სიწითლე

07.11.2021

სილამაზე იმდენად ინდივიდუალური აღქმის ცნებაა, რომ მისი სტანდარტიზებით ყველაზე ღირებულს – უნიკალურობას ვკარგავთ. ამის ნათელი მაგალითია ადამიანების წარმოდგენების მუდმივი და გარდაუვალი ცვლილება. შუა საუკუნეების მხატვრების ნამუშევრებზე დიდგვაროვნები საოცრად ფერმკრთალი, მიტკალივით თეთრი კანით  არიან წარმოდგენილები, რადგან ეს იყო მათი ცისფერი სისხლის, დიდებულებისა და სიმდიდრის მაჩვენებელი. ერიდებოდნენ მზეს და ცდილობდნენ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინათ სუფთა ჰაერზე, რადგან შეფერილი ლოყები იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ შრომა და გარე სამუშაოების შესრულება მოუწიათ. მეტიც, ამ ყოვლად დამახინჯებულმა წარმოდგენამ მე-19 საუკუნემდე გასტანა და  ქალების საკმაოდ დიდი წილი შეიწირა, რადგან სახის კანის მაქსიმალური სითეთრისთვის კრისტალიზებული დარიშხანისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება დაიწყეს. გავიდა წლები, ბევრმა წყალმა ჩაიარა და თან ჭეშმარიტებაც ჩამოიყოლა – კანის სითეთრე თუ სიწითლე, მხოლოდ მისი კონკრეტული მდგომარეობის მაჩვენებელია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არანაირ ინფორმაციას არ გვიზიარებს კონკრეტულ ადამიანსა და მის სოციალურ კუთვნილებებზე. 

ამერიკელებს განსაკუთრებით უყვართ სტატისტიკა, ამიტომ მათი ოფიციალური მონაცემებს თუ დავეყრდნობით აშშ-ს მაცხოვრებლების 16 მილიონ წარმომადგენელს როზაცეა აწუხებს, თუმცა შესაძლოა თავად არც ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია.  რატომ?!  იმიტომ, რომ სიწითლით შესაძლოა მიმდინარეობდეს ატოპიური დერმატიტი, აკნე ან პოსტ-აკნე პერიოდი, ალერგია, კანის მომატებული მგრძნობელობა, ეგზემა და სხვა. ლოგიკურია, რომ დიაგნოზირებული დაავადებებისას ექიმის დანიშნული  მკურნალობის კურსი უნდა გაიაროთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ სიწითლისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, სწორი პროდუქტების შერჩევით სრულფასოვანი რუტინის შედგენაა აუცილებელი. 

PHARMACERIS N
REDNESS SOOTHING
FACE AND EYES GEL WASH

კანზე დღის განმავლობაში უამრავი ტრიგერი ხვდება. ჭუჭყი, ბაქტერია, გამონაბოლქვი, თავისუფალი რადიკალები, ალერგენები – ის ცნობილი გამაღიზიანებლებია, რომელთა მოშორებაც შინ დაბრუნებისთანავე უნდა სცადოთ. #ამარტაგირჩევთ ექიმ ირენ ერისის მიერ შექმნილ ბრენდ „ფარმასერისის“  ყოველდღიური გამოყენების დასაბან გელს, რომელიც იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც თხელი კანი აქვს, კაპილარები ეტყობა, სიწითლე და ერითემა აწუხებს.  პროდუქტი ნაზია და გამოიყენება თვალის გარშემო მაკიაჟის მოსაშორებლადაც. რა თქმა უნდა, არ შეიცავს საპონს და დამამშვიდებელი კომპონენტებითაა წარმოდგენილი. 

SVR 

SENSIFINE AQUA-GEL

დამამშვიდებელი კომპონენტები ვახსენეთ და აქვე განვმარტოთ, რომ სიწითლისკენ მიდრეკილი მგრძნობიარე კანის დახასიათებისას ხშირად ვიყენებთ სიტყვას „რეაქტიული“,  რაც აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ტრიგერული ინგრედიენტის გამოყენებისას კანის მგრძნობელობა მკვეთრად იმატებს;  ამიტომ აუცილებელია სპეციალიზირებული საშუალებების შერჩევა. ფრანგული ბრენდი SVR  შრატსაც კი მსუბუქი, ადვილად შეწოვადი, არაგამაღიზიანებელი ტექსტურის სახით გვაწვდის. ის რეკომენდებულია მგრძნობიარე და ალერგიული, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის. გააჩნია ინტენსიური დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. პანთენოლი და ალოე ვერა ამშვიდებს გაღიზიანებადობას და ანიჭებს მგრძნობიარე კანს კომფორტის შეგრძნებას 12 საათის განმავლობაში.

BIODERMA 

SENSIBIO AR BB CREAM SPF30 

სხვათაშორის, თანამედროვე ტრენდი ნამდვილად არის რუჟი და ე.წ ბლაში, თუმცა აზიის ქვეყნებში ქალები კვლავაც ემალებიან მზეს და მაქსიმალურად ცდილობენ ფერმკრთალი, შუშისებრი კანი შეინარჩუნონ. ამაზე მოწმობს ქოლგებით გადაადგილება მზიან დღეებში და SPF-ის კულტი! აზიაშივე BB კრემი დიდი ხანია, რაც კანის მოვლის რუტინის ნაწილად ითვლება, ამიტომ #ამარტაგირჩევთ ჩართოთ შესაბამისი საშუალება თქვენ მგრძნობიარე, სიწითლისკენ მიდრეკილი კანზე ზრუნვის რეჟიმში. ფრანგულ ბრენდ „ბიოდერმას“  ამ მხრივ არაჩვეულებრივი საშუალება აქვს ფორმულირებული. გარდა იმისა, რომ მთლიანად სენსიბიოს ხაზი სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის არის განკუთვნილი, მისი ქვე-ხაზი  AR – ANTI REDNESS გაძლიერებული ანტი-რუჟ მოქმედებისაა. ზემოთ აღნიშნული BB კრემი ეკობიოლოგიური პრინციპით არის შექმნილი, რაც გულისხმობს იმას, რომ საცხი მოქმედებს კანის თითოეულ უჯრედზე, აკონტროლებს იმ მოლეკულის წარმოშობას, რომელიც ალერგიულ რეაქციებთანაა კავშირში, ასევე პასუხისმგებელია იმ ცილის გამომუშავების შემცირებაზე, რომელიც კაპილარების გაფართოებას, შესაბამისად – სიწითლეს იწვევს. 

SVR 

SENSIFINE AR SPF50+ 

სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის ტრიგერს წარმოადგენს ულტრაიისფერი სხივების მოქმედება, ამიტომ ყოველდღიურ რუტინაში აუცილებლად უნდა ჩართოთ SPF  შედარებით მაღალი დაცვის მაჩვენებლით. SVR  ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს თქვენი კანის საჭიროებებს და დერმატოლოგიურ მოთხოვნილებებს, სულ რაღაც 28 დღეში 43%-ით ამცირებს სიწითლეს, ასევე ამშვიდებს კანს და ათანაბრებს მის შეფერილობას. 

LA ROCHE-POSAY 

ROSALIAC  CC  CREAM

სიწითლე ან მისკენ მიდრეკილება კომპლექსური მოვლის მდგომარეობაა, რადგან მისი  გამაღიზიანებელი ფაქტორები ბოლომდე შესწავლილი არც არის. დერმატოლოგები აღნიშნავენ, რომ რიგი პაციენტებისთვის ტრიგერი შესაძლოა გახდეს: მწარე საკვები, ალკოჰოლი, მაღალი ტემპერატურა.. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით კომფორტულია მაკორექტირებელი საშუალებების გამოყენება, მაგალითად ე.წ color correcting (cc) საცხები.  La Roche-Posay-ს Rosaliac CC დღის კრემი ჰიპოალერგიულია, გამოიყენება სიწითლისა და კუპეროზის საწინააღმდეგოდ, რადგან ამაგრებს კაპილარების კედლებს და რაც მთავარია შეიცავს მზისგან დამცავ ფილტრს SPF 30. Rosaliac CC-ის უნივერსალური შეფერილობა იდეალურად ადაპტირდება ნებისმიერ ფერისა და ტიპის კანზე და არ შეიცავს პარაბენებს. 

საბედნიეროდ, ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც კანის ნებისმიერი განსაკუთრებული მდგომარეობის შესახებ ცნობიერება საკმაოდ მაღალია, ირღვევა ყველა სტანდარტი და მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. ახლა მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა და საუკეთესო ფორმულების შერჩევა, რაშიც #ამარტაგირჩევთ გეხმარებათ.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap