28.06.2021
გიფიქრიათ, საიდან დაიწყო სილამაზის ინდუსტრიის ევოლუცია და ვის მიუძღვის წვლილი იმ სფეროს განვითარებაში, რომელიც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს? დღეს ერთ-ერთ ისტორიულ ფიგურაზე, ლეგენდარულ ნადია პაიოზე გიყვებით.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალებს, მსოფლიოს ყველა წერტილში ერთსა და იმავეს კარნახობდნენ, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ შვილები, დედები, ცოლები და არავინ და არაფერი მეტი. წინააღმდეგობრივ დროებში აუცილებლად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხმის ამოღებით, ყველას სახელით იწყებენ საუბარს და უნებურად ხდებიან ძალიან დიდი სიკეთის დასაწყისი. ასეთ ვარსკვლავად იქცა ნადია პაიო, თავის თაობის ერთ-ერთი პირველი ქალი ექიმი, ქალთა უფლებების აქტივისტი, კოსმეტიკის ინდუსტრიისა და მედიცინის გამაერთიანებელი, სახის-იოგის ფუძემდებელი, ფენომენალური ქ ა ლ ი.
1920 წლიდან პაიოს გვარი ბრენდის სახელად იქცა და მის სიყვარულს მთელი მსოფლიო ინაწილებს, მეტიც, საუკუნეზე მეტია რაც კოსმეტიკურ ბაზარზე კლიმატს „პაიოს სტანდარტი“ ქმნის. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი, ახლა უკვე ლეგენდარული საცხის „Pat grise”-შეფუთვას ათასში ამოიცნობთ, ის იმეორებს ქალის სხეულის სილუეტს, კონტურებს, რომელიც განსაკუთრებით ფემინური და მიმზიდველია.
ისტორია ცალსახად საინტერესოა, თუმცა დღეს პაიოს სხვა მხარეს დაგანახებთ. ბრენდი 100 წელზე მეტია არ ღალატობს საკუთარ იდენტობას და რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან მწარმოებლად მთელს მსოფლიოში. პაიოს კვლევითი ლაბორატორია ფორმულების ეფექტურობას უჯრედულ დონეზე იკვლევს, ამოწმებს მათ მგრძნობელობასა და კანთან ტოლერანტობაზე.
გამები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანი ადვილად შეარჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს. დღეს რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით.
დავიწყოთ პროდუქტით, რომელიც სანიტაიზერების ერაში თითოეული ჩვენგანის ჩანთაში უნდა მოიპოვებოდეს. ხელის კრემი CRÈME MAINS VELOURS – შიის კარაქითა და თაფლის ექსტრაქტითაა ფორმულირებული, ის ამშვიდებს და ღრმად ატენიანებს არა მხოლოდ ხელის კანს, არამედ კუტიკულებს და რაც მთავარია – არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას.
მზეზე მიფიცხებისას ყველაზე დაუცველი ტუჩებია, ამიტომ ხშირად გვაწუხებს აქერცვლა და უკიდურეს შემთხვევაში დახეთქვაც კი, შესაბამისად არჩევანი მოვლის ძლიერ საშუალებაზე უნდა შევაჩეროთ. NUTRICIA ქოქოსის ტუჩის ბალმი კვებავს, აღადგენს და ამშვიდებს გამომშრალ კანს, ფუტკრის ცვილი კი დამცველობითი ფუნქციისაა და გარემო გამაღიზიანებლისგან იცავს ტუჩებს.
ვთანხმდებით, რომ ცხელი სეზონზე ყველაზე აქტუალური პრობლემები: ულტრაიისფერი სხივების ჭარბი კონცენტრაცია და გარემო დამაბინძურებლებია, რომლებიც განსაკუთრებულ დისკომფორტს ქმნიან ნებისმიერი ტიპის კანისთვის. პაიოს მწვანე ხაზი განკუთვნილია აკნესკენ, გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილი კანისთვის. მისი აქტიური ინგრედიენტი თუთიაა, ელემენტი, რომელიც მოქმედებს, როგორც: ნატურალური ანტიბაქტერიული საშუალება, ანტისეპტიკი, შემწოვი პუდრი და რაც მთავარია UV სხივების მინერალური ფილტრი. ფორმულაში შეხვდებით კანაფის ზეთს, რომელსაც ანტი-ანთებითი მოქმედება აქვს, შესაბამისად, მარტივად მოგიხსნით დისკომფორტს ნებისმიერ სეზონზე.
და კიდევ ერთი, ცნობიერება გარემო დამაბინძურებლების მიერ კანისთვის შექმნილ სტრესზე საკმაოდ დაბალია. სხეულის უმეტეს ნაწილს ტანისამოსი ფარავს, თუმცა რა ხდება სახისა და ხელის მტევნების შემთხვევაში? აღმოჩნდა, რომ დაბერების, მომატებული მგრძნობელობის, არაჯანსაღი ფერისა და გარქოვანებული კანის გამომწვევ ფაქტორებს შორის: ურბანული მტვერი, UV სხივები, გაჯეტების ლურჯი ნათება, სიგარეტის კვამლი და მტვრის ნაწილაკებია. სამწუხაროდ, მიუხედავად პრობლემის ასეთი სიმწვავისა, დაბინძურების საწინააღმდეგო გამები თითზე ჩამოსათვლელ ბრენდებთან გვხვდება. MY PAYOT – ჰიალურონის მჟავითა და ზღვის ბაქტერიის ფორმულით წარმოდგენილი სპრეია, რომელიც მყისიერად აცოცხლებს კანს და იცავს მას დაბინძურებისგან.
არ ვიცი რას იფიქრებდა ნადია პაიო ახლა, მისი შექმნილი ბრენდის ასწლოვანი ისტორიის გადახედვისას, თუმცა რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ იამაყებდა. აუცილებლად იამაყებდა იმ გზით, რომლის თითოეულ ეტაპზეც პრიორიტეტი ქალებზე ზრუნვა, მათთვის მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება და ამაღელვებელი ემოციების მინიჭებაა. #პაიოსხარისხი
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი