AT THE PALAIS GALLIERA / MUSĒE DE LA MODE DE PARIS
AMARTA-ს სტუმარია გამოფენის კურატორი Sylvie Lécallier
10.07.2024
ყველა დიდებული მხატვრის მსგავსად, იტალიელმა ფოტოგრაფმა პაოლო როვერსიმ თავისი ავთენტური სტილი შეიმუშავა, ხელწერა რომელიც არცერთი ფოტოგრაფის ნამუშევარს არ ჰგავს. სეპიას ტონალობის მის ფოტოებსა და პორტრეტებში, შუქმფენი საგნები ჩნდებიან ჩრდილებიდან თითქოს შუქით იყოს გამოძერწილი, რომელიც ქმნის გამოსახულებას რბილი ფოკუსით, ხოლო ქსოვილის სტრუქტურა ფერების შემთხვევითი აფეთქებითაა აგებული, თითქოს ვინმეს ოცნების კადრია აღბეჭდილი.
„პაოლოს ფოტოები მუდმივია” – ამბობს როვერსის ნამუშევრების გამოფენის კურატორი, სილვი ლეკალიე, რომელიც ფოტოგრაფის 76 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს ერთ სივრცეში აერთიანებს. „ის მოწყვეტილია დროებას. ის არის როგორც მოდის გულში, ასევე მის ნაპირზე; სწორედ ამით გამოირჩევა ის სხვებისგან. მგონია, რომ მისი ფოტოები საუკუნეებს გაუძლებენ.“
როვერსი დაიბადა 1947 წელს რავენაში. მან თავისი კარიერა იმიჯმეიკერის ამპლუაში 1973 წელს პარიზში გადასვლის შემდეგ დაიწყო. მისი პირველი სამუშაო საინფორმაციო სააგენტო იყო, თუმცა ის მალევე გადავიდა მოდისა და სარეკლამო სფეროში ცნობილ ფოტოგრაფთან ლოურენს საკმანთან ასისტენტად. ფოტოგრაფიის ბრიტანულ ჟურნალთან (BJP) ინტერვიუში 2017 წელს, როვერსმა გამოხატა მადლიერება საკმანის მიმართ, იმ ცოდნის გადაცემისთვის, რომელიც პროფესიონალ ფოტოგრაფს ძალიან სჭირდებოდა.
როვერსის კარიერაში უდიდესი გარდატეხა მოხდა 1980 წელს, როდესაც მან გადაიღო სარეკლამო კამპანია Man Ray-esque კრისტიან დიორისთვის. იმავე წელს მან აღმოაჩინა პოლაროიდის კამერა 8×10 – მოწყობილობა, რომელიც დიდი რაოდენობის შუქის მომთხოვნ ანალოგიურ ფართო ფორმატიან კამერა – Deardorff-თან ერთად, გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი უნიკალური ესტეთიკის ჩამოყალიბებისთვის. 80-იანი წლების შუა პერიოდისთვის, ის ქმნიდა საოცარ „ლუქებს“ Comme des Garçons და Yohji Yamamoto-სთვის, ამასთანავე ანვითარებდა Rei Kawakubo-ს დახვეწილი დიზაინების ფერის, ხაზის ტექსტურისა და ფორმის ხაზგასმის ახალ საშუალებებს, რითაც იხვეჭდა თავის რეპუტაციას, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ექსპერიმენტული ფოტოგრაფიის ნიჭის მქონე ფოტოგრაფად.
Palais Galliera-ში მოწყობილი გამოფენა კიდევ ერთხელ ადასტურებს როვერსის შემოქმედების მუდმივ აქტუალურობას და მის მიმართ პატივისცემას. ეს არის მოდის ინდუსტრიაში ცოცხალი ფოტოგრაფის ნამუშევრის სამუზეუმო პირველი რეტროსპექტივა და უკვე რამდენიმე წელია მზადდება. „ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ვმუშაობდით პაოლოსთან“, გვიყვება ლეკალიე. „ბევრი ვისაუბრეთ და მისი ბევრი ფოტონამუშევარი ვნახეთ. მან მომცა წვდომა მის ყველა არქივზე. ეს იყო ნამდვილი შემოქმედებითი დიალოგი“. შედეგად მივიღეთ 140 შერჩეული ნამუშევარი, დაწყებული როვერსის სარეკლამო ფოტოებიდან მოდის ცნობილი გამოცემებისთვის გადაღებულ ნამუშევრებამდე, როგორებიცაა Vogue ან W, ასევე მისი ავტოპორტრეტი. ზოგი ნამუშვარი, აღებულია როვერსის არქივიდან, ხოლო ზოგი Palais Galleria-ს პირადი კოლექციი
ლეკალიემ გადაწყვიტა წარმოედგინა ფოტოები არა ქრონოლოგიურად, არამედ მათი ტონალობის შესაბამისად, ყველაზე მუქი ტონალობიდან ღია ტონალობამდე. ის განმარტავს, რომ ეს იყო მხატვრული გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია მნახველების ყურადღების ფოკუსირებაზე როვერსის სინათლესთან ურთიერთობის მიმართ – „ბნელი ოთახის სიბნელიდან დღის სინათლემდე, რომელიც იფრქვევა მის სტუდიაში ჩრდილოეთისკენ მიმართული დიდი ფანჯრებიდან“.
