საახალწლო საჩუქრები PSP-სგან

15.12.2022

დარიჩინის სურნელი და ჯანჯაფილის ორცხობილები, კაკაო ან ცხელი შოკოლადი, ნაძვის ხე, ჩინური კალენდრის რწმენით შემომატებული ბაჭიის და ერთი-ორიც ახალი სათამაშო, კიდევ? რიგები, საცობები, ფუსფუსი, სადღესასწაულო ხმაური, კიდევ მეტი ხმაური, დედლაინი, აუცილებლად მოსასწრები საქმე და შფოთვაც „რა ვაჩუქო?!“. მოკლედ, დღეს 13 დეკემბერია და ზუსტად 18 დღეში სახლიდან სახლში, სამსახურის ერთი ოთახიდან მეორეში, ან უბრალოდ ხელიდან ხელში, საყვარელ ადამიანებს მათზე ზრუნვით შერჩეულ ნივთებს გადავცემთ. #ამარტაგირჩევთ

Caudalie.  DUO

თუ ე.წ საშობაო წინდისთვის ან „სიქრეთ სანტა“-სთვის სიმბოლური, თუმცა ძალიან პრაქტიკული საჩუქრის შერჩევა გსურთ, კოდალის დუო ნაკრები იდეალური არჩევანია. DUO ხელისა და ტუჩი ნაკრების შემადგენლობაშია: 

Caudalie. ხელისა და ფრჩხილის კრემი 

ხელისა და ფრჩხილის აღმდგენი კრემი კვებავს და აღადგენს მშრალ ხელებს. ის განსაკუთრებით ეფექტურია ზამთარში, კანის გაუწყლოვებისას; ამავდროულად, არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას.

Caudalie. ტუჩის ბალზამი 

ანტიოქსიდანტური ბალზამი, სპეციალურად შექმნილი მშრალი და დაზიანებული ტუჩების მოვლისთვის – არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, ფტალატებს, მინერალურ ზეთებს, PEG-ს, სილიკონებს, ცხოველურ ინგრედიენტებს, ვეგანური. ინგრედიენტების 98% ბუნებრივი წარმოშობისაა. 

Caudalie. სასაჩუქრე ნაკრები ტანის VINOTHERAPIST 

სხეულის მოვლის ენთუზიასტებისთვის იმდენად სასიამოვნო საჩუქრის გაკეთება შეგიძლიათ, რომ შეფუთვასაც არ საჭიროებს. იისფერი სასწაულებრივი ყუთის შემადგენლობაშია:

Caudalie. ტანის კარაქი Vinotherapist
აღმდგენი ვეგანური ტანის კარაქი განკუთვნილია მშრალი კანისთვის, რადგან უნარჩუნებს მას ტენიანობას 24 საათის მანძილზე, ანიჭებს სიგლუვესა და სირბილეს, რაც აბრეშუმისებრი ტექსტურით გამოიხატება. გამდიდრებულია მცენარეული ლიპიდებით, ყურძნის წიპწის, პოლიფენოლით, ჰიალურონის მჟავითა და შის კარაქით.  

შემადგენლობაშია ასევე Caudalie-ს ხელისა და ფრჩხილის კრემი Vinotherapist .

Nuxuriance Rich. NUXE

ვის არ გაუხარდებოდა თოვლის ბაბუს ანტი-ასაკობრივი მოვლის საუკეთესო პროდუქტები რომ დაეტოვებინა ნაძვის ხის ქვეშ? ფრანგულმა ბრენდმა, ნუქსმა, თავის იუბილეზე მომხარებელს გაუკეთა სიურპრიზი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შრატი შექმნა, რომელიც თქვენთვისაც აღმოჩენად იქცევა.


Nuxe. სახის კრემი Nuxuriance Ultra Replenishing Rich
დაბერების საწინააღმდეგო კრემი მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. ამცირებს წვრილ ნაოჭებს, აღადგენს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

 
Nuxe. Super Sérum, სახის შრატი 

შექმნილია ნაოჭების, წვრილი ხაზების და ლაქების კორექციისთვის. სერუმი გაჯერებულია ბუნებრივი ჰიალურონის მჟავითა და სხვადასხვა ცხიმოვანი მიკროელემენტით. გამოყენებიდან რამდენიმე კვირაში მცირდება ნაოჭები და წვრილი ხაზები, კანი თანდათან უფრო გლუვი და მკვრივი ხდება, ლაქები ღიავდება და სახის ფერი უფრო თანაბარია. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. აქვს ინოვაციური ტექსტურა და სასიამოვნო სურნელი.

Missha. მამაკაცის ნაკრები 

სხვათაშორის, კანის მოვლა მამაკაცებს არანაკლებ უყვართ, ამიტომ, თუ მათ შესაბამის საჩუქარს გაუკეთებთ, თქვენი პროდუქტების გამოყენების ინტენსივობას მკვეთრად შეამცირებენ.

  •  Missha- მამაკაცის ესენცია 7 აქტიური კომპონენტით
    გამოიყენება გაპარსვის შემდგომ, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ხსნის დისკომფორტს, რომელიც წვის ან დაჭიმულობის სახით ვლინდება.
  • Missha-ს შხაპ-გელი/შამპუნი თავის/ტანის დასაბანად მულტიფუნქიციური პროდუქტია, ჰიპოალერგიული ფორმულით, რომელიც არ აშრობს და დელიკატურად ასუფთავებს კანს. 

Algologie. სასაჩუქრე ნაკრები VAGUES

ჩვენი ღრმა რწმენით, საუკეთესო საჩუქარი სწორედ ასე გამოიყურება. ფრანგულია, საინტერესო ბრენდის და პრაქტიკული შეფუთვაც აქვს, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებს ადრესატი.

სახის  დამატენიანებელი კრემი VAGUES 

მსუბუქი, თუმცა ეფექტური დამატენიანებელი საცხი მომენტალურად დნება კანზე, ანიჭებს მას ხავერდოვნების შეგრძნებას და უხსნის სხვადასხვა ტიპის დისკომფორტს. მის შემადგენლობაშია ალგო 4® დაპატენტებული ბიო-მიმეტიკური კომპლექსი, რომელიც ავსებს კანს საჭირო მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით.

Hydra Ecume მიცელარული წყალი 
ოლიგო მიცელარული გამწმენდი წყალი მსუბუქი სურნელით. უზრუნველყოფს დერმის რემინერალიზაციას, აღადგენს მის დარღვეულ მჟავა-ტუტოვან ბალანსს და საფუძვლიანად აშორებს კანს მაკიაჟს.

შეიძლება ითქვას, რომ საჩუქრების შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო, მაგრამ სასიამოვნო პროცესია, რომელშიც ადრესატის ინტერესებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე ფიქრს საშუალოზე მეტ დროს ვუთმობთ. ხანდახან კი, ყველაფერი უფრო მარტივადაა. ეწვიეთ PSP-ს სააფთიაქო ქსელს კვირის ნებისმიერ დღეს, ან გადახედეთ ვებ-გვერდს, სადაც თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საჭირო ნივთს წამებში შეარჩევთ.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top