15.10.2025
ცივი სეზონის მოსვლასთან ერთად, ჩვენი კანი დრამატულ ცვლილებებს განიცდის— სიმშრალე, სიფერმკრთალე და მაღალი მგრძნობელობა უმოკლეს დროში იჩენს თავს. #ამარტაგირჩევთ პროდუქტებს, რომელიც რუტინის ადაპტაციასა და ზამთრისთვის მზადებაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში კი, საინტერესო იტალიურ ბრენდს გაგაცნობთ – Teaology, რომელიც 2015 წელს სესილია გაროფანომ და პაოლო ბევენიმ დააარსეს. ბრენდი გამოირჩევა ინოვაციებისა და ბუნებრივი ინგრედიენტების ჰარმონიული შერწყმით: ტრადიციული წყლის ნაცვლად, თითოეული პროდუქტი 100%-იან ჩაის ინფუზიაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს Teaology-ს საშუალებების ძლიერ ანტიოქსიდანტურ ეფექტს.
შეცვალეთ დასაბანი საშუალება
დაგვეთანხმებით, რომ ამ პერიოდში მზისგან დამცავის განსაკუთრებით დიდ რაოდენობას არ ვიყენებთ, ამავდროულად, ფაქტობრივად არ გვაწუხებს ცხიმიანობა, შესაბამისად შედარებით ნაზი, დამატენიანებელი კომპონენტებით მდიდარი საშუალება შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგან არ გამოაშრობს კანს და მოამზადებს მას შემდეგი ეტაპებისთვის.

Teaology. Peach გამწმენდი რძე-ზეთი
სახისა და თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი გამწმენდი ზეთი ლურჯი ჩაის ექსტრაქტით, პრებიოტიკებით უზრუნველყოფს მაკიაჟის მოშორებას და რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე და დელიკატური ტიპისთვის. ფორმულა შემოწმებულია დერმატოლოგიურად.
EXTRA TIP: შეცვალეთ დამატენიანებელი
ზაფხულის მსუბუქი გელები დროებით გადავდოთ — ზამთარში კანი ითხოვს უფრო მდიდარ, ნუტრიენტებით სავსე კრემებს. აირჩიე ისეთი, რომელიც შეიცავს ცერამიდებს, ჰიალურონის მჟავას ან შიის კარაქს — ისინი კანს იცავენ და ტენიანობას ინარჩუნებენ.
2. SPF არ დავივიწყოთ
მოღრუბლული ამინდიც არ გამორიცხავს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. ზამთარშიც ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი.
3. დავამატოთ რუტინას შრატები
ახლა, როცა დატენიანებაზე ექსტრა ძალისხმევაა მიმართული, შრატი კარგი იდეაა!

Teaology. Matcha ლიფტინგ შრატი
გარდა იმისა, რომ დამატენიანებლის უკეთ შეწოვაში დაეხმარება კანს, ულტრა გამამკვრივებელი ლიფტინგის ეფექტის მქონე ფორმულა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ტონს, გამოანათებს მას და ერთგვაროვანს გახდის მაკიაჟის გარეშეც! უფრო მბზინავი, გლუვი ეფექტი მწვანე ჩაის ინფუზიისა და ჰიალურონის წყალობით მიიღწევა.
4. მსუბუქი ექსფოლიაცია
კვირაში ერთხელ მოიშორეთ მკვდარი უჯრედები — ეს კანს აბრეშუმის მსგავსად რბილს ხდის და კრემების შეწოვას აუმჯობესებს. მოერიდე მექანიკურ სკრაბებს — აირჩიე რბილი მჟავები ან ფერმენტული ექსფოლიანტები. ამის შემდეგ კი იდეალური გადაწყვეტილება – ნიღაბია!

Teaology. Golden Matcha სახის ნიღაბი
თუ ჩამოსაბანი ნიღბების მოყვარული ხართ, ეს გამაღიავებელი ეფექტის მქონე, მაჩას ჩაის და კურკუმას ინფუზიის პროდუქტი თქვენი მეგობარი გახდება! კანს ანიჭებს ბზინვარებას, მატებს ტონუსს და იცავს უჯრედული დაბერებისგან.
მისი გამოყენება კვირაში ორჯერაა რეკომენდებული, რადგან გაჟღენთილია ანტიოქსიდანტური ნამდვილი ჩაის ფოთლებით, ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავებით, მანგოს ფერმენტების, პაპაიას და მანდელის მჟავის ამქერცლავი კომპლექსით, რომელიც აშორებს თავისუფალ რადიკალებს, ვიზუალურად ხსნის ფორებს და ამზადებს კანს ჰიალურინის მჟავას გამამკვრივებელი მოლეკულების მისაღებად. მისი სუფთა და ვეგანური ფორმულა ბიოთავსებადი pH-ით გამდიდრებულია შიის კარაქით, ქოქოსის და ტკბილი ნუშის ზეთებით, რომლებიც კვებავს და აღადგენს ეპიდერმისს.

Teaology. Golden Matcha სახის ნიღაბი
გამაღიავებელი სახის ნიღაბი მაჩას ჩაის და კურკუმას ინფუზიით, აქვს დამატენიანებელი ეფექტი. კანს აძლევს ბზინვარებას, მატებს ტონუსს და იცავს უჯრედული დაბერებისგან. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. გამაღიავებელი გამამკვრივებელი სახის ნიღაბი, გაჟღენთილია ანტიოქსიდანტური ნამდვილი ჩაის ფოთლებით, იკვებება ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავების, მანგოს ფერმენტების, პაპაიას და მანდელის მჟავის ამქერცლავი კომპლექსით, რომელიც აშორებს მინარევებს, ხსნის ფორებს და ამზადებს კანს ჰიალურინის მჟავას გამამკვრივებელი მოლეკულების მისაღებად. მისი სუფთა და ვეგანური ფორმულა ბიოთავსებადი pH-ით გამდიდრებულია შიის კარაქით, ქოქოსის და ტკბილი ნუშის ზეთებით, რომლებიც კვებავს და აღადგენს ეპიდერმისს, ხოლო დაპატენტებული მატჩას ჩაის ინფუზია ატონიზირებს და იცავს კანს უჯრედული დაბერებისგან. კურკუმა, C ვიტამინის ბუნებრივი წყარო, ანათებს და ათანაბრებს სახის ფერს. არ არსებობს უკუჩვენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს Teaology-iის პროდუქტების გამოყენებაზე; თუმცა, რადგან დელიკატური პერიოდია, უმჯობესია გამოყენებულ იქნას ექიმის რეკომენდაციით.
5. ნუ დაივიწყებ ტუჩებს, თვალებსა და ხელებს
ცხიმოვანი ჯირკვლების ნაკლებობის გამო, ეს ადგილები ყველაზე მეტად ზარალდება ცივი ჰაერით. მუდამ იქონიე ტუჩის ბალზამი, გამოიყენე თვალის და ხელის კრემი.

Teaology. Matcha ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი
თვალის კონტურის კრემი ორგანული მაჩას ჩაის, ჰიალურონის მჟავის, კოფეინისა და C ვიტამინის ინფუზიით, ანათებს თვალის კონტურს, აქრობს შეშუპებას, მატებს უპეებს ტონუსს. საკულტო კრემი Matcha Tea ახალი გაძლიერებული ფორმულითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, მოკლე დროში აქრობს დაღლილობის ნიშნებს, გააჩნია კომფორტული აპლიკატორი და რაც მთავარია – არ აღიზიანებს თვალს!
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი