სასაჩუქრე იდეები

20.02.2025

სტატიის ბედნიერ ნოტაზე დასაწყებად შეგახსენებთ, რომ ზამთრის დასრულებამდე ერთი კვირა რჩება და ხანგრძლივ, თბილ, მზის სხივებით გაჟღენთილ დღეებს ზუსტად ეს პერიოდი გვაშორებს. ჩვენი სუბიექტური შეფასებით თორმეტივე თვე, თუმცა მარტი მაინც განსაკუთრებით – ქალებს ეკუთვნით. საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ საკითხი ასე დგას და საყვარელი ადამიანის ან საკუთარი თავის გასანებივრებლად იწყება ფიქრი კითხვაზე „რა ვაჩუქო?!“. #ამარტაგირჩევთ. დავიწყოთ მარტივად. ბრენდი, რომელზეც გიყვებით „ალგოლოჟია“. ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 1980-იან წლებში ზღვის ბიოლოგიისა და კანის მოვლის თანამედროვე მეცნიერების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.100%-ით ბრეტონული კომპანია, „ალგაე“ წყალმცენარეებით გაჯერებულ ფორმულებს იყენებს, რის ხარჯზეც თქვენი კანის ახალ გამოცდილებას ქმნის.

ნაკრები Vagues Duo

ბრენდს აქვს დაპატენტებული ფორმულა, 96 მინერალისა და მიკროელემენტის შემცველობით Algo 4®, რომელიც სხვა ძლიერ ინგრედიენტებთან მოქმედებით დებს თვალშისაცემ შედეგს. მაგალითად ეს კონკრეტული ნაკრები, კანის დატენიანებისთვის არის განკუთვნილი და შეიცავს შრატსა და საცხს.

სერუმი იმდენად კონცენტრირებულია, რომ მისი 3-4 წვეთის გამოყენებაც კმარა სახესა და დეკოლტეზე. მისი მცირე მოლეკულური წონა და ზომა, ამარტივებს კანში შეღწევას, შესაბამისად, ერთგვარად აჩქარებს სხვა დამატენიანებელი კომპონენტების, მაგალითად – საცხის მოქმედებას.  შემადგენლობაში განსაკუთრებულ ადგილს, რა თქმა უნდა, ალგო4 იკავებს, თუმცა აღსანიშნავია ლურჯი ნარის მაღალი შემცველობაც.

სწორედ ეს კომპონენტი უზრუნველყოფს კანის უჯრედულ დონეზე დატენიანებას. მწვანე წყალმცენარეები კი ჰიალურონის მჟავითაა გაჯერებული, შესაბამისად, ასეთი ტექნოლოგიით მიღებული ჰიალურონი ღრმად ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და უზრუნველყოფს რემინერალიზაციას. ნაკრები ნებისმიერი ტიპის კანისა და ასაკის ადამიანს მოეწონება, რადგან მისი მთავარი დანიშნულება კანის ფერის გათანაბრება, მეტი ბრწყინვალება და დატენიანებაა.

ნაკრები Presquile

წარმოგიდგენთ ნაკრებს, რომელსაც შეფუთვა არც კი დასჭირდება იმდენად სადღესასწაულო ვიზუალითაა. სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობაში შედის სამი პროდუქტი: Hydra Ecume გამწმენდი ქაფი, Presqu’île კრემი, Presqu’île თვალისა და ტუჩის კრემი.

ქაფი – რემინარილიზირებულ და ჟანგბადით გამდიდრებულ ელემენტებს შეიცავს, ამიტომ იდეალურად მოგაშორებთ მაკიაჟსა და მზისგან დამცავს ისე, რომ არ გამოაშრობს კანს. ჩამოიბანეთ სუფთა წყლით და მოარიდეთ თვალის ზონას.

საცხი – მყისიერად აღადგენს დაკარგულ pH ბალანსს, მოგიხსნით დაჭიმულობის შეგრძნებას და დისკომფორტს. დაპატენტებული ფორმულის წყალობით ამცირებს ნაოჭების ცილვადობას და ებრძვის ახლის წარმოშობას. თვალის და ტუჩის კრემი – განსაკუთრებით ნაზი, დელიკატური ზონების დატენიანებას უზრუნველყოფს. არ შეიცავს პოლიეთილენს, პარაბენებს, მინერალურ ზეთებს და სხვა გამაღიზიანებელ ელემენტებს.

ნაკრები Littor. Trio

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ადრესატს უკვე აქვს შერჩეული სახის მოვლის რუტინა და უფრო „უსაფრთხო არჩევანი“ გჭირდებათ, სხეულის მოვლის ნაკრებს გირჩევთ.

ალგოლოჟის მომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ გარდა შესამჩნევი ეფექტისა, ბრენდის მიერ შექმნილი პროდუქტების სურნელი და სენსორული შეგრძნებები მოსწონთ. ფორმულებზე მუშაობისას, ლაბორატორიაში სწორედ მსგავს თავისებურებებზე იფიქრეს და სხეულის მოვლასაც რიტუალური დანიშნულება მისცეს.

Littoral Algologie Body Ritual – ზღვის არომათერაპიის ყველა უპირატესობას გთავაზობთ, რადგან შეიცავს: სკრაბს, ხელისა და ფრჩხილის საცხსა და ტანის ზეთს.

ნაზი სკრაბი იდეალურად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, რადგან ზღვის მარილის გარდა, Algo 4® ბიოსტიმულატორული კომპლექსსაც შეიცავს, შესაბამისად, არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც კანს. მარილი დნება, მკვდარი უჯრედები კი ნაზად იქერცლება. მისი გამოყენება კვირაში 2-ჯერ, მშრალ კანზე, მასაჟის მოძრაობებით არის სასურველი.

ხელის კრემს რაც შეეხება, ის შის კარაქას და ვიტამინების კომპლექსს შეიცავს, რითიც არა მხოლოდ გაუხეშებული კანის დატენიანება, მისი აღდგენაც შეუძლია. არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას და საჭიროებისამებრ ფრჩხილზეც გამოიყენება.

და ბოლოს, ლიტორალის რძეზე უნდა ვისაუბროთ, 97%-ით ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარ მსუბუქ ლოსიონზე, რომელიც დნება კანზე, ანიჭებს მას მეტ ელასტიურობასა და სირბილეს. იმდენად სწრაფად შეიწოვება, რომ არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას და ნებისმიერ სეზონზე კომფორტული გამოსაყენებელია. თუ მოახლოებული დღესასწაულებისთვის შოპინგს ონლაინ აპირებ, psp.ge-ზე ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებებთან ერთად, სხვა სასაჩუქრე იდეებსაც წააწყდები, მაგრამ თუ ფიზიკურად ეწვევი PSP-ს სააფთიაქო ქსელს, სასურველი ნივთის შერჩევაში კონსულტანტიც დაგეხმარება.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top