15.09.2022
წიწილებს და რუჯისგან დატოვებულ სიკეთეებს შემოდგომაზე ითვლიან. მზიანი სეზონის მიწურულს თავს გვახსენებს ყველა ის გვერდითი მოვლენა, რის გამოც მზის ჭარბი აბაზანების მიღებას ვერიდებით. ზედმეტი საფიქრალი თავიდან რომ აგარიდოთ, ეტაპობრივად გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომელიც ნამზეურის შემდგომ კანის მოვლას გაგიმარტივებთ.
დღეს პიგმენტურ ლაქებზე უნდა ვისაუბროთ, ანუ მარტივად, კანის შიდა შრეების იმ დაზიანებულ უჯრედებზე, რომელთაც მელანინის გამომუშავება ნორმის ფარგლებში აღარ შეუძლიათ. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერპიგმენტაციისკენ მიდრეკილება მეტია ასაკოვან ადამიანებში, ასევე ორსულებსა და სხვადასხვა სამკურნალო თერაპიული კურსის პაციენტებში, განსაკუთრებით ხშირად კი, პოსტ-აკნე ლაქების სახით გვხვდება. აღნიშნული დარღვევა თავს თეთრი, მუქი ან ღია ყავისფერი „ლაქების“ სახით იჩენს თავს და ძირითადად სახის, კიდურების ან კისრის არეშია წარმოდგენილი. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მისი მაპროვოცირებელი ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებაც შეიძლება გახდეს, ამიტომ განსაკუთრებით ხშირია პიგმენტაციის დარღვევის გამოვლენა შემოდგომაზე, რუჯის შემდგომ პერიოდში.
ექიმ ირენ ერისის მიერ შექმნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი დერმატოლოგიური ბრენდი „ფარმაცერის“-ი, პიგმენტური ლაქების მკურნალობას სახლის პირობებში ხდის შესაძლებელს.
PHARMACERIS W
WHITENING CLEAR FACE TONER
ლეგენდის თანახმად, ტონერები იმ პერიოდში შეიქმნა, როცა დასაბანი საშუალებების ზედმეტად უხეში ფორმულა კანს აშრობდა და ბუნებრივი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღსადგენად სპეციალიზირებული საშუალება გახდა საჭირო. დაგვეთანხმებით, რომ დღემდე, ბევრი ადამიანისთვის რუტინა სრულფასოვანი ვერ იქნება თუკი გაწმენდის კიდევ ერთ ნაბიჯს არ შეასრულებს, შესაბამისად, მათთვის ტონერი აუცილებელ საფეხურს წარმოადგენს. დერმატოლოგიურად შემოწმებული პროდუქტი C ვიტამინსა და აკროლეინის ექსტრაქტს შეიცავს. აკროლეინი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ნივთიერებაა, რომელიც ებრძვის გარემო დამაბინძურებელ ფაქტორებს, ანეიტრალებს მათ მავნე მოქმედებას, აძლიერებს კაპილარებს და აჩქარებს უჯრედული განახლების ციკლს. მისი გამოყენების წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება კანის სიწითლე და ზოგადი პიგმენტური დარღვევები. ასევე, ტონერის ინგრედიენტებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს დი პანთენოლიც, რომელიც ამშვიდებს კანს და თრგუნავს მის ჰიპერსენსიტიურობას.
PHARMACERIS W
ANTI-DARK CIRCLES CORRECTIVE EYE CREAM SPF 15
თვალის გარშემო ყველაზე თხელი, სულ რაღაც 5 მილიმეტრის სისქის კანი გვაქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი მექანიკური თუ ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით დაზიანების რისკს. შესაბამისად, ყველაზე ხშირად პიგმენტური ლაქები სწორედ ამ უბანზე ჩნდება. ფარმაცერისის W ხაზის სპეციალიზირებული საცხის მუდმივი მოხმარების შემდგომ აღნიშნული ზონა 76%-ით ნათდება, 64%-ით მცირდება შეშუპება და მნიშვნელოვნად იხსნება დაღლილი თვალის სინდრომი. სრულყოფილი დატენიანებისთვის ფორმულაში E ვიტამინს და სხვადასხვა ანტიოქსიდანტურ აგენტს შეხვდებით, რაც გათვლილია ყველაზე მგრძნობიარე თვალზეც კი და არ იწვევს მის გაღიზიანებას.
PHARMACERIS W
TRIPLE ACTION SKIN LIGHTENING DAY CREAM SPF 50+
ჰიპერპიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანის მოვლის რუტინაში დღე და ღამე ძირეულად არის გამიჯნული, რადგან დღის საცხი მაღალი მზისგან დამცავი ფაქტორით უნდა იყოს წარმოდგენილი და საიმედოდ აგვარიდოს თავიდან დაზიანებული უბნების კიდევ უფრო გამწვავება. სამმაგი მოქმედების ფარმასერისის საცხი ათანაბრებს კანის ფერს, გამოანათებს მას და 79%-ით ამცირებს პიგმენტაციის დარღვევას.
შემადგენლობაში შეხვდებით 4%-იან ნიაცინამიდს, რაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ერთეულია მელანინის ჭარბი გამომუშავების დასართრგუნად. C ვიტამინისა და სხვადასხვა პეპტიდების კომპლექსი ერთგვაროვანს ხდის კანის ფერს, SPF50+ კი ფოტოდაბერების ნიშნებს აფერხებს. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ინგრედიენტების გამო, საცხი ეფექტურად გამოიყენება არსებული ლაქების სამკურნალოდ, ასევე მიდრეკილების შემთხვევაში, მომავალი დარღვევების პრევენციისთვისაც.
PHARMACERIS W
INTENSIVE SKIN LIGHTENING NIGHT CREAM
საღამოს რუტინაში კი, ამავე ხაზის დამატენიანებელი საცხი უნდა ჩასვათ, რომელიც გარდა ტრადიციულად ცნობილი სასარგებლო კომპონენტებისა, დამატებით ისეთ მსუბუქ ექსფოლიანტებს შეიცავს, როგორიც პაპაინია, ბუნებრივი ენზიმი, რომლის მიღებაც პაპაიადან ხდება და აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში. აღნიშნული ექსტრაქტი აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პოსტ-აკნე მკურნალობის შედეგებს.
ხშირად ვაწყდებით არასწორ წარმოდგენას, რომ კანის მოვლა ძვირადღირებული სიამოვნებაა და სასურველი ეფექტის მიღება მხოლოდ ლუქს ბრენდების გამოყენებისას შეგვიძლია. რეალურად, კანის მოვლა ის ხელოვნებაა, რომელსაც სრულყოფილად მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენით შეიძლება დაეუფლო. ისეთი ბიუჯეტთან მეგობრული, მარტივი ფორმულების მქონე, თუმცა ეფექტური ბრენდები, როგორიც „ფარმაცერის“-ია, ქმნიან არაჩვეულებრივ პრეცედენტს სახლის პირობებში სასურველი შედეგის მიღების და სრულფასოვანი რუტინის ჩამოყალიბების. შემოდგომა არაჩვეულებრივი პერიოდია ექსპერიმენტისთვის, გამოსცადეთ ექიმ ირენ ერისის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული დერმატოლოგიური თავგადასავალი.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი