სევილიიდან თბილისამდე

უკვე საქართველოშია
13.11.2026
2007 წელს დაარსებული ესპანური ბრენდი SCALPERS-ი საკუთარ იდენტობას ინდივიდუალურ, თავისუფალ და განსხვავებულ სტილზე აგებს. გამბედაობა – გამოირჩეოდე სხვებისგან, არ დაემორჩილო დამკვიდრებულ წესებს და საკუთარი გზა აირჩიო – სწორედ ამ მიდგომას პასუხობს ბრენდის სიმბოლოც.


SCALPERS-მა საქმიანობა მამაკაცის ტანსაცმლის შექმნით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეს მამაკაცის, ქალისა და ბავშვთა კოლექციებს აერთიანებს. ბრენდის დიზაინში კლასიკური ელემენტები თანამედროვე ტენდენციებს ერწყმის და ქმნის თავისუფალ, დახვეწილ და ინდივიდუალურ სტილს.


ესპანური ბრენდის SCALPERS-ის საერთაშორისო რუკას საქართველოც შეუერთდა. ბრენდის ახალი სივრცე თბილისის სავაჭრო ცენტრ East Point-ში მდებარეობს და ქართველ მომხმარებელს SCALPERS-ისთვის გამორჩეულ და დამახასიათებელ ესთეტიკას აცნობს.


ახალი მისამართი თბილისის მოდის რუკაზე
East Point-ში გახსნილ SCALPERS-ის ახალ სივრცეში ქართველ მომხმარებელს უახლესი კოლექციების გაცნობის და შეძენის შესაძლებლობა უკვე აქვთ. აქ წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, რომელიც თანამედროვე დიზაინით, გამორჩეული დეტალებითა და ინდივიდუალურ სტილზე განსაკუთრებული აქცენტებით გამოირჩევა.


თბილისში SCALPERS-ის პირველი მაღაზიის ოფიციალური გახსნა სპეციალური ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც ბრენდის ესპანური წარმომავლობა, თანამედროვე ხედვა და თავისუფალი, მეამბოხე ხასიათი გაერთიანდა.
საქართველოში პირველი მაღაზიის გახსნა SCALPERS-ის საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
SCALPERS – East Point, თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2.