როვერსის სტუდიის იდეის გააზრება შოუს მნიშვნელოვანი ელემენტია. ფოტოგრაფი 1981 წელს გადავიდა პარიზის მე-14 უბნის დიდ სივრცეში და როცა შესაძლებელია, ურჩევნია ყველა გადაღება იქ შეასრულოს. „ეს სამუშაოს სულიერი ნაწილია”, განუცხადა მან BJP-ს. „მე ზეპირად ვიცი სინათლე, ანარეკლები კედელზე – თვალის დახუჭვის შემთხვევაშიც კი ვგრძნობ, თუ ღრუბლებია“.
„მის სამუშაო სივრცედ თავიდანვე სტუდიის არჩევით როვერსი შეგნებულად მისდევს ტრადიციებს, რომელიც წარმოიშვა იმ საუკუნეში, როცა ფოტოგრაფია გამოიგონეს,“ ამბობს ლეკალიე. სტუდია ფუნქციონირებს, როგორც ადგილი, სადაც შეიძლება განმარტოვდე გარე სამყაროსგან, მაგრამ ამავე დროს ის თბილად მასპინძლობს გარე ძალებს. ეს არის ადგილი სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს; სადაც ფოტოგრაფი პირველად ათვალიერებს ტანსაცმელს და დიზაინერის სამყაროს ეცნობა, ასევე მოდელებს, რომლებიც მისი ობიექტივის წინაშე პოზირებენ.
და მართლაც, თითქმის ხუთი ათწლეულის ნამუშევრების გამოფენის კურირების შემდეგ, ჩემთვის რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა. პირველი არის როვერსის უნარი, გადმოსცეს ღრმა ემოცია თითოეულ ფოტოში – რაღაც რაც სასიცოცხლოდ დაკავშირებულია მოდელების სიმსუბუქესთან მისი კამერის წინ და მისი სტუდიის ატმოსფეროში. მეორე მხრივ, ეს არის მისი ფოტოების თავდაჭერილი ბუნება, იმის შედეგი რასაც როვერსი უწოდებს „ამონარიდს“ ან „გამოხდას/დისტილაციას“. მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაუვიწყარია, ისინი არასოდესაა დატვირთული, რადგან მათი გადაღება ხდება „შიშველ“ სტუდიაში.
„როვერსი მოდელებს თვლის მისი ფოტოების მნიშვნელოვან ნაწილად“, ამბობს ლეკაკლიე. „ისინი მთავარი ობიექტები არიან, არ არსებობს ისეთი რამ რამაც მუშაობის დროს შეიძლება მისი ყურადღება გაფანტოს“. მისი სუბიექტი ხდება სამყაროს ცენტრი. როვერსი მათ არ აძლევს სტერეოტიპულ როლს შესასრულებლად და არ უბიძგებს მათ მიიღონ ტრადიციული პოზები. ისინი პოზირებენ ისეთები, როგორებიც არიან, რითაც ავსებენ სივრცეს მათი არსებობის სიმარტივით“ და შესაძლებელია, რომ როვერსის გამორჩეული უნარი გადაიღოს ტანსაცმელი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ის აკვირდება თითოეულ დეტალს, ცოცხალს და არა ცოცხალს. „ჩემთვის ეს ყოველთვის პორტრეტია“, ამბობს პაოლო როვერსი. „თუ მე გადავიღებ ჩაიდნის პორტრეტს, ის არის ჩაიდნის პორტრეტი და ეს ყოველთვის ურთიერთობაა ჩემსა და ჩემს ობიექტს შორის“.
ეს დაკვირვება განსაკუთრებით რეზონანსულია ლეკალიეს საყვარელ ფოტოში ამ გამოფენიდან, რომელიც მოიცავს როვერსის მთლიანი მიდგომის აბსოლუტურ ოსტატობას. ეს არის ფოტო, რომელიც შექმნილია სტუდიაში, სადაც ფეხსაცმელების წყვილი განთავსებულია იატაკზე და ასახულია სარკეში. „მოდელი იქ არ იმყოფება“ -ამბობს კურატორი. „ის გასულია მაკიაჟის შესასწორებლად. ის ნებისმიერ წამს დაბრუნდება. ეს ფოტო მეტყველბს არა მხოლოდ გადაღების მომენტზე, არამედ რეალობისა და ილუზიის თეატრალურ შესრულებაზე. მას გადავყავართ სარკის მეორე მხარეს. ასეთივე საინტერესო და მეტყველი ფოტოა „ლამპა“, ამბობს ის.
ესაუბრა დეიზი ვუდვორდი