რუჯი და რუჯის შემდგომი მოვლა

10.07.2022

რენესანსისეული საზოგადოებისთვის აზრი რომ გეკითხათ, ადამიანის სხეულის სიფერმკრთალე მის არისტოკრატიულ წარმომავლობას უსვამდა ხაზს.  უფრო მოგვიანებით, ასე თვლიდნენ ინგლისელი დედოფლებიც და მჭიდროდ მოჭერილი კორსეტისგან შეწუხებულ სახეზე ფერუმარილის ფენებს იმატებდნენ. შემდეგ იყო ბევრი რევოლუცია, ევოლუცია და გვიანი 90-იანები, როცა რუჯის სიყვარულმა პიკს მიაღწია. მზის აბაზანების სიკეთეებისა და დოზირებული მიღების შესახებ ცნობიერება ამაღლებულია, ამიტომ თამამად გაძლევთ რამდენიმე რჩევას, რაც უნდა გაითვალისწინოთ აუზსა თუ სანაპიროზე ვიზიტამდე:

აირჩიეთ უსაფრთხო პერიოდი. იდეალურ ვარიანტში 08:00-11:00, შუადღეს კი 17:00 საათის შემდეგ ვეწვევით გასარუჯ ლოკაციას;

წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე 20 წუთით ადრე. გადაინაწილეთ სახესა და სხეულზე. განიახლეთ წყალში ჩასვლის, ან რუტინული 2 საათის შემდეგ;

გაიკეთეთ UVA/UVB სხივებისგან დამცავი სათვალე და ფართოფარფლიანი ქუდი, რომელიც კარგად დაგიფარავთ დელიკატურ კანს;

მიიღეთ ბევრი სითხე აუზზე თუ ზღვაზე ყოფნისას;

არ დაგავიწყდეთ მზის შემდგომი საშუალებების გამოყენება.

#ამარტაგირჩევთ პროდუქტებს, რომლებიც იდეალურად ოქროსფერი კანის მიღებაში დაგეხმარებათ:

BIODERMA. Photoderm BRONZ  SPF30/ სპრეი ინტენსიური გარუჯვისთვის  

ფრანგული ბრენდი „ბიოდერმა“ მზისგან დამცავი საშუალებების გარდა, რუჯის მიღების ეფექტის გაძლიერებისთვისაც გვთავაზობს პროდუქტებს. რეკომენდებულია მგრძნობიარე ტანისა და სახის კანისთვის, მოზრდილებში. მას გააჩნია ფოტოდაცვა UVA/UVB მზის სხივებისგან და იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან.გამოყენების წესი: დაიტანეთ თანაბრად მთელს სხეულზე მზეზე გასვლის წინ. გამოიყენეთ წყალში ჩასვლამდე და წყლიდან ამოსვლის შემდგომ. სახეზე წასმისთვის დაიტანეთ ხელის გულზე და მასაჟის მოძრაობებით თანაბრად გადაინაწილეთ ყველა ზონაზე, გარდა ქუთუთოებისა.

CAUDALIE.  მზისგან დამცავი ზეთი SPF 30

ზეთებთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს, მაგალითად ის, რომ ვერ უზრუნველყოფენ საკმარის დაცვას, თუმცა „კოდალი“ ანგრევს ამ წარმოდგენას და ინოვაციურ ფოტოფილტრს გვთავაზობს, რომელიც ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგანაა შექმნილი. ეთიკური მიდგომიდან გამომდინარე, პროდუქტი არ შეიცავს სილიკონს, ქიმიურ და მინერალურ ფილტრებს, რაც საზიანოა წყლის ეკოსისტემისთვის. ასევე მითი, რომელიც აღნიშნულ ზეთზე არ ვრცელდება გამონაყრის პროვოცირებას ეხება. საშუალება არაკომედოგენურია, შესაბამისად პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვისაც რეკომენდებული გახლავთ.

ძირითადი უპირატესობები

  • უზრუნველყოფს UVA და UVB დაცვას;
  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი ყურძნის პოლიფენოლები და ვიტამინი E ატენიანებს კანს;
  • ზღვის რიფისთვის უსაფრთხო ინგრედიენტები კეთილგანწყობილია გარემოს მიმართ;
  • მშრალი ზეთის ტექსტურა შეიწოვება წებოვნების გარეშე;
  • ნაზი, ფრანგული პარფიუმისთვის დამახასიათებელი სურნელი.

