სუნამო, რომელშიც ისტორია და თანამედროვეობა ერთიანდება
02.12.2024
პარფიუმერიის სახლი Parfums de Marly მე-18 საუკუნის კულტურისა და თანამედროვე ხედვის გამოძახილია. ბრენდის შექმნის ისტორია მეფე ლუი XV-ს სახელსა და დოღების შემდეგ გამართულ პრესტიჟულ მიღებებს უკავშირდება. დოღების ისტორიას გვიყვება თითოეული არომატის შეფუთვაზე ფრონტალურად წარმოჩენილი ცხენებიც. მე-18 საუკუნის ფრანგული კულტურისა და ხელოვნების სიდიადეს სწორედ შატო დე მარლი წარმოადგენდა.
სამასი წლის შემდეგ სწორედ შატო დე მარლი ხდება ჟულიენ სპრეჩერის შთაგონების წყარო და იქმნება პარფიუმერიის სახლი Parfums de Marly, რომელიც ისეთივე ბრწყინვალე და გამბედავია, როგორც მონარქიული საფრანგეთი.
2009 წლიდან დღემდე Parfums de Marly-ს ბრენდს 40-მდე სუნამო აქვს შექმნილი. Palatine – ამ სახლის უახლესი ქმნილებაა, რომელიც მომხმარებელმა პირველად სექტემბერში გაიცნო. Palatine შთაგონებას მე-18 საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები ერთ-ერთი გახმაურებული პერსონიდან იღებს.
ელიზაბედ შარლოტა, საფრანგეთის პრინცესა – იგივე Palatine, ორლეანის ჰერცოგის ფილიპე I-ის მეუღლე იყო. პრინცესა პალატინის განსაკუთრებული თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა და პრინციპულობა ახასიათებდა, სწორედ ეს თვისებები გამოარჩევდა მას სხვებისგან. ყველაზე ბედნიერი წლები მან შატო დე მარლიში გაატარა, მისთვის ეს ადგილი სიამოვნებისა და თავისუფლების „თავშესაფრად“ გადაიქცა.
Parfums de Marly-ს დამფუძნებლის და სამხატვრო ხელმძღვანელის ჯულიენ სპრეჩერის თქმით: „პრინცესა პალატინი თანამედროვე, თავისუფალი ახალგაზრდა ქალი იყო, გამბედავი და სიცოცხლით სავსე. მე ვეცადე მთელი მისი პერსონა სუნამოს აკორდებში გამეერთიანებინა. იის ფურცლები, ნოტი რომელიც ხშირ შემთხვევაში ტრადიციულად აღიქმება, კომპოზიციის გმირად ვაქციე“.
Parfums de Marly-ს ახალ სუნამო Palatine, გამდიდრებულია ლავანდის ორი სახეობით, რომელიც შემთხვევით იქნა აღმოჩენილი მე-20 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში პროვანსში მოსავლის აღების დროს.
განახლებული იერსახით წარმოგვიდგება Parfums de Marly-ს გამჭვირვალე იისფერი ფლაკონიც, რომელშიც მე-18 საუკუნის კულტურა და ისტორია ერთიანდება. მადამ პალატინის პერსონით შთაგონებული არომატი მის ახალ მფლობელს უნიკალურ და ჯადოსნურ შეგრძნებებს ჰპირდება. არომატის თითოეული წვეთი, ლავანდის და იის სურნელი, შატო დე მარლის ბაღებში გამოგზაურებთ.
ნენო ქავთარაძე