Payot – ბრენდი შთამბეჭდავი ისტორიით

30.10.2025

ჯი დი ანდერსონის ცნობილი სიტყვების მიხედვით „ფემინიზმის მიზანი ქალების გაძლიერება არ არის, რადგან ისინი უკვე ძლიერები არიან. მისი მისიაა ეს სიძლიერე სხვებისთვის აღსაქმელი გახადოს“. შესაბამისად, რევოლუციური ცვლილებები ხშირად 1 ადამიანით, 1 ქალით, 1 შეცვლილი დამოკიდებულებით და წინ გადადგმული ნაბიჯით იწყება.

შემთხვევითი არ არის, რომ ნადია პაიოზე საუბარი სწორედ ამ ჭრილში დავიწყეთ. ნადია პაიო — ადამიანია, რომელმაც თავისი ეპოქა შეცვალა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ექიმი, ქალთა უფლებების დამცველი, კოსმეტიკისა და მედიცინის გამაერთიანებელი, სახის იოგის ფუძემდებელი — ფენომენი, რომლის იდეებიც დღემდე ცოცხალია.

1920 წლიდან მისი გვარი PAYOT ბრენდად იქცა და გახდა ის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იზომება ხარისხი და ინოვაცია. მისი ერთ-ერთი პირველი, უკვე ლეგენდარული პროდუქტი — Pâte Grise — თავის უნიკალური შეფუთვითაც კი სიმბოლურია: ქილა ქალის სხეულის კონტურებს იმეორებს, ხაზს უსვამს ფემინურობასა და ელეგანტურობას.

დღეს  #ამარტაგირჩევთ Payot-ს პროდუქტებს, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ:

დამატენიანებელი კრემი

აღმოაჩინეთ დამატენიანებელი საცხი, რომელიც გამდიდრებულია არა მხოლოდ ჰიალურონის მჟავით, არამედ ადაპტოგენური მცენარეებით, კერძოდ რეიშის სოკოთი და ბრეტონული წყალმცენარეებით. შესაძლოა ეს სიტყვები არც ისე ნაცნობია, თუმცა ფრანგულ პარაფარმაციაში ცნობილ ინგრედიენტებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს. ისინი იცავენ კანს თავისუფალი რადიკალებისგან, ასევე ტემპერატურის ცვლილებისა და დაბინძურებისგან.

მისი ყოველდღიური გამოყენების შემდეგ კანი ხდება უფრო რბილი, ელასტიური და დატენიანებული 48 საათის განმავლობაში — ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ გარემოში. პროდუქტი არის Clean/სუფთა კატეგორიის და ვეგანური.

როდის გამოვიყენოთ: დილით და საღამოს, შრატის წასმის შემდეგ. შეფუთვა ეკოლოგიურად პასუხისმგებელია — ქილა შეიცავს 20%-ით გადამუშავებულ მინის მასალას, ხოლო ყუთი დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული ქაღალდისგან.

Grise შრატი Anti-imperfections

ალბათ ისედაც გსმენიათ, რომ თავის მოვლის საშუალებების მწვანე ხაზები ყოველთვის განკუთვნილია პრობლემური, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ამ მხრივ გამონაკლისს არც პაიო წარმოადგენს. თუთიის ექსტრაქტით კონცენტრირებული შრატი ინტენსიურად ასუფთავებს კანს, რაც ხელს უწყობს ნაოჭების სწრაფ შევსებას და ზღუდავს მათ ხელახალ გაჩენას. სულ რამდენიმე კვირაში კანის ხარისხი შესამჩნევად უმჯობესდება: კანის ტექსტურა გლუვია, კანი ერთგვაროვანი და ბზინვარე.

აქტიური ინგრედიენტები

მიდოსვიტის ექსტრაქტი (Meadowsweet extract)

მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ცნობილია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ანტიმიკრობული პეპტიდების სინთეზს, რაც აუმჯობესებს მის თავდაცვით ფუნქციას.

პრობიოტიკები (Lactobacillus Ferment Lysate)

კანის მიკრობიომის გამამაგრებელი კომპონენტები, რომლებიც არეგულირებენ და აღადგენენ კანის ეკოფლორის ბალანსს — ინარჩუნებენ „კარგი“ და „მავნე“ ბაქტერიების სწორ თანაფარდობას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ და გამძლე კანს.

გლიკოლისა და რძემჟავები (Glycolic & Lactic Acids)

აქვს კერატოლიზური მოქმედება — აუმჯობესებს კანის განახლებას და ხელს უწყობს ნაკაწრებისა და შავი წერტილების გაქრობას. რძემჟავა ამცირებს კანის pH-ს, რითაც ზღუდავს მავნე ბაქტერიების ზრდას.

აზელაინის მჟავა (Azelaic Acid)

ამცირებს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ეხმარება მას გამონაყარისა და პიგმენტაციის რეგულაციაში.

შრატი C ვიტამინი

კანის ბზინვარების აღმდგენი შრატი გამდიდრებულია ვიტამინ C-თი და ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ისეთი სუპერფუდებით, როგორიცაა: გოჯიბერი და ასაი. სერუმი აცოცხლებს გადაღლილ და უსიცოცხლო კანს, აძლევს მას თანაბარ ტონს და აუმჯობესებს ტექსტურას. იდეალურია მათთვის, ვისაც რუჯის შემდგომი პიგმენტური ლაქების გაღიავება სურს, თუმცა მსუბუქ და რუტინასთან ადვილად ადაპტირებად პროდუქტს ეძებს.

CC კრემი N2 SPF50

დიდი ხანია, რაც CC კრემები არა დეკორატიული კოსმეტიკის, არამედ თავის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილად ითვლება. პაიოს შემთხვევაში ეს საკამათოც არ არის, რადგან პროდუქტი ერთის მხრივ SPF 50-ს ანუ მზისგან დამცავ საკმაოდ ძლიერ ფორმულას შეიცავს, მეორეს მხრივ კი, მსუბუქად ნიღბავს კანის არათანაბარ ფერს.

აქტიური ინგრედიენტები:

ცენტელა აზიატიკას ექსტრაქტი (Centella Asiatica Extract)

ფლობს დამამშვიდებელ, ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ხელს უწყობს კანის აღდგენას და ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას.

მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა (High Molecular Weight Hyaluronic Acid)

ღრმად ატენიანებს კანს, ამცირებს სიმშრალესა და დაჭიმულობის შეგრძნებას, აღადგენს ელასტიურობას.

კაფსულირებული პიგმენტები (Encapsulated Pigments)

ეს ელემენტები კანთან შეხებისას ფერს იძენენ და ერგებიან მის ნებისმიერ ტონს.

SPF 50 ფილტრები

ქიმიური UVA და UVB ფილტრები უზრუნველყოფენ მზისგან დაცვას და აფერხებენ ფოტოდაბერებას. ფრანგული საკულტო, ფაქტობრივად საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდით თუ დაინტერესდით, მისი შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალებში ან PSP.GE-ზე შეგიძლიათ.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top