პოსტ-საზაფხულო გაჯანსაღების დრო

31.08.2023

კალენდარზე 31 აგვისტოა და ყველა ერთსა და იმავეს ვფიქრობთ, თვალის ერთ დახამხამებაში ყველაზე მზიანი სეზონი მიილია და პოსტ-საზაფხულო გაჯანსაღების დრო დგება. რამდენი საათი გავატარეთ მარილიან ან ქლორიან წყალში? ვინებივრეთ ოქროსფერი სხივების აბაზანებში? ან რამდენად ინტენსიურია ჩვენი რუჯი? დრო მოვიდა კანისა და თმის მოვლის რუტინა ხავერდოვან პერიოდს მოვარგოთ და განვაახლოთ.

Re-set Re-start

მაქსიმალურად გავისუფთავოთ ფორები

ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ მითია სახეზე ფორების „გაღება-დახურვის“ ამბავი და მათ ვიზუალურად უფრო შესამჩნევს სისუფთავის დონე ხდის. დიახ, რამდენიმე თვიანი მაღალი ტემპერატურის, მომატებული ცხიმიანობისა და მკვდარი უჯრედების გამო შესაძლოა ფორები კიდევ უფრო მეტად შესამჩნევი გახდეს. ჩვენს კანს, რაც შეიძლება ეფექტური დახმარება მოკლე ვადაში უნდა შევთავაზოთ, ამიტომ შესაბამისი დანიშნულების ნიღაბი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

Caudalie Vinergetic დექტოქს ნიღაბი

დავიწყოთ ყველაზე საინტერესოთი, თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია პროდუქტის ეფექტურობის ვიზუალურად წარმოდგენის არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა. როგორც აღმოჩნდა, ისეთ დინამიკურ პლატფორმაზე, როგორიც Tiktok-ია, Instant Detox Mask-ის მდე და შემდეგ, ე.წ Before and after ვიდეოებს 100 მლნ ნახვა აქვს.

ვეგანური პროდუქტი არ შეიცავს სილიკონებს, პარაბენებს და სხვა ცნობილ გამაღიზიანებლებს. რამდენიმე სიტყვით მის შემადგენლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ:

ვარდისფერი თიხა: კაოლინისა და ბენტონიტის მიქსია. მატირების ეფექტის მქონე ვარდისფერი თიხა ეფექტურად იწოვს ზედმეტ სებუმს კანის ზედაპირიდან.

კოფეინი: არაბიკასა და რობუსტას ნაზავიდან მიღებულ მასას აქვს ანტიოქსიდანტური და სიწითლის საწინააღმდეგო თვისებები, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ე.წ მიკროცირკულაციას დექტოქს ეფექტისთვის.

ყურძნის წიპწა: ყურძნის წიპწა არის ვაზის კოპროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის დაწნეხვის შემდეგ და განსაკუთრებული დამცველობითი თუ რეგენერაციის თვისებებით გამოირჩევა.

გავაქროთ პოტენციური პიგმენტური ლაქები

სამწუხაროდ, რუჯის გადასვლასთან ერთად, შესაძლოა პიგმენტაციის დარღვევამ იჩინოს თავი. ჭორფლები ძალიან ლამაზია, თუმცა არათანაბარი ფერის კანი და გამუქებული ლაქები გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რისგან გასათავისუფლებლადაც სასურველია ვიტამინი C-ს შემცველი პროდუქტები ჩავსვათ ყოველდღიურ რუტინაში.

SVR

ABC Ampoule Anti-Ox C

მაღალკონცენტრირებული შრატი ანუ ამპულა მსუბუქი, მარტივად შეწოვადი პროდუქტია. ვიტამინი C-ს 20%-იანი შემცველობის გამო, ABC Ampoule Anti-Ox C ეფექტურობა საკმაოდ მცირე დროშია შესამჩნევი. მომხარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ფერმკრთალი, დაღლილი, მოღუშული კანი დღითიდღე უმჯობესდება და ბრწყინვალებას იძენს. პროდუქტი არა მხოლოდ დერმატოლოგების მიერ არის რეკომენდებული, არამედ ტესტირებულია მგრძნობიარე კანზე და მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა.

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ფორმულა არა-კომოდოგენურია. რადგან ასკორბინის მჟავა განსაკუთრებით ეფექტური დილის რუტინაშია, შეგიძლიათ დრო მოიგოთ და შრატის რამდენიმე წვეთი დამატენიანებელ საცხში გაურიოთ. არ დაგავიწყდეთ, რუტინა აუცილებლად უნდა დასრულდეს მზისგან დამცავი საშუალებით.

რეტინოლის დროა!