 PHARMACERIS.  მზისგან დამცავი მშრალი ზეთი SPF50+

ექიმ ირენ ერისის ბრენდი „ფარმაცერისი“ მზისგან დამცავ მშრალ ზეთს გვთავაზობს, რომელიც მასში შემავალი ვიტამინების წყალობით აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ დატენიანებას და არ ტოვებს წებოვნებას. პროდუქტის გადანაწილება შეგიძლიათ როგორც მშრალ, ასევე ნოტიო კანზე. ფოტოსტაბილური ფორმულა ძალიან მაღალი დაცვით გამოირჩევა.

Pharmaceris S-ის უპირატესობები:

  • რეკომენდებულია დელიკატური, მგრძნობიარე და ნორმალური კანისთვის, რომელიც მოითხოვს ძალიან მაღალ დაცვას მავნე UVA/UVB გამოსხივებისგან;
  • პროდუქტი შექმნილია მზის დამწვრობისა და კანის დეპიგმენტაციის რისკის შესამცირებლად;

განსაკუთრებით რეკომენდებულია ფიზიკურად აქტიური მომხმარებლებისთვის.

SVR. Sun Secure გასარუჯი ზეთი SPF 50

მშრალი გასარუჯი ზეთი ფრანგული ბრენდის, SVR-ისგან გამოიყენება სხეულზე, სახეზე, თმაზე და აბრეშუმისებრ ფინიშს ტოვებს. იდეალური ფილტრის შესაქმნელად ოთხწლიანი მუშაობა გახდა საჭირო, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო და ინოვაციური პროდუქტი შეიქმნა. ზეთი უზრუნველყოფს დაცვას ხილული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი ნათებისგან. წყალ და ოფლ გამძლე SVR-ის SUN SECURE ოქროსფერი რუჯის წინაპირობაა მათთვისაც კი, ვისაც ჰიპერსენსიტიური კანი აქვს. ბიოდეგრადირებად შეფუთვაში არსებულ პროდუქტს სასიამოვნო სურნელი და ტექსტურა აქვს. SVR-ის შემადგენლობა იყენებს ზღვის წყალმცენარეების ძალას და პატივს სცემს ამ ბუნებრივ ეკოსისტემას.

    Esthederm. BRONZ IMPULSE

ინსტიტუტ „ესტედერმ“-ის პროდუქტები ამ შემთხვევაშიც გამორჩეულია, რადგან ოპტიმალურად გარუჯვის ხელშეწყობის გარდა, უჯრედების ბუნებრივ დამცველობით ფუნქციასაც ააქტიურებს, რაც კანს ფოტოდაზიანებისგან იცავს. გამომდინარე იქიდან, რომ მისტი სახესა და სხეულს ულტრაიისფერი სხივების აბაზანებისთვის ამზადებს, პროდუქტის გამოყენება დაგეგმილ არდადეგებამდე 15 დღით ადრე შეგიძლიათ დაიწყოთ, დილის და საღამოს რუტინაში. უშუალოდ სანაპიროზე თუ აუზზე ვიზიტისას განიახლეთ დამოუკიდებლად ან თქვენთვის სასურველ მზის დამცავ ლოსიონთან ერთად.

დაპატენტებული ფორმულა უჯრედულ წყალს და ADAPTASUN ტექნოლოგიას შეიცავს, რომელზე მუშაობაც ზუსტად 40 წლის მანძილზე მიმდინარეობდა საფრანგეთის წამყვან ლაბორატორიებში. სწორედ ამიტომ, ეს ხანგრძლივი, თანაბარი, უსაფრთხო რუჯის ჯადოსნური რეცეპტია.

როგორც იქნა ტემპერატურის მაჩვენებელმა ჩვენთვის სასურველ ნიშნულს მიაღწია და კიდევ უფრო დამოკლდა გზა აუზებსა თუ სანაპირომდე. აღიჭურვეთ დამცავი და გასარუჯი საშუალებების არსენალით და ისიამოვნეთ უსაფრთხო მზის აბაზანებით.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top