CAUDALIE

28.03.2022

არსებობენ ბრენდები, რომელთაც საკუთარი განვითარების გზაზე იმდენად უნიკალური პროდუქტები შექმნეს, რომ მათგან განსაკუთრებით მოუთმენლად ველით სიახლეებს..  ზუსტად ვიცით, რომ მოლოდინი გაგვიმართლდება, რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი გავხდებით და გვსურს დავაკვირდეთ, როგორ აჯობებენ არა რომელიმე სხვა კომპანიას, არამედ ისევ საკუთარ თავს. ზუსტად ასეთ შეგრძნებას გვიჩენს კოდალი, ფრანგულ შატოში დაბადებული პრემიუმ ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სცემენ პატივს. 

შატოზე საუბრისას ღვინომოყვარულების ყურადღება ალბათ უკვე დავიმსახურეთ, ამიტომ თემა Premier Cru – განსაკუთრებული ხარისხის ღვინით შეგვიძლია განვავრცოთ. როგორც ცნობილია, ღმერთების სასმლის კლასიფიკაციისთვის, მე-12 საუკუნიდან Côte d’Or-ის ბერებმა ვენახების ბუნებრივი პირობების: ნიადაგის, კლიმატის, ზღვის დონიდან სიმაღლის და სწორად შერჩეული ყურძნის სახეობების შესწავლა დაიწყეს. ზუსტად ეს კომბინაცია ქმნის სიტყვას, რომელიც ფრანგულად CRU-დ ისახება. საუკეთესო ფრანგულ ღვინოზე შესაძლოა არა კონკრეტული სახეობა, არამედ ხარისხის ნიშანი – PREMIER CRU დაგხვდეთ, რაც ისედაც საკმარისს ამბობს. 

ყურძნის თავისებურებებით შთაგონებულმა ბრენდმა, „კოდალი“-მ, გადაწყვიტა ღვინის იდეალურობის საზომი კანის მოვლაშიც გადმოეტანა და სრულიად განახლებული სერიით დაბრუნდა. 

„მე შევქმენი „პრემიერ ქრუ“ ქალებისთვის ასაკობრივი ნიშნების დაკორექტირების შესათავაზებლად. ეს არის ყველაზე ეფექტური, უალტერნატივო ანტი-ეიჯ ხაზი“ – მატილდე ტომასი

PREMIUM CRU. Anti-Ageing Serum

ამ ხაზზე მუშაობისას „კოდალი“ ჰარვარდის სამედიცინო სკოლას დაუმეგობრდა და მასთან ერთად შექმნა ფორმულის მთავარი ვარსკვლავი TET8™ Patented Technology – 10 წლიანი კვლევის შედეგად რევოლუციური ტექნოლოგია დამუშავდა, რაც რესვერატროლისა და ჰონოკიოლის (მაგნოლიის მწვანე ექსტრაქტის) სინერგიას გულისხმობს. სწორედ ეს დაპატენტებული ფორმულა ზრდის tet ენზიმის, ფერმენტის აქტივობას, რაც მოქმედებს ახალგაზრდობის პროტეინებზე და აკორექტირებს დაბერების ძირითად 8 ნიშანს. შრატი ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავას, 100% ნატურალური წარმოშობის პროდუქტს,

რომლის მისაღებადაც ბიოტექნოლოგიური მიდგომებია გამოყენებული. შესაბამისად, შრატი მომენტალურად აგლუვებს და ატენიანებს კანს. კოდალის კიდევ ერთი ექსკლუზიური ინგრედიენტი ვინიფერინიც უნდა გაგაცნოთ, რომელიც C ვიტამინზე 62-ჯერ უფრო ეფექტურია პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაში.  დასკვნის სახით შეგვიძლია შევაჯამოთ:

პროდუქტი: შრატი

ტექსტურა: ფლუიდისებრი

გამოყენების პერიოდი: დილის და საღამოს რუტინა

ფორმულა: 98%-ით ნატურალური 

არა-კომოდოგენური

დერმატოლოგიურად ტესტირებული

ვეგანური

100%-ით ნატურალური წარმოშობის არომატიზატორით

შედეგი: მომენტალური დატენიანება, ხანგრძლივი ეფექტი კანის სიგლუვეზე

PREMIER CRU. Anti-Ageing Cream Moisturiser

ამავე ხაზის დამატენიანებელი საცხი განსაკუთრებით სასიამოვნო კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვისაა, რადგან ფორმულა სრულად იმეორებს შრატის შემადგენლობას. ის ისეთ ძვირფას ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს, როგორიც ორგანული შიის კარაქი და ყურძნის წიპწის ზეთია. ეს ემოლიენტები ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ამცირებს მის მიერ წყლის განლევას. რაც შეეხება სურნელს, ის ისეთივე მდიდრულია, როგორიც შეფუთვა. დამასკის ვარდის ექსტრაქტი წელიწადის ნებისმიერ დროს გაგრძნობინებთ გაზაფხულის სიმსუბუქეს.

PREMIER CRU. Dark Circle Correcting Eye Cream

სრულყოფილ ანტი-ასაკობრივ რუტინაზე საუბარი შეუძლებელია თვალის კრემის გარეშე. ეს ზონა ყველაზე დელიკატური, თხელი, ადვილად „მსხვრევადია“, შესაბამისად, მიმიკური თუ ასაკობრივი ფაქტორების ნამდვილ სარკედ იქმნება. ამავდროულად, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ჩაშავებული უპეები, რომლებიც ურცხვად ყიდიან ჩვენი გადაღლის და მოუწესრიგებელი რეჟიმის ინფორმაციას. კოდალის „პრემიერ ქრუ“-ს თვალის საცხს ძალიან მოსახერხებელი აპლიკატორი აქვს, რაც მასაჟისთვის იდეალურ ხელსაწყოს ქმნის. თვითონ პროდუქტი ეტაპობრივად აღიავებს კანს თვალის გარშემო და კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, 25%-ით ამცირებს ე.წ „ბატის ფეხების“ წვრილ ნაოჭებს. მომენტალურად იგრძნობთ შეშუპების შემცირებას და გამოცოცხლებულ მზერას, რომელსაც ყველა ქალი იმსახურებს. კოდალის ვინოთერაპისტები გირჩევენ საცხი გამოყენებიდან-გამოყენებამდე მაცივარში შეინახოთ, რადგან მეტალის თავი მასაჟისთვის საჭირო მოქმედებასთან ერთად ანტი-სტრესულ შედეგებსაც მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ, პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ დილას და საღამოს არა მხოლოდ თვალის კონტურის დასაკორექტირებლად, არამედ ტუჩის გარშემოც, იქ სადაც მიმიკური ხაზები განსაკუთრებით შესამჩნევია. 

კოდალის „პრემიერ ქრუ“ ნამდვილად მოგწყვეტთ თვალს აფთიაქის დახლზევე. ის გიკარნახებთ, რომ ამ დიდებულ შეფუთვებში, მართლაც საუცხოო ღვინოსავით მიმზიდველი, გემრიელი, ყველასთვის სასურველი პროდუქტი იმალება. სწორედ ამიტომ, ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს მიიღოთ მაქსიმუმი თქვენი ანტი-ასაკობრივი გამოცდილებიდან… 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top