლოსთვის შემოვინახეთ. მიანიჭეთ თქვენს კანს ბუნებრივი, ჯანსაღი ნამზეურის ბრწყინვალება ქოქოსის ზეთით.  მშრალი ზეთის ფორმულა სწრაფად იწოვება, არ გადადის ტანისამოსზე და არ გიქმნით დისკომფორტს ყველაზე ცხელ ამინდშიც კი. იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ რუჯი, მბზინავი შეფერილი ზეთი კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის მის სილამაზეს, ხოლო თუ ჯერ კიდევ მზეთ-უნახავი ხართ, ქოქოსის შიმერიანი ზეთი ოქროსფერ ფერს მიანიჭებს თქვენს კანს. 

კიდევ ერთხელ, სიამოვნებით შეგახსენებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს:  

The Body Shop უმეტესად ვეგანური ბრენდია, ეკო-მეგობრული პოლიტიკითა და საუკეთესო, აქტივისტური ისტორიით. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე, თუმცა ტოლერანტულია ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი, რაც დამოწმებულია დერმატოლოგიური კვლევების შედეგად. ასე რომ, თამამად იბრჭყვიალეთ The Body Shop-თან ერთად, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ!

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap