ROLLS-ROYCE GHOST

საქართველოშია

26.09.2021

„Rolls-Royce-ი  წარმატების კვინტესენციური სიმბოლოა, ხოლო Ghost-ი მისი ახალი და თანამედროვე მიმართულება ფუფუნების სამყაროში“, ასე დაახასიათა ცნობილი კომპანიის ახალი მოდელი, რომელიც ამიერიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გზებს დაამშვენებს,  Rolls-Royce Motor Cars-ის ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორმა ბ-მა ფრენკ ტიმანმა. რთულია არ დავეთანხმოთ მას, რომ კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Rolls-Royce-ის ისტორიაში, რომელიც ასევე ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელობას და მისი მდგრადი ბიზნესის განვითარებას რეგიონში.

სულ ახლახანს, საქართველოში Rolls-Royce Ghost-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიებას „როლს-როის მოტორ ქარზ ბაქომ“ უმასპინძლა, რომელიც Rolls-Royce-ის ექსკლუზიური სავაჭრო წარმომადგენელია ამიერკავკასიაში. მედიისა და საზოგადოების ცნობილი წევრები   ველნეს კურორტზე  Bioli ყველაზე პოპულარული ავტომობილი Ghost-ის სრულად განახლებულ ვერსიას ეზიარნენ.

 ეს კომპანიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე განხორციელებული საკმაოდ თამამი ნაბიჯი და დიდი გამოწვევაა – სიმარტივის და მისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალების ზომიერი შერწყმა, ახალი ემბლემა, მინიმალიზმი და სრულყოფილება, გადატვირთული დეტალების და ზედაპირული მორთულობების გარეშე როგორც ინტერიერში, ასევე მის ექსტერიერშიც. 

„მოხარული ვარ დავესწრო საამაყო ბრიტანული ბრენდის დებიუტს საქართველოში ამ გამორჩეულ საღამოს. „როლს როისი“ მართლაც სრუყოფილების სინონიმია. ახალი „გოსთი“ თავიდან ბოლომდე დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. ბრიტანული ინდუსტრია სახელგანთქმულია კრეატიულობით, ინოვაციურობითა და მაღალი ხარისხით. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული მაგალითი“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა პრეზენტაციაზე. 

ნურლან პანალი, ბრენდ-მენეჯერი ბაქოდან: ,,ჩვენ მართლაც აღფრთოვანებულები ვართ ახალი ,,გოსთის“ წარდგენით საქართველოში. აქამდე მიღებული გამოხმაურებების საფუძველზე, როგორც ჩანს, ,,გოსთი“ აკმაყოფილებს ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს. ის ფუფუნების ახალი მინიმალისტური სფეროს მედროშე და ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე როლს-როისია, რაც ოდესმე შექმნილა“. 

საღამო „ანი პირველი ივენთსმა“ გააფორმა. 

ქართულ ბაზარზე Rolls-Royce Ghost-ის წარდგენის PR მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო SYMMETRADIGITAL

ფოტოები: ლაშა ღუღუნიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap