PSP BEAUTY FAIR

30.05.2023

სულ რაღაც 1 კვირაა გასული მას შემდეგ, რაც წამყვანმა სააფთიაქო ქსელმა „პსპ“-მ თავის მოვლის მოყვარულთათვის განსაკუთრებული მოვლენა – Beauty Fair ანუ სილამაზის გამოფენა დაანონსა. გასაკვირი არ არის, რომ დადებითი უკუკავშირი არ წყდება და სოციალური ქსელები მომხმარებლების აღფრთოვანებულმა კომენტარებმა მოიცვა: „ამას არ გამოვტოვებ“ „გაგიჟება შეიძლება“,ფაქტობრივად, წარმოუდგენელი ამბავია“.. მოლოდინი დიდია და როგორც გამოკვეთილი კონტურებიდან ჩანს – გამართლდება, აუცილებლად გამართლდება.

დავიწყოთ მთავარი საკითხით – #მასშტაბი

მოვლენა მასშტაბით იმეორებს და რიგ შემთხვევებში უსწრებს კიდეც უცხოურ ანალოგებს, რაც სავარაუდოდ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცევს და თავის მოვლის ენთუზიასტები, ბლოგერები და ჟურნალისტები მეზობელი ქვეყნებიდანაც აქტიურად გვეწვევიან.

ვაგრძელებთ, როგორია #პრაქტიკა?

Beauty Fair საქართველოში პირველად ტარდება, მასში თავს იყრის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გამართული სილამაზის ღონისძიებების საუკეთესო ელემენტები, პრაქტიკები, რომელთაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ფრანგი, ინგლისელი, თუ აზიელი დამთვალიერებლელისგან. ანუ ის, რაც აპრობირებულია, რაც სიამოვნებას ანიჭებს თავის მოვლის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს – აუცილებლად დაგხვდებათ დაანონსებულ გამოფენაზე.

ახლა #დეტალები

მოინიშნეთ თარიღი და ლოკაცია: 23-24-25 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე ნამდვილ „სილამაზის სამჭედლოდ“ გადაიქცევა. ადგილზე მისულებს თქვენთვის საყვარელი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები და მათი საერთაშორისო წარმომადგენლები დაგხვდებიან. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფერადი მოგონებები დააგროვოთ, სტენდებზე საჩუქრები და განსაკუთრებული შეთავაზებები გელოდებათ.

რა #გვაერთიანებს?

თავის მოვლა ყველასთვის ინდივიდუალური პრაქტიკაა. ზოგიერთ ჩვენგანს რამდენიმე საფეხუროვანი რუტინა აკმაყოფილებს, ნაწილი კი, აღნიშნულ პროცესს თერაპიად აღგვიქვამთ და მაქსიმალურად ვცდილობთ გავიხანგრძლივოთ სიამოვნება. ნებისმიერ შემთხვევაში, სილამაზე და საკუთარ თავზე ზრუნვა ის ინტერესია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოფენის სლოგანი We are beauty-ია, რაც აბსოლუტურად პასუხობს PSP-ს სააფთიაქო ქსელის ხედვას, რომ „სილამაზე ჩვენ ვართ და ჩვენშია“.

რამდენიმე სიტყვით #სივრცეებიც უნდა მიმოვიხილოთ

დაინტერესებულ პირებს სრული რუკის ნახვა ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე შეუძლიათ:

https://pspbeautyfair.ge/map

ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი სხვადასხვა თემატიკის მიხედვით იტიხრება, აქ მოხვედრილებს თმის, კანის მოვლის, პირის ღრუს ჰიგიენის, ესთეტიკის, საბავშვო და სპა-გამოცდილების კუთხეები დაგხვდებათ, სადაც სხვადასხვა ტიპის მასტერკლასი, პანელური დისკუსია და შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობა გაიმართება.

#ბავშვები

ყველა დეტალს ეტყობა, რომ ასჯერ ნაფიქრი, გაზომილი და ერთხელ გადაჭრილია. მაგალითად, ივნისის ცხელ დღეებში ბავშვის დამტოვებლის ძიებაზე რომ არ იზრუნოთ, მეორეს მხრივ კი, თქვენს პატარას დისკომფორტი არ შეექმნას, სილამაზის გამოფენაზე „საბავშვო სივრცე“ გელოდებათ, სადაც თამაშობანას გუნდი იზრუნებს ყველაზე პატარა ვიზიტორების უსაფრთხოებასა და გართობაზე.

ერთი #სიახლეც

თუ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ ბმულს მიჰყევით, რუკაზე ახალ ბრენდს Tealogy-ს მოკრავდით თვალს და სავარაუდოდ არომატული ჩაის სურნელიც დატრიალდებოდა თქვენს გარშემო. მართალია,OK

 იტალიური ბრენდი თავის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ, ღმერთებისა და იმპერატორების საყვარელ სასმელს განსაკუთრებით უხდება საინტერესო საუბარი და თუ კარგ მომყოლს, საუკეთესო მსმენელი ჰყავს, იდეალური ქიმია იქმნება. სწორედ ამ მაგიის დატრიალებას გვპირდება მასპინძელი Tealogy-ს კუთხეში.

#StayTuned

ჯერ-ჯერობით, წლის მთავარი სილამაზის მოვლენის გარშემო ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა საინტერესო განახლებების ნახვა ფაქტობრივად  ყოველდღიურ რეჟიმში, PSP BEAUTY FAIR-ის FB გვერდზე შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ, 23-25 ივნისს, საქართველოში პირველ, ყველაზე მასშტაბურ Beauty გამოფენაზე შევხვდებით!

pspbeautyfair.ge

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top