როგორ დავიცვათ თმა მზისგან

30.07.2022

ზღვის სანაპიროდან სახლში დაბრუნებულს სხეულზე მზის სურნელი და სითბო მოგყვება, სასიამოვნო შეგრძნებებს გიღვიძებს და გაღიმებული იღებ საშხაპისკენ გეზს. გზად კედელზე ჩამოკიდულ სარკეს ჩაუვლი და წამით ჩერდები „თმას რა უნდა ვუშველო?!“

ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან კანზე არანაკლებ  თმა ზიანდება. ფერი ხუნდება, ქრება და იკარგება, სტრუქტურა უხეშდება და მეტად მიდრეკილი ხდება მტვრევადობისა და ცვენისკენ. დეჰიდრატაცია სკალპის ჰიდრო-ლიპიდურ ბალანსს არღვევს და ქერტლამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე. მეორეს მხრივ, თუ თავის კანი არ დაზიანდა, თმის ბოლოები ნამდვილად დაიყოფა და მთელი წლის ნაფერები და მოვლილი თმა წარსულს ჩაბარდება; ამაგი რომ ასე არ დაგეკარგოთ #ამარტაგირჩევთ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე „კეიპრო“ ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელსაც მზისგან თმის მოვლის მთლიანი ხაზით არის წარმოდგენილი. იტალიური, მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს რუტინის შედგენას.

Kaypro – კეიპრო SUN შამპუნი 

შამპუნი გამდიდრებულია მონოი დე ტაიტის ზეთით, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს თმას და იცავს მზისგან, ქლორისა და ზღვის წყლისგან. ამ ინგრედიენტის მთავარი საიდუმლო ორმაგ მოქმედებაშია. ის მკვდარ უჯრედებს აცილებს თავის კანს და ატენიანებს თმის ძირებს. ასეთ შემთხვევაში, ფოლიკულების სისხლმომარაგება დაჩქარებულია, უმჯობესდება სკალპის მიკროფლორა, რაც რიგ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან. სამედიცინო მტკიცებულებების მიხედვით, მინერალური ზეთები თმის ცილების მსგავსი ხასიათისაა, შესაბამისად, ეფექტურად შეიწოვება ღერებში.

Kaypro – კეიპრო SUN ნიღაბი

რუტინა ვერ იქნება სრულფასოვანი თმის ნიღბის გარეშე, მზის სერიის ამ კონკრეტული პროდუქტის  მაღალკონცენტრირებული შემადგენლობა გამორიცხავს თმის გაუხეშებას, მატებს მას სიძლიერესა და ბზინვარებას.


გამოყენების წესიდაბანის შემდეგ დაიტანეთ საშუალება თმაზე, თანაბრად გადაინაწილეთ თმის ძირიდან ბოლოებამდე, გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.

Kaypro – კეიპრო SUN თმის ზეთი

თმის ზეთების ჯადოსნურ თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა პროფესიონალური მოვლის ბრენდი ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულ ნიშას იკავებს და დაცვას, აღდგენასა და დატენიანებას ერთ პროდუქტში აერთიანებს.

  • სწრაფად შეიწოვება
  • არ ტოვებს ცხიმიან კვალს
  • არ ამძიმებს თმას
  • სპრეისებრი შეფუთვა ამარტივებს ზეთის გამოყენებას სანაპიროზე თუ სახლის პირობებში

როგორც ცნობილია, მონოი დე ტაიტის ზეთის მისაღებად ქოქოსის რაფინირებული ცხიმი სურნელოვანი ყვავილებით იჟღინთება, რაც საბოლოოდ იდეალურ კომბინაციას ქმნის ყველაზე გაუწყლოვებული სხეულისა და თმის დატენიანებისთვის.

Kaypro – კეიპრო შრატი ქერა თმისთვის

გარდა იმისა, რომ ბრენდის მზის ხაზში წარმოდგენილია დამცავი  ზეთი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქერა თმას კიდევ უფრო მეტად სჭირდება მოვლა. როგორც ცნობილია, გაღიავება, ხშირი ღებვა და ტონირება თმის ღერებს გამოაშრობს, უფრო მტვრევადსა და უსიცოცხლოს ხდის. ამასთანავე, ზაფხულის პერიოდში სირთულეს წარმოადგენს ფერის შენარჩუნება, რისთვისაც სპეციალური შრატის აქტიური გამოყენებაა საჭირო.

გამაღიავებელი შრატი საფირონით ქერა, გათეთრებული და გაღიავებული თმისთვის, ებრძვის ყვითელ ანარეკლს და ანიჭებს თმას მომენტალურ ბზინვარებას, შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ნოტიო, ასევე მშრალი თმის ბოლოებში, პროდუქტი არ საჭიროებს ჩამობანას.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუ პრობლემის ბიუჯეტურ გადაწყვეტაზე ფიქრობთ, მზისგან დამცავი სპრეის გამოყენება თმაზეც შეგიძლიათ. მაგალითად, SVR SUN SECURE Brume Mist SPF50 მსუბუქი, არაზეთოვანი მისტია, რომელსაც უმეტესად სახის მოვლისთვის იყენებენ, თუმცა ზღვის წყალმცენარეების დაპატენტებული ფილტრის წყალობით დამცავ ბარიერს ქმნის ნებისმიერ ზედაპირზე (თმაზე, სხეულზე, სახეზე) და არ აძლევს ულტრაიისფერ სხივებს

მავნე მოქმედების საშუალებას. პროდუქტის შეფუთვაც კი, პატივს სცემს ბუნებას, ეკომეგობრული და ბიოდეგრადირებადია. აისოს სერტიფიკატები სწორედ ამას მოწმობენ. ზაფხული ის განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ყველაზე ნაკლებად გსურს იფიქრო დისკომფორტზე, დროის დათმობა საკუთარი თავისა და განტვირთვისთვის არის საჭირო. სწორად შერჩეული პროდუქტები ამარტივებს რუტინას და მზიანი დღეებისგან სიამოვნების მიღების საშუალებას გაძლევს.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top