09.09.2021

„50 წელი აკნესთან ერთად“ ასეთი უნდა იყოს იმ თემის სათაური, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. როგორც უკვე მიხვდით, ერთად ვიმოგზაურებთ წარსულში და ერთი ამოსუნთქვით შევიგრძნობთ სილამაზისა და კანის მოვლის ინდუსტრიის ნამდვილ რევოლუციას. მაშ ასე, ვიწყებთ: 

1970 – დიახ, ადამიანმა პირველი ნაბიჯი დადგა მთვარეზე, ერთი ფოტო გადაიღო და უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე. კოსმოსური სივრცის დაპყრობა არ ვიკმარეთ და კოსმეტოლოგების კაბინეტში იბადება ახალი იდეა: ვუმკურნალოთ გამონაყარს Retin-A, ტოპიკური ვიტამინ A-ს საშუალებით! იდეა მისასალმებელია! 21-ე საუკუნიდანაც შეგვიძლია მოვუწონოთ აღმოჩენა ჩვენს წინაპრებს, თუმცა მეთოდის დანერგვისას ნაკლებად შეაფასეს კანის გამოშრობისა და მგრძნობელობის მომატების რისკები, ამიტომ პაციენტებში ახალი ჩივილები იჩენდა თავს. HOUSTON WE HAVE A PROBLEM!

1980 -ყველაფერი, თითქოს დედამიწაც კი, აკუტინის გარშემო ტრიალებს, ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაცია FDA ამტკიცებს ვიტამინი A-ს კაფსულირებული ფორმის გამოყენების ეფექტურობას გამონაყარის მკურნალობის პროცესში. მიუხედავად რეკომენდაციისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისი მოხმარება იწვევს მრავლობით გვერდით მოვლენებს, მათ შორის: კანის სიმშრალეს, დაჭიმულობასა და დისკომფორტს, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებს. მომხარებლებში გამძაფრებულია ფიქრები სუიციდზე. მიუხედავად პროდუქტის ეფექტურობისა, 21 საუკუნეში მისი გამოყენება პირველადი სახით შეწყდა და დღეს ბაზარზე შემოთავაზებულ ვარიანტებში მისი ჯენერიკი იზოტრეტინოინის ტაბლეტებია.

1990 – მიუხედავად იმისა, რომ დაბალი გარჩევადობის, თითქმის შავ-თეთრი ტელევიზორის გადასართველად დისტანციური პულტი ჯერ არ გამოიყენება და  Spice Girls-ის გამოსვლის სანახავად ადგომა და არხის გადართვაა საჭირო, ყველაფერი კარგად არის. ვერ ხედავ, მაგრამ გუმანით გრძნობ, რომ მომღერლებს კრიალა კანი და ამაზე მბრწყინავი მომავალი აქვთ. გინდა დაიჯერო, რომ წარმატების ფორმულა ფერიმჭამელებთან მებრძოლი ცხვირზე დასაკრავი ფხრიწებია, ან უკეთესი, ტონერით გაჟღენთილი ბამბის დისკები, რომელიც გალაქტიკაში აღმოჩენილ ყველა აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, მათ შორის, დიდი დოზით პარფიუმს. 

2000 – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე  საუკუნეში, სადაც განსაკუთრებით პოპულარული ხდება სამკურნალო პროცედურები. ადამიანებს „ყველაფერი ან არაფერი“-ს პრინციპი გვაერთიანებს, ამიტომ ასეთივე სულისკვეთებით ვთავსდებით კოსმეტოლოგის სავარძელში და ვიტარებთ მრავალსაფეხურიან სახის წმენდის პროცედურას. პირველ რიგში, აუცილებელია გამონაყარის სპეციალური ხელსაწყოთი ‘გახსნა’, შემდეგ შავი წერტილების კოვზით ამოძირკვა, მაგრამ ასე უბრალოდ ნაწვალები სახე რომ არ დაგვრჩეს, სტეროიდის (კორტიზონის) ინექციასაც ავიტანთ.

2010 – აკნე თავს ოფიციალურად „იფასებს“. ინდუსტრია წლიური 2 მილიარდი დოლარით შეფასდა. აფთიაქის ყველა თარო, დრაგსთორის ყველა წერტილი გამონაყარის სამკურნალო საშუალებებს ეთმობა… ნებისმიერ საფასო კატეგორიაში წარმოდგენილია კორეული წერტილოვანი გამოყენების პაჩები და ნიღბები, ლურჯი ნათების ხელსაწყოები, კრემები, შრატები და ტონერები, პროდუქტები, რომელიც კოსმეტოლოგთან ვიზიტის გამოცდილებას სახლში გპირდებათ.

