RESVERATROL BY CAUDALIE

21.05.2021

წარმოიდგინეთ, კალენდარზე 1995 წელია, მოვლენები საფრანგეთის სამხრეთში, ბორდოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილში ვითარდება.. ღვინის შატო Château Smith Haut Lafitte-ის გარშემო მხოლოდ ვენახები და მზის ალისფერი პეიზაჟები იშლება. სწორედ ამ ჯადოსნურ ადგილას იბადება თავის მოვლის ბრენდი, რომელსაც სულ მალე მსოფლიო შეიყვარებს.

#ისტორია

ეს კოდალია, შთამბეჭდავი ისტორიით და ნამდვილი ფრანგული ხარისხით. მოვლენები ფილმის სცენარივით იკითხება. 1993 წელს, ახალგაზრდა წყვილმა მატილდე და ბერნარ ტომასმა, ტრადიციული ყურძნის კრეფისას, ბორდოს ფარმაციის უნივერსიტეტის დირექტორი, ჟოზეფ ვერკაუტენი გაიცნო. მკვლევარი აღფრთოვანებით საუბრობდა ყურძნის წიპწის სამკურნალო და ანტიოქსიდანტურ თვისებებზე, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური კანის მოვლის პროცესშია. მონუსხული წყვილი ვერკაუტენის ლაბორატორიას ესტუმრა და ფორმულაზე მუშაობას შეუდგა იქამდე, სანამ პირველი პროდუქტი არ შეიქმნა. გაიცანით, ეს კოდალია!  

ისტორიული შატო, ახლა ვინოთერაპიის სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს და მსოფლიოში გამორჩეულ სპა სივრცეს ქმნის, თუმცა ინოვაციური პროდუქტების წარმოება არ წყდება, მეტიც, ბრენდი მუდმივად ანახლებს და ხვეწს უკვე კარგად გამოცდილ ფორმულებს. 

#კოსმ-ეთიკური პოლიტიკა

კოდალი ცდილობს სრულად აითვისოს ყურძნისა და მისი წიპწის ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, თუმცა არ ღალატობს არჩეულ პოლიტიკას და მაქსიმალურად კოსმ-ეთიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ბრენდი ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში მისი შემადგენლობისა და ბუნებრივი კომპონენტების სიყვარულის გამო. პროდუქცია არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსილეთანოლს, ფტალატებს,  სილიკონს, მინერალურ ზეთებსა და სინთეტიკურ დანამატებს. 

#გაიცანით რესვერატროლი 

იცოდით, რომ ყურძენი საუკეთესოდ იცავს თავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან?!  ეს ნაყოფის ქერქში არსებული ანტიოქსიდანტური ნივთიერების, ძლიერი ბიოფლავანოიდის, რესვერატროლის დამსახურებაა. დამტკიცემულია, რომ რესვერატროლი გამოდევნის ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს, გააჩნია აღმდგენი და დაცვითი თვისებები, რაც განსკუთრებით სასიკეთოა ასაკობრივ ნიშნებთან ბრძოლაში.

სწორედ ამიტომ, 2001 წელს, კოდალიმ შექმნა ანტი-ასაკობრივი ხაზი RESVERATROL, რომელსაც სახელი  ნატურალური ანტიოქსიდანტის საპატივცემულოდ ეწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გამა წლებია მომხარებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს, ბრენდმა ფორმულა გააუმჯობესა, კომპონენტები კვლავ ბუნებას „დაესესხა“ და რესვერატროლ ხაზს ახალი სიცოცხლე მიანიჭა. აღმდგენი ფუნქციის მქონე ინგრედიენტებს დაემატა ნატურალური ჰიალურონი  და ვეგანური კოლაგენის ბუსტერი, რომელიც მიიღება აფრიკული წითელი ხის ფესვებისგან. როგორც იცით, კოლაგენი ადამიანის სხეულში არსებული ცილაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის კანის სტრუქტურაზე და სიმტკიცეზე ზრუნავს.  სწორედ ეს ნივთიერება თამაშობს მნიშვნელოვან როლს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის სინთეზი იკლებს და კანი დუნდება, სწორედ ამიტომ, საჭირო ხდება მასტიმულირებელი საშუალებების, ანუ ბუსტერების აქტიური გამოყენება. 

კოდალის რესვერატროლ ხაზში იპოვით პროდუქტს თქვენი რუტინის ნებისმიერი საფეხურისთვის. რამდენიმე მათგანი შეგვიძლია ერთად განვიხილოთ. თვალის ლიფტინგ კრემი განსაკუთრებით ეფექტურია წვრილი ხაზების, მიმიკური თუ ასაკობრივი ნაოჭების წინააღმდეგ. სახის გამამკვრივებელი შრატი მაღალკონცენტრირებულია, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს ძლიერმოქმედი კომპონენტების შეწოვადობას და მოკლე დროში, ადვილად შესამჩნევს ხდის ეფექტს.

განსაკუთრებით საინტერესო ღამის ლიფტინგ საცხია. როგორც ცნობილია, დღის მანძილზე ჩვენი კანი მეტად „დამცველობითი“ ფუნქციისა, ებრძვის გარემო დამაბინძურებლებსა თუ გამაღიზიანებელ ფაქტორებს. ძილი ის პერიოდია, როცა კანის მთავარი საზრუნავი რეგენერაცია, ტენიანობის შენარჩუნება და უჯრედული განახლებაა. სწორედ ამიტომ, საღამოს რუტინის საცხები გაჯერებული უნდა იყოს ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტებით, სასარგებლო კომპონენტებით, რომელთა შეწოვადობაც უფრო აქტიურადაა სასურველი. კოდალის რესვერატროლ ღამის ლიფტინგ საცხის მთავარი ბენეფიტიც ეს არის, ამკვრივებს და ატენიანებს კანს, ამავდროულად ნაკლებად ხილულს ხდის ნაოჭებს. ამავე ხაზის დღის საცხთან ერთად, საუკეთესო ეფექტს უნდა ელოდოთ და სამუდამოდ დაივიწყოთ წლების მატების შესახებ.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ რესვერატროლის ხაზი არაკომოდოგენურია, რაც ფორების დახშობისა და გამონაყარის გაჩენის საფრთხეს აგვარიდებს თავიდან. ასევე, ბენეფიტებს უნდა მივაწეროთ მისი ჰიპოალერგიულობა და რეკომენდაციები დერმატოლოგების მიერ!

#საჩუქარი

სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური პენეტერაციისთვის, ხშირად გამოიყენება გუა-შა ან როლერი, ნატურალური ქვის მასაჟორები, რომლის სახეზე გადატარებაც ძალიან სასიამოვნოსთან ერთად – სასარგებლოა. სწორად და რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში: უმჯობესდება სახის მოყვანილობა და სისხლის მიმოქცევა, მცირდება ასაკობრივი ნიშნები, რაც საბოლოოდ კანს მეტად ერთგვაროვანს ხდის. როგორც იცით, ასეთი ინსტრუმენტები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა პსპ-ს თქვენთვის სიურპრიზი აქვს.

Caudalie, Resveratrole ხაზის ორი და მეტი პროდუქტის ონლაინ-შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ კვარცის როლერს. 

ყოველდღიურად გაანებივრეთ საკუთარი თავი სპა-სარელაქსაციო გამოცდილებით, ნამდვილი ფრანგული პროდუქტებით ეს ხომ ასე მარტივია?! #კოდალი #Caudalie #French

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap