20.11.2022
პარფიუმერული სახლის Ormonde Jayne-ის სუნამო Montabaco Verano განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც ლათინურ ამერიკაში მოგზაურობა და მისი სურნელი ენატრება!
„მოგზაურობა ჩვენი სუნამოების რეპერტუარის გულშია და გრძელი ეპიკური ვოიაჟები გაუთავებელი შთაგონების წყარო ხდება ჩვენს კოლექციაში The Four Corners of the Earth (დედამიწის ოთხი კუთხე). ჩვენი სუნამოების ფორმულებიც ძალიან მისადაგებული და თანმიმდევრულია, ისინი ყვავილებს მათ მშობლიურ გარემოსთან აზავებს“, ამბობს Ormonde Jayne-ის დამფუძნებელი ლინდა პილკინგტონი.
Verano-ს ტყავის, ხის და თამბაქოს ფოთლის მაცდუნებელი და ღრმა სურნელი აქვს, გრეიფრუტის მსუყე ნოტებით – მეტი გამბედაობისთვის და მწიკვი ქეშმირით – სასიამოვნო, კრემოვანი აორთქლებისთვის.
სუნამო წარმოდგენილია საოცარ შაბიამნისფერ ჭურჭელში, რის გამოც ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ეს ყველაფერი კი ჩვენს ირგვლივ სამყაროს ეძღნება, რომელიც მუდამ გვშთაგვაგონებს . მაცდუნებელი, კრეატიული და ენერგიული Montabaco Verano-ს ზედა ნოტა გრეიფრუტია, შუა – ქაშმერანი და საბაზისო – ზამში, თამბაქო, ტყავი და ხისებრი ნოტები.
„ტარებადობა, ხანგრძლივობა და სუნის გარდაქმნა აუცილებელი კომპონენტებია Ormonde Jayne-ის სუნამოს შესაქმნელად. არასოდეს მივყვები მოკლევადიან ტენდენციებს. ეს პრაქტიკა ძალიან კარგად მუშაობს, რადგან ჩემი კლიენტები ხდებიან ერთგული გულშემატკივრები, რომლებიც აფასებენ ჩვენს სუნამოებს. Ormonde Jayne-ის ფილოსოფიას ორი მხარე აქვს, ინი და იანი – იშვიათი ინგრედიენტები და დახვეწილი სილამაზე“, აღნიშნავს ლინდა პილკინგტონი.
ORMONDE JAYNE-ის MONTABACO VERANO, რომელიც მისი სიტყვების ერთგვარი დასტურია, აღმაშენებლის გამზირის 76 ნომერში მდებარე „ლარომ ბუტიკ“-ის დახლებზე გელოდებათ.