2020 – და ჩვენ აქ ვართ. პანდემიაში. ჩნდება მასკნე, აკნეს სრულიად ახალი, სამედიცინო ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული ტიპი.. იზრდება ცნობიერება კანის-პოზიტიურობის ცნებაზე და ვთანხმდებით, რომ აკნეს მკურნალობა ისეთივე აუცილებლობაა, როგორიც მტკივნეული კბილის დაბჟენა ან სხვა სამედიცინო მანიპულაცია. 

2010  წლიდან მკაფიოდ ჩამოყალიბდა ტენდეცია იზრუნო საკუთარ კანზე, მიჰყვე საფეხუროვან რუტინას და კარგად იცნობდე პროდუქტებს, რომელსაც ყოველდღურად იყენებ. ამ პროცესების უკან თავად კოსმეტოლოგები დადგნენ, აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო-ბლოგერულ საქმიანობაში, უფრო ახლოს მივიდნენ პაციენტთან და მათთვის გასაგებ ენაზე დაუწყეს საუბარი.

Dr Irena Eris

პოლონელი ექიმი ირენა ერისი წლებია, რაც დროს უსწრებს და საკუთარი ბრენდებით ქმნის ამინდს კანის მოვლის ბაზარზე. ის წლებია ფლობს საკუთარ სპა-სასტუმროებს, კანის მოვლის ბრენდს და დიაგნოსტიკის ინსტიტუტს. არც მეტი და არც ნაკლები – 2007 წლიდან ატარებს გოლფის ტურნირს ქალებს შორის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებად ითვლება ევროპაში.

რამდენიმე თვის წინ პსპ-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე გამოჩნდა დერმატოკოსმეტიკური ბრენდი – Pharmaceris,  რომელიც ირენეს გარშემო გაერთიანებული ექსპერტების ჯგუფის შექმნილია. 13 სხვადასხვა ხაზი განკუთვნილია კანის 13 საჭიროებისთვის. პროდუქტები არა მხოლოდ მოვლის, არამედ სამკურნალო დანიშნულებისაა, შესაბამისად ფორმულები მდიდარია აქტიური ინგრედიენტებით. 

რადგან დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გამონაყარს შეეხება, ფარმაცერისის მწვანე – ანტი-აკნე ხაზს გაგაცნობთ. შემოთავაზებული პროდუქტები კანთან მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა, ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ და რეკომენდებულია ცხიმიანობის რეგულაციისა და გამონაყარის საპრევენციოდ. აღსანიშნავია, რომ ბრენდი ყურადღებას ამახვილებს მასკნეს პრობლემაზე და ანტიბაქტერიული მოქმედების გამო T ხაზის ეფექტურობას უსვამს ხაზს.

SEBO-MICELLAR -ანტიბაქტერიული მიცელარული წყალია, რომელიც სახისა და თვალის ზონებიდან იდეალურად აშორებს მაკიაჟს. მისი გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღიურად, მაშინაც კი, თუ ადამიანი ლინზების მომხარებელია და თვალი ადვილად უღიზიანდება. ფორმულა შეიცავს ისეთ აქტიურ ანტი-აკნე ნივთიერებებს, როგორიცაა თუთია და მანდელიკის მჟავა, შესაბამისად, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და აღადგენს კანის ნორმალურ ბაქტერიულ ბალანსს.

დასაბანი საშუალება თქვენი გემოვნების მიხედვით, ქაფის ან გელის სახით შეგიძლიათ შეარჩიოთ. PHARMACERIS T ANTIBACTERIAL GEL WASH ასუფთავებს ფორებს, ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევს ხდის თანაც ისე, რომ ზედმეტად არ აღიზიანებს კანს. მისი ყოველდღიური გამოყენებისას ცხიმის გამოყოფა 90%-ით რეგულირდება.

ANTI-ACNE NORMALIZING FACE CREAM SPF 20 – რეკომენდებულია არაერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე კანისთვის, რომელსაც პერიოდულად ახასიათებს სტრესისგან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორისგან გამოწვეული გამონაყარი. ფორმულაში შემავალი ლიმონმჟავა ეპიდერმისის მსუბუქი ექსფოლიატორია, რის გამოც კანი მეტად ნათელი ხდება. კერატოლიტური თვისების ღვინის მჟავა კი,  ღრმად ატენიანებს მას და ხელს უწყობს ელასტიურობის შენარჩუნებას.

სასაუბრო კიდევ ბევრია, იმედს ვიტოვებ, რომ დროში მოგზაურობა საინტერესო იყო, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად ამაღელვებელ თავგადასავალს გპირდებით. შეხვედრამდე კი, ჯანმრთელობას გისურვებთ!

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top