ა ვიტამინის დერივატივების შესახებ საუბარი არ წყდება, რეტინოლი კი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე „მეგობრული“ და დამწყებთათვის მოსახერხებელი ფორმაა, რომლის გამოყენებაც 26 წლიდანაა რეკომენდებული. და მაინც, შეგვიძლია სულ მოკლედ მოგიყვეთ ამ „ყოვლისშემძლე“ ინგრედიენტის შესახებ. რეტინოლი კანის ღრმა შრეებზე მოქმედებს, ახალი უჯრედების წარმოშობის ციკლზე დადებით გავლენას ახდენს და მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოდაბერების პროცესს. მას აქვს უნარი შეამციროს უკვე არსებული მიმიკური ხაზები, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები, გახადოს კანი უფრო ელასტიური და ერთგვაროვანი. გამომდინარე ძლიერი მოქმედებიდან, საწყის ეტაპზე „სიფრთხილით“ უნდა მივეპაროთ. დავტესტოთ დამოუკიდებლად, სხვა პროდუქტების გარეშე, სხეულის შედარებით პატარა მონაკვეთზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბალი პროცენტულობის რეტინოლზე ალერგიული რეაქცია არ აღგვენიშნა, კვირაში სულ რამდენჯერმე ჩავსვათ რუტინაში. მას შემდეგ, რაც ჩვენი კანი „დაიმეგობრებს“ ახალ ინგრედიენტს, შედარებით გავზარდოთ მოხმარების ინტენსივობა, თუმცა არ დაგვავიწყდეს მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენება!

Esthederm – ესტედერმი კრემი INTENSIVE RETINOL რა შეიძლება ითქვას ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ფრანგულ ბრენდ „ინსტიტუტ ესტედერმზე“? ინტესიური ხაზი განსაკუთრებული ტექნოლოგიითაა შექმნილი, რაც მაღალკონცენტრირებული ინგრედიენტების უჯრედულ მოქმედებას გულისხმობს. შეგიძლიათ ამ ხაზის შრატით (0.3%) ან საცხით დაიწყოთ რეტინოლის მოხმარება. არ დაგავიწყდეთ, რომ არა მხოლოდ სახე, არამედ დეკოლტეს ზონაც საჭიროებს ა ვიტამინს, ამიტომ გადაინაწილეთ კრემი ამ ნაწილზეც.

არ დაგვავიწყდეს ნაზი კანი

თვალის გარშემო კანი სულ რაღაც 5 მილიმეტრის სისქისაა, ამიტომ ის განსაკუთრებით შრება მზის მოქმედებით. სწორედ ამიტომ, გარდა ინტენსიური დატენიანებისა, დამატებით დახმარებას საჭიროებს, მაგალითად – პატჩების სახით.

ჩვენი რჩეული Tealogy eye mask – სილამაზის ინფუზია თვალის კონტურისთვის

Teaology-ის კოსმეტიკურმა კვლევამ თავის მოვლის მიმართულებით გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი „რჩევა” – პროდუქტად გარდაქმნა, რაც თვალის გაღიზიანებისა თუ შეშუპებისას „ჩაის ფერის“ დადებას გულისხმობს. 

100%-ით ბიოდეგრადირებადი ქსოვილისგან შექმნილი ნიღაბი ანტიოქსიდანტებითაა გამდიდრებული, მათ შორის ოქსიდაციური სტრესის საწინააღმდეგო მოქმედების 6 ორგანული ჩაის ექსტრაქტით, ნიაცინამიდითა და კოფეინით. შესაბამისად, ამინო-მჟავებით ებრძვის არა მხოლოდ შეშუპებას, არამედ მუქ წრეებსა და გაღიზიანებადობასაც. მნიშვნელოვანია რომ პაჩები შეიცავს 3 სხვადასხვა მოლეკულური სიმძიმის ჰიალურონის მჟავას, რაც დამატენიანებელი კომპონენტის მაღალ შეწოვადობას უზრუნველყოფს.

Cherry on top – SPF

და რადგან შედარებით გრილ სეზონებზე მჟავების და აქტიური კომპონენტების გამოყენებას ვიწყებთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კანის დაცვას. არ მოვტყუვდეთ, შემცირებული ინტენსივობის მზის სხივები არ გულისხმობს ფოტდაზიანების ნაკლებ ალბათობას, მეტიც, პატარა ლაიფ-ჰაკს გასწავლით. თქვენ მობილურში არსებულ სტანდარტულ აპლიკაციაში ამინდის შემოწმებისას, შეგიძლიათ ჩამოსქროლოთ და uv (ულტრაიისფერი სხივების) ინდექსი შეამოწმოთ, თუ ის 3-ს ქვემოთაა, შედარებით უსაფრთხოა, სხვა შემთხვევაში კი მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს.

Martiderm – მარტიდერმი მზისგან დამცავი ფლუიდი SPF50 MINERAL D

 შეგახსენებთ, რომ მინერალური დამცავი ერთგვარ ფარს ქმნის სახეზე, რაც სრულად აირეკლავს სხივებს. ამ შემთხვევაში მარტიდერმის თხევადი ტექსტურის დამცავ ფლუიდს ექსკლუზიურად ფართო სპექტრის მინერალური ფილტრები აქვს, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ, ყოვლისმომცველ დაცვას  (UVA, UVB, IR და ლურჯი შუქი) მგრძნობიარე კანისთვის.  შეიცავს დამატენიანებელ, ანტიოქსიდანტურ და პრებიოტიკურ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც აძლიერებენ კანის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. არ შეიცავს ქიმიურ ფილტრებს და არის წყალგამძლე.

შემოდგომა არაჩვეულებრივი პერიოდია მნიშვნელოვანი სიახლეების, განახლებების, ახალი წესების დანერგვისა და ჩვევების გამომუშავებისთვის, ამიტომ ჩადეთ ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანში – საკუთარ თავზე ზრუნვის პროცესში.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top